Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

23:31 15.05.2018
„ყველაფერზე ნუ ღადაობთ ხალხო, შეიძლება ისე წავიდეს საქმე, რომ ჩემს ჭირისუფალს ჩემი დაკრძალვა დამჯდარ მდგომარეობაში მოუწიოს“

ხალხის პარტიის ყოფილი ლიდერი კობა დავითაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებას, მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ:

 

„ყველაფერზე ნუ ღადაობთ ხალხო, მე მჭირს მაგალითად ისეთი დაავადება (ბეხტერევის), რომ ხერხემალი გამიქვავდა უკვე და ჯერი სახსრებზეა. შეიძლება ისე წავიდეს საქმე, რომ ჩემს ჭირისუფალს ჩემი დაკრძალვა დამჯდარ მდგომარეობაში მოუწიოს. ძვლებში დამტვრევას და ამ ნამტვრევების გროვის დამარხვას, არც მე ვისურვებდი. არიან უპატრონო მოხუცები, ვინც დამჯდარ მდგომარეობაში გარდაიცვალნენ და გვიან იპოვნეს, გვამური გაშეშება კი უკვე დასრულებული იყო. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა თითქმის ყველა საკრებულოს მიერ ეგ წესი დადგენილი“, წერს კობა დავითაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge