Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:59 11.11.2019
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზის ხევში.

 

დღესვე, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და  ჯავახეთის ქუჩაზე.

 

სამუშაოებსთბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!" - ნათქვამია განცხადებაში. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge