Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:02 26.06.2019
„პოლიციელმა რომ თვალი დაკარგა, შუშის იყო?“

ამერიკაში მცხოვრები ქართველი პოეტი ბესო ხომერიკი სოციალურ ქსელში რიტორიკულ კითხვას სვამს: „პოლიციელმა რო თვალი დაკარგა, შუშის იყო?“ 

 

ლაპარაკია გია ჯალაღონიაზე. მას 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილის ნასროლმა ქვამ თვალი დაუზიანა. იგი აფხაზეთიდან ლტოლვილია. დღეს მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში ემოციური ამბავი ამცნო საზოგადოებას:

 

“ახლა ერთი ძალიან მაგარი ამბავი მინდა გაცნობოთ. ბ-ნი მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებით, გია საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ნახევარი საათია, რაც გავაცილეთ მე და პატარა ლილუმ მამიკო. მადლობა ბ-ნ მინისტრს გულისხმიერებისთვის და ასეთი საჩუქრისთვის. კითხვაზე, გადადგეს თუ არა მინისტრი გახარია? მსურს მოგახსენოთ, რომ კითხვაც კი დანაშაულია. ბ-ნი გიორგი ყველაზე კვალიფიციური კადრია. ის ერთ-ერთი ძლიერი საყრდენი ძალაა სახელმწიფოსი. ამიტომაც ებრძვიან მავანნი. ბ-ნო გიორგი, მოგმართავთ, როგორც ერთი დაზარალებული სამართალდამცავის მეუღლე, არ გაბედოთ გადადგომა! სწორედ რომ თქვენ უნდა გამოიძიოთ საქმის ყველა დეტალი და თითოეული დამნაშავე უნდა იქნეს დაკავებული, ვინც არ უნდა იყოს ეს! მე და ჩემს ოჯახს გვსურს მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში,” – წერს პოლიციელის მეუღლე.

 

გია ჯალაღონია სახელმწიფო ხარჯებით დღეს გერმანიაში გადააფრინეს საოპერაციოდ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge