Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:05 14.07.2019
„გიგილო უგულავას ევსაქები აპანღურებენოო“

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა აცხადებს, რომ ევროპული საქართველოს წევრს გიგი უგულავას პარტიას დაატოვებინებენ: „გიგილო უგულავას ევსაქები აპანღურებენოო, მოვიდა წყარო ანკარა. გადავა ჩუკენობაზე ისევ“, წერს ჯღარკავა. ეს ინფორმაცია ძალიან ბუნებრივი ჩანს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტებს, რომ ბოლო დროს უგულავა ხშირად უპირისპირდება საკუთარი პარტიის პოზიციებს. ეს დაპირისპირება განსაკუთრებულად გამოიკვეთა 20 ივნისის ამბების მერე. 20 ივნისს ევსაქებმა ძალადობაზე უარი განაცხადეს და ნაცმოძრაობის მოწოდებებს გაემიჯნენ. ერთადერთი განსხვავებული პოზიცია მაშინ უგულავამ დააფიქსირა. მან სრულად დაუჭირა მხარი პარლამენტზე შტურმს.  

გიგი უგულავა დღესაც გაემიჯნა საკუთარი პარტიის განცხადებას, რომ ნიკა მელიას მოწოდებები 20 ივნისს პროვოკაციული იყო:

 

„9 აპრილის დარბევამდე ყველაზე დიდი ოვაცია ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრების მოწოდებას მოყვა. "აბა რა, ეგრე რა, მაგის გარეშე როგორ შეიძლება"- ისმის ხმები ფოფხაძის პარალელურად. 9 აპრილის შემდეგაც პირველი ოფიციალური ხაზი იყო ეროვნული მოძრაობისთვის, მათი ლიდერებისთვის, გადაბრალება. ამ მიმართულებით დისკუსიების გადატანა. აქედან დაწყებული ეგ ნაცადი ხერხი გახდა. პროტესტის მოტივისგან დამოუკიდებლად, მუდმივად იყო რუსთაველის პერიპეტიების ოპოზიციაზე გადაბრალების მცდელობები (ზოგჯერ ლეგიტიმური საფუძვლებითაც), მაგრამ არასდროს არაფერი გამოვიდა. რუსთაველზე დარბევაზე და მის მიზეზებზე საზოგადოებას ყოველთვის ერთი დამნაშავე ყავდა და ეს ხელისუფლება იყო. ახლაც ასე იქნება. პოლიტიკოსები ყველაფერზე ვკამათობთ, თუმცა სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა“, - წერს უგულავა დღევანდელ კომენტარში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge