Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:21 15.07.2019
„4 მილიონი ქართველი 300 000 აფხაზში გავცვალეთ - თუ რუსეთს უნდა პოლიტიკური ურთიერთობა დაალაგოს საქართველოსთან, დევნილები უნდა დააბრუნოს სახლებში“
რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი ნიკულინმა РОССИЯ1-ის ტელეეთერში განაცხადა, რომ რუსეთმა 4 მილიონი ქართველი 300 ათას აფხაზში გაცვალა.

ნიკულინის თქმით, ქართველებში მეგობრობა და სიყვარული დაკარგეს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსული ეთნიკური რუსი ტურისტების მიმართ ქართველებს აგრესია არ აქვთ. პოლიტოლოგი რუსეთის ხელისუფლებას ურჩევს, საქართველოსთან ურთიერთობის მოსაგვარებლად აფხაზეთიდან დევნილებს თავიანთ სახლებში დაბრუნების საშუალება მიეცეთ. „4 მილიონი ქართველი 300 000 აფხაზში გავცვალეთ. თუ რუსეთს  უნდა პოლიტიკური ურთიერთობა დაალაგოს საქართველოსთან, დევნილები უნდა დააბრუნოს თავიანთ სახლებში, აფხაზეთში. თუ რუსეთს უნდა პოლიტიკური ურთიერთობა დალაგდეს საქართველოსთან, უნდა დაუბრუნოს წართმეული ტერიტორიები და დევნილებს მისცეს საშუალება დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.  ჩვენ, რუსებმა, დავკარგეთ ქართველების მეგობრობა და სიყვარული. მინდა აღვნიშნო, რომ ვერსად ვერ ნახავთ და წაიკითხავთ რუსი ტურისტების მიმართ აგრესიაზე, რადგან საქართველო იყო, არის და იქნება სტუმართმოყვარე ქვეყანა“, – აცხადებს ნიკულინი.

 

 

წყარო: primetime.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge