Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

00:36 12.09.2018
„ცუდი ხალხის გვერდში დგახარ! მაგ ხალხის გამო არ მოვა შენთან არავინ.... უფალმა განსაჯოს, ვინაა დამნაშავე შენ ტრაგედიაში, უფალს მიანდე და არა იმ ქათმებს, გვერდს რომ გიმშვენებენ“

აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს და წერს:

 

„არასდროს მიმიმართავს შვილმკვდარი მამისთვის! ძნელია, მაგრამ ახლა გეუბნები... როგორც ქართველ მთის კაცს! ცუდი ხალხის გვერდში დგახარ! მაგ ხალხის გამო არ მოვა შენ გვერდში არავინ.... გინდ გაიგე და გინდ არა.... უფალმა განსაჯოს, ვინაა დამნაშავე შენ ტრაგედიაში, უფალს მიანდე და არა იმ ქათმებს, გვერდს რომ გიმშვენებენ...... სარალიძე გამარგინალდა და შეეშვი კაცურად რაა.... ვის გვერდში დგახარ, თუ ვერ ხედავ, სხვებს დაუჯერე............ არ მოვა ხალხი, არაა.... არ დაგიდგება გვერდში, არა.... ვიცი, რომ გიყვარს საქართველო და რომ მენანები .... შენი შვილი იმ ხალხს ადარდებს, რომლებმაც პანკისის სპეცოპერაცია მოაწყვეს და დაღუპულებს ჩუმად გასაფლავებინებდნენ და დაგავიწყდა? შეგახსენებ, რომ იმ ხალხის გვერდში ხარ დღეს. მკვლელების გვერდში დგახარ და ნუ გამარგინალდები... თითოეული ქისტი მენანება და შენც მენანები დასაკარგად (სიტყვა „დასაკარგში“ სულიერად დაკარგვას ვგულისხმობ) 
შენი ძმადნაფიცი ჯოჯო ( მიხეილ ცილიკიშვილი ) დილიდან გეხვეწება, შეეშვა იმ ხალხს, ვის გვერდშიც ვერც ერთი ნამდვილი კაცი ვერ დადგება! ვიღაცას დაუჯერე! კიდევ არის დრო... ეს მაინც შენი სამშობლოა! ეს ხალხი მაინც შენი ძმებია!“, წერს დავით ახრახაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge