Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:00 13.09.2018
ბავშვთა პანსიონატიდან ლგბტ პროპაგანდის გამო სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები გააძევეს

12 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს ქალაქ ნინოწმიდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში მოსული იყვნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები. მათ მოითხოვეს ბავშვებთან გასაუბრება. რადგან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საჯაროდ ითხოვს ჰომოსექსუალიზმის და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში და ეწევა ასეთი გახრწნილების და მომაკვდინებელი ცოდვების პროპაგანდას, ამიტომ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ ამ აპარატის თანამშრომლებს გამოუცხადა უნდობლობა და მოსთხოვა, რომ ამ გასაუბრებას დასწრებოდნენ ბავშვთა სახლში მომსახურე სამღვდელოება და ბავშვთა სახლის ზედამხედველი. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს. მაშინ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ მათ მოსთხოვა ბავშვთა სახლის ტერიტორიის დატოვება. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა დატოვეს ბავშვთა სახლის ტერიტორია.

 

 

mystar.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge