Powered by Jasper Roberts - Blog

17:38 03.05.2017
„ის ალბათ გენიოსია, ვინც ხვდება, როდის უნდა გაჩერდეს“ - გიორგი ოვაშვილი

 

კინოთეატრიდან ახლადგამოსული 13 წლის პოტენციური რეჟისორი „ჩერმენის“ ჰეროიკული თვისებებით იყო მონუსხული. პირველად ნანახი დიდი ეკრანის ხმის ვიბრაციამ მისი სკამის სახელურამდეც მიაღწია, გული და გონება მთლიანად დაიკავა და მიისაკუთრა. სწორედ ამ ვიბრაციულმა ტალღებმა გაუღვივა მას ფანტაზია და ფილმების „კეთების“ დაუოკებელი ჟინი. სწორედ ამ ვიბრაციის წყალობით მან პატარა ბავშვური ფანტაზიები სისრულეში მოიყვანა.

 


ამ ვიბრაციის დამსახურებით, ახლანდელ რეჟისორსა და პატარა, სირბილისაგან მუხლებგადატყავებულ მეოცნებე ბიჭუნას შორის უხილავი კავშირი დღემდე არსებობს. პატარა შეყვარებული ბიჭუნა მცხეთიდან, არ ტოვებს რეჟისორის გონებას, აძლევს გიორგი ოვაშვილს „კეთების“ სტიმულს და აღვივებს მის დაუშრეტელ ფანტაზიას.

 


პროფესიულ და ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ხედვებზე, გიორგი ოვაშვილმა, ,,ჯორჯიან თაიმსთან“ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა. ის გახლავთ ისეთი ფილმების რეჟისორი, როგორიცაა „სიმინდის კუნძული“ , „გაღმა ნაპირი“, "ზღვის დონიდან" და ა.შ.

 

 

დიდ ეკრანზე პირველად ნანახი ფილმი. გარდამტეხი ასაკი და პირველი სიყვარული

 

ბავშვობა ყველა ჩვენგანზე გადამწყვეტ როლს თამაშობს, ყველა ხომ იქიდან მოვდივართ, თუმცა, არამარტო მოვდივართ, ხშირ შემთხვევაში, იქვე ვრჩებით. მე ყოველთვის მგონია, რომ ისევ იქ ვარ, იქიდან გამოსვლის  აუცილებლობას ვერც ვხედავ. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე მომეძებნა ჩემი ბავშვობის ჩანაწერები. 10 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვწერდი. შემდეგ ჩანაწერები დავკარგე და ბოლოს, შემთხვევით მივაგენი. იმის შიშით, რომ ისევ არ დამკარგვოდა, ციფრულ ფორმატში გადავიტანე. გამოცემას არ ვაპირებ, თუმცა, ალბათ დადგება დრო, როცა ფილმს გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ კინოს უფრო მიესადაგება, ვიდრე ლიტერატურას.

 

გამახსენდა, თუ როგორ ვიცვლებოდი ადრეული ასაკიდან, მანამ, სანამ მართლა გაჩნდა ჩემში კონრკეტული, ჩამოყალიბებული სურვილი, რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში, რისთვის ვარსებობდი. ეს კითხვა ყოველთვის მაწუხებდა თუ რატომ ვართ? რისთვის მოვედით?  ბავშვობიდან ბევრი რაღაც მაინტერესებდა. ჩემს თაობაში ყველას უნდოდა მთვარეზე გაფრენა, იმ პერიოდის ყველაზე საინტერესო ამბავი სწორედ კოსმოსში ფრენა იყო, მაგრამ - ჩვენთვის შეუძლებელი. ეს უბრალოდ ოცნება ოცნებისთვის გახლდათ. შემდეგ ისე მოხდა, რომ ერთხელ 12-13 წლის ასაკაში პირველად, მასწვალებელმა კინოთეატრში წაგვიყვანა. მაშინ ფილმებს ტელევიზიით თუ ვნახულობდით, - კინოთეატრი უცხო ხილი იყო ბავშვებისთვის.

 

დარბაზი ჩაბნელდა და უზარმაზარი ეკრანი აინთო... ფილმს ერქვა ,,ჩერმენი“. ეს იყო ნიკოლოზ სანიშვილის ქართული ფილმი. ისტორია მთიელ გმირზე, ჩერმენზე, რომელიც უსამართლობას ებრძოდა. მაშინ ამდენი არ მესმოდა. მომნუსხა იმის ნახვამ, ახლო ხედით, ეკრანზე ჩერმენი თუ როგორ მიაჭენებდა ცხენს ხეობებში, როგორ იბრძოდა... მოკლედ, ჰეროიკული ფილმი იყო. მახსოვს, რომ შოკი მივიღე, ნამდვილი გადატრიალება. ეს პირველი განცდა იყო, დაბრაზიდან რომ გამოვედი,ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, ეს როგორ ხდებოდა.

 

ეს იყო პირველი მარცვალი, რომელიც ჩემს ქვეცნობიერში ჩავარდა, სულ მუშაობდა და არასდროს გაჩერებულა. იქიდან მოყოლებული მე ვიცოდი, თუ რა სვლას ავირჩევდი. ეს იყო ნათელი მომენტი, რამაც ჩემში გარკვეული გარდატეხა მოახდინა პროფესიული თვალსაზრისით, - თუ რა მინდოდა მეკეთებინა ცხოვრებაში.

 

ბავშვობაში, მეორე, რომანტიკული პოეტური გარდატეხის მომენტიც მქონია. ეს სკოლის პერიოდში განცდილი პირველი სიყვარული იყო. 13 წლის ვიყავი, ზაფხულობით ჩემი კლასელის ბიძაშვილი ჩამოდიოდა ჩემთან სოფელში.  ის ერთი წლით უფროსი იყო და მაშინ მეგონა, რონ ძალიან დიდი იყო. სამწუხაროდ, ისე ჩაიარა ყველაფერმა, რომ არ დავლაპარაკებივარ, მაგრამ ამ გოგოს გამო ვჩხუბობდი, არადა საერთოდ არ ვიყავი მოჩხუბარი. ეს გოგო მთელ სოფელს უყვარდა. ჩემთან ვიღაც ბიჭები მოივიდნენ - „გავიგეთ, რომ გიყვარს და ის უნდა დაივიწყოო!“ ამის გამო არაერთი ჩხუბი მომივიდა, იმდენად ვიცავდი ჩემს გრძნობასა და ღირსებას.

 

მიზანდასახულობა - წარმატების გარანტი

 

არ ვამბობ, რომ ეს ჩემი განსათურებული თვისებაა, მაგრამ მთავარი - მიზანდასახულობაა. თუ მე შინაგანად მივიღე გადაწყვეტილება, რომ რაიმე უნდა შესრულდეს, არ არსებობს  წინაღობა, რომელიც ამ ამოცანის შესრულებას ხელს შეუშლის. ახალგაზრდებსაც ყოვეთლვის ვეუბნები, რომ ეს უმთავრესია - უნდა იცოდე, რა გინდა და ის აკეთო. თუმცა, მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი. უბრალოდ, უნდა გჯეროდეს.

 

მეორე ადგილზე შრომისმოყვარეობაა. ბრძოლა, წინააღმდეგობის გადალახვა, მოთმინება, არდაღლა. მე არასდროს ვთვლი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნარებით  ვარ აღჭურვილი, ან ბუნებამ მომცა ის, რაც სხვებს არ აქვთ. ვფიქრობ, რომ როცა მჯერა რასაც ვაკეთებ, სწორედ ეს მაღწევინებს წარმატებას. თუმცა, ამას კარგად ვაკეთებ თუ ცუდად, ეს სხვა საკითხია.

 

 

 

 

 

ძველი ნამუშევრების ხელახალი აღქმა

 

ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის ასეთია: არასდროს ვუბრუნდები იმას, რაც უკვე  გვაიარე. ეს არა მარტო პროფესიაში, ცხოვრებაშიც ასეა. რასაც ვაკეთებ, იმას აღარ ვუყურებ, აღარ ვუბრუნდები. შეიძლება პრაგმატული თავლსაზრისით რაღაცები განვიხილო და ვთქვა, რომ  შესაძლოა რაღაც უკეთესად გამეკეთებინა. მე ვერ შევაფასებ ჩემს განვლილ ნამუშვრებს, რადგან ისინი ჩემთან აღარ არიან. ერთხელ ვნახულობ და ცხოვრებში აღარ ვუბრუნდები. მითუმეტეს, როცა ნამუშევარი არ მეძახის, არ მინდა, რომ ვნახო. 

 

ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე მგონია, რომ სწორედ ახლა შემიძლია ბევრი ვაკეთო. ახლა ჩემთვის ის ეტაპია, როცა მინდა, რომ ვაკეთო და მე  მზად ვარ ბრძოლისთვის.

 

შიში - ადამიანის ყველაზე ძლიერი ემოცია

 

ვფიქრობ, ემოციებიდან ყველაზე ძლიერი შიშია. მის წინაშე რაღაც მომეტში ყველა უძლურია, ყველა თავს ხრის. ხშირად ამბობენ, რომ ყველაზე ძლიერი გრძნობა სიყვარულია. ჩემი აზრით,  ეს ასე არაა. ვფიქრობ, შიში ყველას გვაინტერსებს, იმიტომ, რომ ის შეუცნობელია. თუ დავფიქრდებით, ყველაზე მეტი ინტერესი აქვს ისეთ კინოებს, სადაც შიშია. ის ისეთი რაღაცაა, რაც გვაფიქრებს, გვაწვალებს, შევყვავართ ბურუსით მოცულ არანათელ სამყაროში. მე მთელი ბავშვობა ვეძებდი შიშს, მინდოდა განმეცადა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. ბავშვობაში ვამბოდით ხოლმე რაღაცაზე, რომ ძალიან საშიშია. მაშინაც სულ ვცდილობდით, ძალიან საშიში რაღაც მოგევფიქრებინა, წავსულიყავით სადმე. დავიწყე ძებნა, მაგრამ ვერ შევხვდი. ეს არის ის ქვეცნობიერი, რომელიც უნდა იპოვო.

 

ადამიანის ცხოვრების მთავარი ფუნქცია

 

გააჩნია რა კუთხით შევხედავთ ადამიანს. ადამიანის არსებობას თუ განვიხილავთ, მაინც ვფიქრობ, მთავარია გააგრძგელოს სიცოცხლე და შექმნას თავის მსგავსი, რაც გარკვეული ჯაჭვის ნაწილი გახდება და ეს რგოლი არ უნდა გაწყდეს. მაგრამ, ეს ყოვეთლვის არაპოეტური ხედვაა ჩევნი არსებობის, თუმცა  - რეალისტური. ჩვენ ათას რაღაცას ვიგონებთ, რათა გავამართლოთ საკუთარი ფუნქცია. მთელი კაცობრიობის ისტორია ახლის გამოგონებაა. ჩვენ ვართ ემოციური, მოაზროვნე არსებები და სწორედ ამით განვსხვავდებით სხვა არსებებისგან. ყველა ადამიანს თავისი ამოცანა აქვს, თუმცა თითოეული ჩვენგანი თავადვე  ქმნის ამოცანას, რათა საკუთარი არსებობა გაამართლოს. ჩვენ ვიგონებთ ამ ამოცანებს...

 

„ის ალბათ გენიოსია, ვინც ხვდება, როდის უნდა გაჩერდეს“

 

სპორტში ამბობენ, უნდა წახვიდე, როცა წარმატების პიკში ხარო. თუ ასე მოხდა - გამარჯვებული რჩები. რეჟისორების დიდ უმრაველობას ეს მომენტი ეპარებათ. აუცილებლად დგება ადამიანის რესურის ამ მიმართულებით ამოწურვის ეტაპი. ძალიან ბევრი მაინც დგამს ფატალურ ნაბიჯს პროფესიაში, რასაც საკმაოდ არასასურველი შედეგები მოყვება, ამ დროს წინა ნამუშევრები უფერულდება ჩავარდნით.

 

ამას ვერ გათვლი, წინასწარ იქნება თუ არა ჩავარდნა შემდეგი ფილმის. რეჟისორს ყოვეთლვის სჯერა, რომ შემდეგი უკეთესი იქნება. უცებ ხდება ისე, რომ აკეთებ მნიშვნელოვან რაღაცას და ეს პროექტი არაა გამროჩეული.

ის ალბათ გენიოსია, ვინც ხვდება, როდის უნდა გაჩერდეს.

 

განათლების დეფიციტი - ქართული კინემატოგრაფიის პრობლემა

 

მე ყოველთვის ვასახელებ პროფესიული განათლების დეფიციტს. წინა თაობის დროს ყველა ღებულობდა კარგ აკადემიურ განათლებას. მაგალითად, ჩემი თაობა იყო ბოლო, ვინც ეს კლასიკური, პროფესიული განათლება მიიღო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში. ჩვენს  შემდეგ რაღაცები აირია, ისიც მესმის, რომ რთული პერიოდი იყო, 90-იანების მეორე ნახევარი. თუმცა, დღეს უარესი სიტუაცია გვაქვს ახალგზარდა თაობის პროფესიული ცოდნის გადაცემის საქმეში. ჩვენ არ გვაქვს რაღაც სისტემა, არ არსებობს არანაირი პროგრამა, თუ როგორ უნდა შეასწვლო რეჟისურა. ეს არა მხოლოდ ხელობის შესწავლაა, ეს არის აზროვნების სტილი, ფორმა, ამას ემატება ისიც,  რომ უნდა გქონდეს თანდაყოლილი ტალანტი.

 

დღეს ქართული კინო რაღაცას ცდილობს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოვიდა, თუმცა, ჩვენ მაინც ვერ ვცდებით იმ ჩაკეტილ ფენას, რასაც საფესტივსალო მაყურებელი ჰქვია.  ვართ წარმატებეულები, ჩვენი ხედვა ყოველთვის განსახვევბული იყო ევროპისთვის. კინემატოგრაფისთვის ინფანტილურობა, დილეტანტიზლმი, ზედაპიროულობა - ეს ის მომენტებია, რაც ქართულ კინოს თან ახლავს, მიზეზი კი, როგორც ვთქვი, განათლების არქონაა. ვფიქრობ, ჩვენ გვყავს  ძალიან ნიჭიერი ახალგზარდობა. ამის დეფიციტი არაა. თუმცა, ეს არასაკმრისია, კინო ხომ რთული მექანიზმია, ეს არის ნაზავი -  ნიჭის, ტექნიკის, ფინანსების. წარმოუდგენლად ბევრი სხვადასდხვა სფერო იკვეთება კინემატოგრაფიაში. გარდა იმისა, რომ ნიჭიერი ხარ. ეს არაა საკმარისი.

 

 

საოცნებო არტისტი

 

არის რამდენიმე არტისტი, რომელთან მუშოაბაზეც დიდი ხანია ვოცნებობ. მაგ: ენტონი ჰოპკინსი, ჟან რენო, მადს მიხელსენი, ნიკოლ კიდმანი.

 

პირველი ყოველთვის იყო და იქნება ჩარლი ჩაპლინი. თუმცა, ბევრი რეჟისორით  ვარ შეპყრობილი, მაგ: აკირა კუროსავა, ანდრეი ტარკოვსკი, ინგმარ ბერგმანი.

 

თავის დროზე ფელინითაც ვიყავი გატაცებული, ნაკლებად მაქვს ბოლო დროს შეხება. კინოს ბევრი ბუმბერაზი ფიგურა ჰყოლია, რომელზეც, ზოგადად, ხელოვნების ეს ჟანრი  დღეს დგას.

 

დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სესილია თაყაიშვილთან, სერგო ზაქარიაძე, ეროსი მაჯგალაძესთან.


დიდი სურვილი მაქვს ვიმუშაო ბატონ კახი კავსაძესთან, ვერა და ვერ შედგა ჩვენი თამაშრომლობა, მიუხედავად იმ უზომო ტალანტისა, რაც ბატონ კახის აქვს, ჩემს ფილმში მისი პროტოტიპი არასდროს არ გამოჩნდა.

 

გრძელი ნათელი დღეები - მოაზროვნე ხალხის მიერ შექმნლი ფილმი

 

,,გრძელ ნათელ დღეებს“ გამოვყოფდი. ვფიქრობ, აქ ყველაფერი ერთადაა თავმყორილი. ძალიან კარგი ნამუშევარია, განათლებული და მოაზრევნე ხალხის გაკეთებულია, მასში არაა ინფანტილიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეჟისორების დებიუტია, ძალიან ღირესული ნამუშევარია.


ახლა ვარ იმ ეტაპზე, როდესაც ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობ, ვეძებ სიუჟეტს, რომ შემდეგი ფილმისთვის დავიწყო წერა. ასეთი რომ მქონდეს, უკვე ვიმუშავებდი. ძიების პროცესში ვარ.

 

ცხოვრებისეული ფრაზა

 

ჩაწერის მსვლელობას  მიმტანმა გოგონამ მკითხა „რამეს ხომ არ ინებებთო?“ - რეჟისორმა სანდო ღიმილით გაიმეორა ეს ფრაზა და ცოტა გაკვირვებულს მიპასუხა:

 

,,რამეს ხო არ ინებებთ?“  - კარგი ფრაზაა, მშვენიერი... რატომაც არა, მე ყოველთვის მიხარია, როდესაც ადამიანს რაღაცაში ვჭირდები.

 

ბოლო პროექტი


ახლა ვმუშაობთ გურამ ოდიშარიას ნოველის მიხედვით, სცენარსაც ვაკეთებთ. ფილმს ,,უღელტეხილი“ ჰქვია. ეს არის ამბავი აფხაზეთის ომზე, როდესაც 10 000 -მა ლტოლვილმა ეს უღელტეხილი გადაიარა დღემდე გაუგებარი მიზეზების გამო. თუ რატომ მოხვდა ეს ხალხი იქ? ვინ შერეკა ეს ისინი სიკვდილის გზაზე? ეს ის თემაა, რომელიც, დღემდე რატომღაც პასუხგაუცემელია. ერს დღემდე არ შეგვისწავლია, თუ რატომ მოხდა ეს სამრაცხვინო ამბავი. ქართველებს გვიყვარს მთავარი  შეკითხვების, რომლებსაც პასუხს ვერ ვცემთ, - გატარება. თუ გავატერებთ, კითხვაც აღარ იარსებებს, თუ გავატარებთ პასუხი აღარ სჭირდება - ასეთი ილუზია გვაქვს.

 

რაც შეეხება ბოლო ფილმს, რომელიც ახლახანს დასრულდა, ეს არის პირველი პრეზიდენტის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე და რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ეს ფილმიც ელოდება მსოფლიო პრემიერას, ვნახოთ როდის და სად შედგება, ჯერ არ ვიცით...

 

„კეთება“, როგორც ბედნიერების ფორმულა

 

შენი საქმის კეთება ბედნიერებაა. ყველაზე დიდი ბედნიერება ესაა, სხვა დანარჩენი, - ურთიერთობები, გრძნობები, ყოველდღიური რუტინა, - ამის შამავსებელი ელემენტია. შენი საქმის კეთება ალბათ ის მთავარი მამოძრავებელია, მოტივაციაა ცხოვრებისა, რომელიც მუდმივად არსებობს. ადამიანები მიდიან, მოდიან, რაღაც მომეტში ისინი საინტერესოები არიან, მაგრამ გაქვს ისეთი საქმე, რაც სულ არსებობს.

 

/თეონა ცუცქირიძე/

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge