Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:43 16.05.2018
"ბებიაშენი დაახატე პრეზერვატივზე და გამოიყენებს დანარჩენი საქართველო"– ირმა ინაშვილი

“ეს აქცია იყო დაფინანსებული წინა მთავრობის პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც შემდეგ იმედგაცრუებულნი იყვნენ, რომ არ მოხდა აქციაზე შეტაკება და არ გადაიზარდა ეს მოვლენები სამოქალაქო ომში. კონტრ-აქციაზე მყოფებისთვის კი მიუღებელია პრეზერვატივებზე წმინდა მეფეების გამოსახვა, რაზეც ახლა ამბობენ – „მერე რა მოხდა“, ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ბებიათქვენი გამოსახეთ პრეზერვატივზე, გამოიყენებს დანარჩენი საქართველო!”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველი“-ს გადაცემაში „რეაქცია“ 12-13 მასის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

„კონტრაქცია შეიკრიბა სპონტანურად. შეიკრიბა იმის გამო, რომ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვა დაიწყეს, დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ – „აბა ვნახოთ, 17 მაისს ვინ ვერ ჩაივლის“. პირდაპირ იყო გამოწვევა აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რომლებიც სინამდვილეში უმცირესობის უმცირესობა ჯგუფებია. გამოდის ისე, რომ უმცირესობის უმცირესობა ყოველთვის ჩაგრავს უმრავლესობას. როცა ეს უმცირესობის უმცირესობა ჯგუფები ჩვენგან ითხოვენ პატივისცემას და არა ძალადობრივ დამოკიდებულებას, კი ბატონო, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ჩვენც ვითხოვთ პატივისცემას. დამთავრდეს ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე ეროვნულობაზე, პატრიოტიზმზე, სამშობლოზე, ჩვენ გმირებზე, მემორიალებზე საუბარი თურმე არის ფაშიზმი, სიბნელე და ა.შ.


თქვენ ხომ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ამ ტიპის მოწოდებების მხარდამჭერი არ ვარ, რაც კონტრაქციაზე ისმოდა, მაგრამ არც იმ მოწოდების მხარდამჭერი ვარ, რომ უმცირესობის უმრავლესობამ დიქტატურა დაამყაროს. უმრავლესობა უკვე შეურაცხყოფილია მუდმივი საუბრით ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, ლგბტ თემის წარმომადგენლების მუდმივ აქციებზე. მე ლგბტ თემის არსებობას არ ვებრძვი, იყვნენ, იარსებონ, ეს მათი საქმეა. მე ვარ პროპაგანდის წინააღმდეგი. პროპაგანდას ვეძახი იმას, რომ ხდება ზეწოლა ჩვენზე, რომ “თუ არ ხარ ჩვენთან, ბნელი ხარ“.


ჯერ ერთი, უნდა ითქვას პირდაპირ, რომ კონტრაქციაში მონაწილეობდა არაერთი არა აგრესიული ჩვენი მოქალაქე, თბილისელიც, რაიონიდან ჩამოსული ადამიანები, ბევრი ვნახე უნივერსიტეტის თაობა, ჩემი და თქვენი თაობა, რომლებიც წლებია არ მინახავს, მაგრამ ვნახე გაბრაზებული, შეურაცხყოფილი ხალხი.


როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში მოიხადა,დაძაბულობა რომ პიკში შევიდა, ჩვენი დეპუტაცია: ქ-ნი ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, მე – ავედით, ვინაიდან არ მომხდარიყო დაპირისპირება, აი, ამ მიზნით ავედით რუსთაველის გამზირზე და პირდაპირ დავდექით ამ წყლის ჭავლის მანქანებთან და შევხვდით ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალური ინფორმაცია და გარანტია მიგვეღო, რომ არ მოხდებოდა არც დარბევა და არც შეტაკება, იმიტომ რომ ეს დარბევები და შეტაკებები ჩვენ ნანახი გვაქვს. და დღეს ის ხალხი ლაპარაკობს დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, ვინც 26 მაისს ხმას არ იღებდა, 7 ნოემბერს ხმას არ იღებდა და პირიქით ამბობდა, რომ ეს 26 მაისის დარბევა და თუნდაც ნიკა კვინტრაძის მკვლელობა, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული, ძალის გადამეტება არ ყოფილა!


მოდით რა, ჩავიდეთ პარიზში და იცეკვეთ ჟანა დარკის ძეგლზე, თუ არ ჩამოგიღებთ იქიდან პოლიცია… არსებობს ფასეულობები, რაც ჩვენთვის ძვირფასია და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ თავისუფლებისკენ სწრაფვაზე, ღირებულებების დაცვაზე, საქართველოში ქართველ ხალხს, უმრავლესობას აქვს ღირებულება, რომ არ შეიძლება ეროვნული გმირების შეურაცხყოფა და დაკნინება…”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge