Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:15 21.05.2019
„დიდი განხეთქილება სექტაში - გვარამიამ ერთმორწმუნეთა საზოგადოებაში შემოაგდო იდეა, რომ სააკაშვილი ბელადი არ არის, როგორც ბრმადმორწმუნე მიშისტებს ჰგონიათ, არამედ, პოლიტიკური ლიდერია“

პოლიტოლოგი თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში ირონიით გაჯერებულ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ნაცსექტაში დიდი განხეთქილებაა:

 

„დიდი განხეთქილება სექტაში - გვარამიამ ერთმორწმუნეთა საზოგადოებაში შემოაგდო იდეა, რომ სააკაშვილი ბელადი არ არის, როგორც ბრმადმორწმუნე მიშისტებს ჰგონიათ, არამედ, პოლიტიკური ლიდერია. ამით, მან, ეჭვქვეშ დააყენა სექტაში ღრმადფესვგადგმული რწმენა სააკაშვილის ორი ბუნების შესახებ - ადამიანურის და ზეადამიანურის. მსგავსი ნეოევტიქისტური მწვალებლობა უცილობლად გამოიწვევს განხეთქილებას მიშთაყვანისმცემლებში და არაა გამორიცხული, დოგმატიკოსებმა გვარამიზმი გამოაცხადონ ერესად. წევრებში უკვე გაჩნდა აზრი კრების მოწვევის აუცილებლობაზე. ამათ ქალკედონში არ შეუშვებენ და ალბათ ერევანში შეიკრიბებიან. ექსპერტების აზრით სქიზმა გარდაუვალია“, წერს თედო ისაკაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge