Powered by Jasper Roberts - Blog

14:04 17.06.2017
პეტრო პოროშენკოს საქართველოსათვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემა სურს?!

«Новое время» - (სომხეთი), 15 ივნისი, 2017 წელი

http://www.nv.am/region/58433-2017-06-15-05-42-42

 

სომხეთის გაზეთ «Новое время»-ში გამოქვეყნებული სტატია უკრაინულ და რუსულ მასმედიაში გავრცელებული მასალების მიმოხილვას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბედს ეხება. „უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს საქართველოს ექს-პრემიერთან, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზეო, - აცხადებს უკრაინის გენპროკურორის ექს-მოადგილე, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე, პარტიაახალი ძალების მოძრაობისწარმომადგენელი დავით საყვარელიძე.


ყველა არხზე იმას ლაპარაკობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი თავის ოპოზიციურ საქმიანობას არ შეაჩერებს, მას საქართველოში დააბრუნებენ“, - ამბობს ქართველი პოლიტიკოსი. მისი თქმით, თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტს არ სურდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პოლიტიკაში შეეშვა: „პეტრო პოროშენკოს არ უნდოდა ვლადიმერ პუტინის განაწყენება და თან მიხეილ სააკაშვილის პოპულარობას უფრთხოდა“.


დავით საყვარელიძემ ისიც გაიხსენა, რომ როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გამოჩნდა, „იგი წინააღმდეგი არ იყო ანტიკორუფციულ ბიუროსათვის ეხელმძღვანელაო, მაგრამ რადგანაც მისმა განზრახვამ პოლიტიკურ ელიტაში ალიაქოთი გამოიწვია, პეტრო პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა“.


როგორც მკითხველისათვისაა ცნობილი, ოდესაში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა თავის მიზნად უკრაინის ხელმძვანელობის შეცვლა დაისახა და განაცხადა, რომ მასთან დაპირისპირება პეტრო პოროშენკოს ძვირად დაუჯდებოდა. მას შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა თავისიყოფილი მეგობარიმრავალჯერ დაადანაშაულა სიცრუესა და კორუფციაში.


 

მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია აგრეთვე ცნობილი ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნის დოკუმენტურ ფილმშიინტერვიუ პუტინთან“. რუსეთის პრეზიდენტი ეხება 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან მომხდარ კონფლიქტს და ამბობს: „არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ [მიხეილ სააკაშვილი ვინმემ წააქეზა და მისი პროვოცირება მოახდინა, მაგრამ მაინც მგონია, რომ იგი ასეთ პროვოკაციაზე თავისი ნებით არ წავიდოდა. ყოველ შემთხვევაში, მისი შეჩერებაც არავის უცდია - ძალიან გამიკვირდა, რომ დასავლურმა მასმედიამ საქართველოზე თავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა. თვალებს და ყურებს არ დავუჯერე-თანაც ეს სიცრუე საზღვარგარეთ მილიონობით ადამიანმა დაიჯერა“.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge