Powered by Jasper Roberts - Blog

13:49 12.09.2017
თეა წულუკიანმა შვილთან ერთად ერთ-ერთ კლინიკას ახალშობილთა საიდენტიფიკაციო სამაჯურები გადასცა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს შვილთან - მერი კაკულიასთან ერთად თბილისში „გაგუას კლინიკას“ ეწვია და ჩვილებს ახალშობილის სამაჯურები გადასცა.

 

იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" მხარს უჭერს პარტნიორ სახელმწიფო დაწესებულებებს, საიდანაც ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ იღებს ცნობებს და სამშობიაროებს უფასოდ გადასცემს ახალშობილთა საიდენტიფიკაციო სამაჯურებს.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალშობილთა სამაჯურებით სამედიცინო დაწესებულებების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამარაგებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge