Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:32 18.05.2019
„რა მისია გქონდა 92-ში რუსეთსა და აფხაზეთს შორის შორეული ჰოლანდიიდან? - სადაც ფეხი დაადგით, ყველა ტერიტორია რუსეთის ხელში აღმოჩნდა - დადგა სამეგრელოს დრო?“

აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში 30 წლის წინანდელ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც თავის მხრივ ფეისბუკმომხმარებელ ფირუზი კინწურაშვილისგან აქვს წამოღებული. ეს უკანასკნელი ქუთაისში ცხოვრობს და თავს სანდრა რულოვსის მამობილად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური რეჟიმის დროს მას ბევრი პრობლემის დაძლევა მოუხდა. ფოტო 1992 წელს რუსეთიდან აფხაზეთში მიმავალ მატარებელშია გადაღებული:

 

„არ მინდოდა ამ ძველ თემებს მივუბრუნდე, მაგრამ სანდრას ბოლო დღეების ქმედებამ ამ თემაზე ჩაფიქრება მაიძულა! უკვე ვხედავ, რომ რუსის ჩექმაზე საშიში შიგა მოღალატის ფეხია. მართლაც, სადაც შენი და შენი ქმრის ფეხი დაიდგა, ის ტერიტორიები რამდენიმე თვეში სწორედ რუსეთმა წაიღო! ეს შენ ხარ აფხაზეთის დაკარგვამდე რამდენიმე თვით ადრე დაზვერვაზე ან რაიმე მისიით აფხაზეთში (რუსეთიდან შემოსული), იქ ყირიმიც დაიკარგა შენი ქმრის ნაბოტასევზე! ორივე რუსეთის ჯაშუშები ხართ, თქვე წყეულებო.... რა მისია გქონდა 92-ში რუსეთსა და აფხაზეთს შორის შორეული ჰოლანდიიდან??? სადაც ფეხი დაადგით, ხომ ყველა ტერიტორია რუსეთის ხელში აღმოჩნდა..... უბრალო დამთხვევაა???? პ.ს. დადგა სამეგრელოს დრო?“, წერს დავით ახრახაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge