Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:15 14.09.2018
„თურქულ თეთრარმატურებიან პამიდორს ქართული ხარისგულა რომ შეცვლის ჩვენ ბაზრებში, მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე - თავმოყვარეობაც კაი საქონელია!!!

„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება კანაფის კულტივაციის თემას და წერს:

 

„კანაფის და საერთოდ ყველა მცენარის მოვლას და მოსავალის მოწევას ბევრი შრომა სჭირდება.. ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, უშველებელი მანქანებით ჩამოდის მთელი ზამთარი ბროკოლით დაწყებული, ფორთოხლით დამთავრებული ხილის და ბოსტნეულის უმრავლესობა უცხო ქვეყნიდან რატომ გგონიათ, რომ იგივე ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება და ამით საკუთარ ოჯახებს არგებენ და ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებენ?! ტყუილად ენის ფხანა მგონია ეს ყველაფერი და საერთოდ სამარცხვინოა ამაზე ლაპარაკიც კი.. დროა მიტოვებულ ეზოებს მივხედოთ, ძველი ტრადიციული ჯიშები შევინარჩუნოთ, ვთესოთ, დავრგათ, დავამყნათ, შვილები გვერდით დავიყენოთ და შრომას მივაჩვიოთ, მაშინ ნაკლები დრო გვექნება მსგავსი გასართობებისთვის და გვეცოდინება მაინც რითი ვიკვებებით.. ჯერ გორში იმდენი ვაშლი გავაშენოთ ზამთარში ირანული გოროხებივით ხილი არ დაგვჭირდეს, ფორთოხალი საბერძნეთიდან კი არა, ქობულეთიდან უნდა მოდიოდეს, სტაფილო მარნეულიდან და არა სომხეთიდან, ბროწეული მცხეთური ჯობია აზერბაიჯანულს, თურქულ თეთრარმატურებიან პამიდორს - ქართული ხარისგულა რომ შეცვლის ჩვენ ბაზრებში, მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე.. თავმოყვარეობაც კაი საქონელია!!!“, წერს ზურაბ შევარდნაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge