დღის პოსტი
“შავი ტრანზიტის“ პერსპექტივები - სამხრეთ კავკასიის კორიდორი და საქართველო
ვახტანგ მაისაია ◯ April 06,2017

 

დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში და რუსეთში „ისლამური სახალიფოს“ გააქტიურების ფონზე და ანტი-დაიშისტური კოალიციების წარმატებულმა ფართომასშტაბიანმა ოპერაციებმა, რომლის მეშვეობითაც, „“დაიშმა“ დაკარგა სირიასა და ერაყში კონტროლირებადი ტერიტორიების დაახლოებით 40%, გამორიცხული არ არის მისი ხელმძღვანელობის მხრიდან ახალი ვილაიეთების დაარსების შესაძლებლობა (თუ უკვე არა არის ჩამოყალიბებული ასეთი ქსელები, თუნდაც „მიძინებული“ სახით) სამრრეთ კავკასიის რეგიონში, რომელსაც როგორც ჩანს ექნება ძალიან სპეციფიკური მნიშვნელობა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ასეთი ვილაიეთი შეიძლება იყოს დამოუკიდებლად მოქმედი სტრუქტურა და მას ჰქონდეს განსაკუთრებული დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური არეალის ფუნქციის მატარებელი. იმ ფონზე, რომ ისლამი საქართველოში სიდიდით და მნიშვნელობით მეორე რელიგიაა. ისლამის მიმდევრად თავს დაახლოებით 430–460 ათასი მოქალაქე მიიჩნევს. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონებში მუსლიმანები მოსახლეობის შედარებით ან აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ. ისლამი საქართველოში მრავალეროვნულია. მას დიდი უმრავლესობით ადგილობრივი აზერბაიჯანელები აღმსარებლობენ: მათ შორის არიან როგორც შიიტები (80%) ასევე სუნიტებიც (20%), ნაკლებად მრავალრიცხოვანები — ჩეჩენი-ქისტები, მესხი-თურქები, და სხვა. აღნიშნული ფაქტი ნათლად მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, “ისლამურ სახალიფოს“ შეიძლება გააჩნდეს სერიოზული გეგმები და მიზნები. სავარაუდოდ „ისლამურმა სახალიფოს“ ეს მოდელი შეიძლება განვითარდეს ე.წ. „ცენტრალურზაიური მოდელის“ საფუძველზე - როგროც ცნობილია, დღეისთვის, „თალიბებსა“ და „ხალიფატისტებს“ შორის მიდის გააფთრებული ბრძოლა იარაღის კონტრაბანდისა და საფინანსო წყაროების გავლენის მოსაპოვებლად, მაგალითად ასე ხდება ნანგაჰარის პროვინციაში. „ხალიფატისტები“ მასშტაბურად იყენებენ ე.წ. „კორუფციული მოქრთამვის“ სქემებს „თალიბების“ გადმოსაბირებლად და ასევე ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების და ეროვნული არმიის წარმომადგენლების გადმობირების  მიზნით (მაგალითად, ასეთი გზით მათ მოახერხეს 2015 წელს 100 კაციანი გარნიზონის გადმობირება თავის მხარეზე ერთ-ერთ პროვინციაში - ანალოგიური მეთოდი „სახალიფოს ვილიაეთურმა“ დაჯგუფებამ შეიძლება გამოიყენოს სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც, რომ არაფერი ვთქვათ ჩრდილო კავკასიის რეგიონზე არსებულ დაჯგუფებებზე). ამას გარდა, ორივე დაჯგუფება ახორციელებს უკოპრომისო ბრძოლას ნარკოტიკების წარმოება-ტრანზიტის განხორციელების საქმეში - მაგალითად, როგორც ეს ხორციელდება ფარაჰის პროვინციაში. განსაკუთრებით მიდის გავლენის სფეროებზე მოპოვება ევრაზიის სივრცეზე სატრანზიტო კორიდორების გაკონტროლებისთვის. საერთო ჯამში არსებობს სამი ძირითადი ნარკოსატრანზიტო სამარშრუტო კორიდორი ავღანური კოკაინის და ჰეროინის ტრანზიტისთვის (იხილეთ სქემა):


1)   „ჩრდილოეთის“ მარშრუტი: ავღანეთი-ტაჯიკეთი-უზბეკეთი-ყაზახეთი-რუსეთი-ბელარუსი-პოლონეთი ან მეორე ვარიანტი ბალტიისპირეთი - ძირითადად ჰეროინი;


2)   „დასავლეთის“ მარშრუტი: ავღანეთი-თურქმენეთი-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ალბანეთი-იტალია ან მეორე ვარიანტი კასპიის ზღვა-ჩრდილოეთ კავკასია-უკრაინა-დნესტრისპირეთი-რუმინეთი - ძირითადად ჰეროინი, თანაც სპეციალური რომელიც არის „ავღანური“ ნარკო-კარტელის გამოგონილი ნოუ-ჰაუ, რომელსაც ეწოდება ე.წ.“ალაჰის ცრემლები“ და გამოიყენება თხევად ფორმებში - 50 კგ-დან მშრალი ჰეროინიდან ყანდაჰარის ლაბორატორიებში მზადდება 1 ლიტრა თხევადი ჰეროინი და ტრანსპორტირება ხორციელდება საპონის ან ჩაის სახით (თხევად ფორმებში);


3)   „სამხრეთის“ მარშრუტი: ავღანეთი-ირანი-თურქეთი-ბულგარეთი-რუმინეთი ან თურქეთი-შავი ზღვის საზღვაო აკვატორია-უკრაინა-რუმინეთი - ძირითადად ჰეროინი. აღნიშნულ სქემით უკვე ამოქმედდა და რუმინეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა უკვე ამ ტრანზიტის მიხედვით უკვე ამოიღეს 333 კგ ჰეროინი, რომელიც თურქეთიდან უკრაინის გავლით (ქ.ოდესის გავლით) აღმოჩნდა რუმინეთში.

 

 

სამხრეთ კავკასიაში უკვე შეიქმნა ე.წ. „მიძინებული ქსელები“ და ასევე შექმნილი სპეციალური საწვრთნელი ბანაკები - აზერბაიჯანში იატაკქვეშეთში და ჩრდილო კავკასიის რეგიონში კი მოქმედი მებრძოლების მომზადების მიზნით. ამის საფუძველზე, სირიიდან და ერაყიდან ანუ „ისლამური სახალიფოს“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამოძახილი იქნენ უკვე საბრძოლო გამოცდილების მქონე მებრძოლები, რომლებიც იქნებიან ინტრუქტორები და მოქმედი საველე მეთაურები. საქართველოში დაბრუნდნენ დაახლოებით 20-მდე ასეთი მებრძოლი, რომელთა საფარია - „მშობლიურ კერებში“ დაბრუნება ე.წ. „მშვიდობიანი ცხოვრების“ გაგრძელების მიზნით. ამავე დროს მზადდება შაჰიდების ჯგუფები სერიოზული ტერაქტების მოსაწყობად. იმ ფონზე, როდესაც სიტუაცია სირიაში უკვე გადავიდა ფართომასშტაბიანი რეგიონული ომის რელსებზე - აშშ-ს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, თურქეთის მიერ სამხედრო ინტერვენციის დაწყების საბაბით, რომელიც საკმაოდ სოლიდურ წარმტებებს აღწევს, „ისლამური სახალიფო“ რათქმა ცდილობს გააქტიუროს თავის სამხედრო-ოპერატიულ საქმიანობებს რეგიონული მასშტაბებით, მათ შორის კავკასიის ფარგლებში, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაში და წინასწარ-მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ შეიძლება გადავიდეს აქტიურ ფაზაში - სავარაუდოდ ამა წლის აგვისტოს თვის მეორე ნახევარი ან სექტემბრის ბოლო პერიოდი. სავარაუდოდ „ხალიფატის“ რეგიონული ხელმძღვანელობა უკვე ჩამოყალიბდა და მიდის ფინანსური რესურსების მობილიზაცია (გამოიყენება უფრო მეტად ე.წ. „საკურიერო ტრანზიტი“, ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი იქნა გამოვლენილი სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ ქვეყანაში - ადგილობრივ აეროპორტში გამოავლინეს იორდანიის მოქალაქე, რომელსაც უკანონოდ შემოჰქონდა საქართველოში $50 ათასი და იგი მხოლოდ დააჯარიმეს $1500-ით და გაუშვეს - რათქმა სავარაუდოდ აღნიშნული პიროვნება იყო „ისლამური სახალიფოს“ საფინანსო კურიერი და ასეთები საკმაოდ მრავლად იქნება, სულ მცირე რამოდენიმე ათეული, შეიძლება უფრო მეტიც და სავარაუდოდ, ძალიან ზოგადი და უხეში გათვლებით, მას შემდეგ დაარსდა „კავკასიის ვილაიეთი“ (2015 წლის ივნისი-აგვისტო) უკვე მარტო სამხრეთ კავკასიის მეშვეობით შემოსულია რეგიონში დაახლოებით $500 ათასი-1 მილიონი. თუმცა თანხების ძირითადი მასა შემოსულია ასევე სხვა უფრო დიდ-მასშტაბიანი კომბინაციების მეშვეობით - მათზე ვისაუბრებთ ქვემოთ). ასეთი მობილიზაცია ხორციელდება არანაკლებ მასშტაბური ოპერაციების განხორციელებისთვის. მათგან შეიძლევა სავარაუდოდ გამოვყოთ შემდეგი:


Ø  ინდივიდუალური ტერაქტების  მოწყობა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების ლიდერებზე ან მაღალი დონის ფედერალური რანგის ჩინოვნიკებზე - მაგალითად, ტერაქტის მოწყობა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ლიდერის რამზან კადიროვზე თავდასხმა, მისი ლიკვიდაციის მიზნით. ანალოგიური სახის ტერაქტები გამორიცხული არ არის განხორციელდეს სამხრეთ კავკასიის მიმართულებითაც;


Ø  ფართომასშტაბიანი სამხედრო დივერსიების მოწყობა ეთნო-რელიგიური და კონფენსიურ ნიადაგზე, როგორც ეს წარმოადგენს „ისლამური სახალიფოს“ ხელწერას - მაგალითად, ერთ-ერთი ისლამური კონფენსიური მოსახლეობის დასახლებულ რეგიონებში რამოდენიმე მსხვილი ტერაქტის მოწყობა პოლიტიკური პროვოკაციის მოწყობის მიზნით და მასობრივი პოლიტიკური კრიზისის გამოწვევის მიზნით რეგიონის ფარგლებში;


Ø  ინდივიდუალური ტერაქტების მოწყობა ინდუსტრიულ ქალაქებში ან მსხვილ რაიონულ ცენტრებში, ისევ და ისევ პოლიტიკური დესტაბილიზაციის პრეცენდენტების მოწყობის მიზნით ან სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის;


Ø  რეგიონის ფარგლებში სტრატეგიული ობიექტებზე დივერსიების მოწყობა და მათი ხელში ჩაგდების მცდელობა, ან თუნდაც მსხვილი სამხედრო დივერსიული აქტის მოწყობა (მაგალითად, 2002 წლის დუბროვკის „ნორდ-ოსტის“ ან 2015 წლის შარლ-ებდოს სტილში);


Ø  კიბერ-ჯიჰადისტური აქტების მოწყობა ვირტუალურ სივრცეში;


Ø  მეოთხე თაობის ჯიჰადური საომარი მოქმედებები - ანუ პარტიზანული საბრძოლო ოპერაციების ჩატარება, წმინდა სამხედრო ოპერატიულ და ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანების მისაღწევად;


Ø  იდეოლოგიურ-საინფორმაციო ომის წარმოება


Ø  ჰიბრიდული დივერსიული შეტევები, რომელოც განხორციელდა სულ რაღაც რანოდენიმე დღის წინ სანქტ-პეტერსბურგში, ასტრახანსა და მანამდე კი გროზნოს სიახლოვეს, რომელიც სავარაუდოდ განხორციელდა ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე გააქტიურებულ ე.წ. „მღვიძარე“ „ისლამური სახალიფოს“ ქსელს ანუ ვილაიეთ „კავკაზის“ მიერ და აქ მონაწილეობდნენ სპეციალურად გაწვრთნილი ასეთ დავალებებისთვის „ინისგმანების“ ჯიჰადისტი მებრძოლები.


ზემოაღნიშნული სავარაუდო, მაგრამ სავსებით რეალური საფრთხეები წარმოადგენს იმ აუცილებელ ღონისძიებათა სერიას, რომელიც „ხალიფატის“ ორივე ვილაიეთი განახორციელებს უახლოეს პერიოდში, რადგან დააფიქსიროს საკუთარი არსებობა და მეორეს ერთიც გაამართლოს ის ფინანსური „ინექციები“ რომელიც ხორციელდება რაკადან. თუმცაღა ორივე „ვილაიეთის“ ხელმძღვანელობას, გააჩნია დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების მოზიდვის საშუალებები, რომეთაგანაც გამოსაყოფია შემდეგი:


Ø  გატაცება გამოსყიდვის მიზნით


Ø  რეკეტი


Ø  ზაკიათის გადასახადი - კლასიკური ისლამური გადასახადის ფორმა, რომელიც უნდა გადაიხადოს ყველა მუსულმანმა უუნართა მიმართ და რომელიც იკრიბება მეჩეთებში ან რელიგიური ღონისძიებების პერიოდში. ისლამისტები კი იყენებენ ამ გადასახადის აკრეფას საკუთარი მიზნებისთვის, როგორც ეს ხორციელდება ბენილუქსის ქვეყნებში (პირადად ვარ შესწრებული ამ პროცესს, ბრიუსელის ანდერლეხტის ბაზარში)


Ø  მიზნობრივი დონაცია - ჯიჰადისტები კრეფენ ამ ხარკს უკვე საკუთარი მომხრეებისგან, მაგალითად ჩრდილოეთ კავკასიის რამოდენიმე რესპუბლიკებში იკრიბება ასეთი მიზნობრივი გადასახადი, რომელიც გროვდება სამივე სალაფიტური ჯამაათის წევრებისგან და მას ეწოდება „სახალიფო“ გადასახადი


Ø  იარაღის და ნარკოტიკების უკანონო ტრანზიტი - ამაზე დეტალურად უკვე ვისაუბრეთ ზემოთ


Ø  ჰავალას სისტემა - ამ თემაზე სასურველია ცალკე საუბარი და დეტალური ახსნა


Ø  „კავკასიური ურთიერთდახმარების ფონდი“ - ჯამაათების მიერ ურთიერდახმარება და მხარდაჭერა


Ø  კრიმინალური ქმედებანი და ყაჩაყობანი - ხალიფატის დაღესტნის დაჯგუფება ასეთ ქმედებებს ახორციელებს სანიმუშოდ და მას ასევე გააგრძლებენ სხვა დაჯგუფებების


Ø  უცხოელ მებძოლთა დაქირავება - ამ მიზნით თანხების მობილიზება საკუთარი და უცხოური წყაროებიდან, ცალკე მუხლებით

 

 

დასკვნა:

ზემოაღნიშნული ფაქტები წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ „ისლამური სახალიფოს“ გააქტიურება შეიძლება დაიწყოს უახლოეს პერიოდში და რომ წინამოსამზადებელი პერიოდი უკვე დასასრულს მიაუხლოვდა - შეიქმნა ორი „ვილაიაეთი“ საკუთარი სტრუქტურებით და ე.წ. „მიძინებული ქსელებით“ და თანდათანობით იწყება მათი გამოღვიძება (ამას თუნდაც მოწმობს სანქტ-პეტერბურგის ტერაქტიც). დაიწყო ფინანსური რესურსების მობილიზაცია და მათი ორგანიზებული მოზიდვა საზღვარგარეთიდან და დაიწყოს ჰიჯრის საპირისპირო პროცესი. თანდათანობით ძალას იკრებს იდეოლოგიური და საინფორმაციო-პროპაგანდისტური მუშაობა და უკვე გაჩნდა პირველი მუქარები რეგიონის საზოგადოების მისამართით.  ასე რომ „ისლამური სახალიფო“, რომელიც არის აგრესიული არასახელმწიფოებრივი აქტორი და საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ნორმების მიხედვით უკანონო ტერორისტული გაერთიანება, უკვე წარმოადგენს კონკრეტული ტიპის საფრთხეს და ის ამოქმედდება უახლოეს პერიოდში.   

 

 

 

 

ტეგები: მსოფლიო