დღის პოსტი
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
ვახტანგ მაისაია ◯ April 11,2017

საქართველოს მთავრობის მიერ რუსული ენერგეტიკული კორპორაციის „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ გამოიწვია დიდი პოლიტიკური ბუმი ქვეყანაში.

 

იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ კომერციულ შეთანხმებას დაედო გრიფი „საიდუმლო“, ფაქტიურად „გაიშიფრა“ კონტრაქტის ძირითადი მომენტები. სახელდობრ, საქართველოს გავლით განხორციელებული გაზის ტარნზიტის პირობები, რომელიც ხორციელდება მხოლოდ სომხეთის მიმართულებით შეიცვალა შემდეგნაირად - ქართული მხარე დასთანხმა „გაზპრომ-ექსპორტის“ წარმომადგენლებს უარი თქვას ნატურით მიიღოს სატრანზიტო გადასახადის სახით კუთვნილი 10% (დაახლოებით 20 მილიონი კუბური მეტრი) და 2019 წლისთვის გადავიდეს ე.წ. „მონეტიზაციის“ პრონციპზე ანუ აიხოს სატრანზიტო გადასახადი ფულადი ანაზღაურებით (სავარაუდოდ კონტრაქტის ხელმოწერისას უკვე ფიქსირებული გაზის საერთაშორისო ფასის მიხედვით და სავარაუდოდ ეს ნაწილი გახდა კომერციული საიდუმლოების ერთ-ერთი პირობა).

 

ამავე დროს კონტრაქტი არის ხანმოკლე, მხოლოდ ორწლიანი, რაც ასევე დიდ დაინტერესებას უნდა იწვევდეს საზოგადოებისთვის და მისი მთავარი კომპონენტი ის არის, რომ 2017 წელს დაახლოებით 2.1 მლრდ. კუბური მეტრის გაზის ტრანზიტის, რომელიც სომხეთს უნდა მიეწოდოს და რომელიც 2019 წლისთვის უნდა გაიზარდოს 0.3 მლრდ. კუბიკური მეტრი გაზით, ქართული მხარე ნატურით მიიღებს, მხოლოდ წელს 1 მლრდ. კუბური მეტრის გაზის შესაბამის სატრანზიტო მოცულობას, ხოლო დანარჩენი 1.1 მლრდ. კუბური მეტრის სატრანზიტო გაზი კი ანაზღაურდება ფულადი სახით. რაც შეეხება 2018 წელს - აქ მთლიანად მოხდება ანაზღაურება ფულადი სატრანზიტო გადასახადის სახით და უკვე 2019 წლისთვის ხელმოსაწერი იქნება ახალი კონტრაქტი, თუ მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გადახედონ მის შინაარს ამ პერიოდისთვის. ამავე კონტრაქტის ფარგლებში, „გაზპრომი“ მიაწდვის ე.წ. „შეღავათიან“ ფასში $185 დამატებით გაზის მარაგს სოციალური მოხმარებისთვის (თუმცაღა აღნიშნული ფასი რამდენად შეღავათიანი ეს ცალკე საუბრის თემაა, რადგან საქართველო აზერბაიჯანს 1000 კუბურ მეტრ გაზში უხდის $170) წინა შეთანხმება, რომელიც გაფორმდა 2002 წელს და გაგრძელდა 15 წლის განმავლობაში, სწორედ ითვალისწინებდა 10%-იანი ნატურის სატრანზიტო გადასახადს და იმ დროისთვის საქართველო აკმაყოფილებდა თავის მოთხოვნილებების დაახლოებით 70%-ს (იმ დროს გაზის მოხმარევის მოცულობები შეადგენდა დაახლოებით 1.5 მლრდ. კუბურ მეტრ გაზს, ხოლო უკვე 2015 წლისთვის ამ მაჩვენებელმა შეადგინა 1.5-ჯერ მეტი ციფრი). სხვათაშორისო არაპირდაპირი „მონეტარიზაციის“ საკითხი ასევე წამოიჭრა დღის წესრიგში 2005 წელს, როდესაც „გაზპრომმა“ მოსთხოვა მაშინდელ საქართველოს ხელისუფლებას სატრანზიტო კომინიკაციური ხაზების და მათი მომსახურების სტრატეგიული ობიექტების შესყიდვა და ამის საფასურად შესთავაზა საკმაოდ მაღალი თანხა და გაზის იმპორტის გაზრდა ხელსაყრელ ფასებში, მაშინ აშშ-ს იმჟამინდელი ადმინისტრაციის ზეწოლით საქართველოს მხარემ უარი თქვა ამ წინადადებაზე, რასაც 2006 წელს მოყვა საქართველო-რუსეთის „გაზის ომის“ დაწყება და კონტრაქტის დარღვევა 1 წლით და „ძვირი“ ირანული გაზის შესყიდვა (1000 კუბურ მეტრ გაზზე დაახლოებით $230 გადახდა). აღნიშნული სქემა მოგვიანებით „გაზპრომმა“ გადაათამაშა სომხეთში.

 

როგორც ცნობილია ენერგოუსაფრთხოების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი პრინციპს წარმოადგენს ენერგორესურსების დივერსიფიკაცია და ენერგეტიკული ბაზრის მობილურობა. ამ ეტაპზე, საქართველოს დამოკიდებულება გაზის ენერგომოხმარებაზე ძალიან მაღალია - 2013 წლის მონაცემებით საქართველოს ენერგომოხმარების კალათაში 41% შეადგენა გაზის ენერგორესურსი (2010 წელს ეს მაჩვენებლი იყო მხოლოდ 29%). ამას გარდა, ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დოკუმენტში „საქართველო ენერგეტიკული სტრატეგია 2015-2030 წლებში“, გამოწვევების და რისკების თავში, პირდაპირ არის აღნიშნული რომ საქართველო მთლიანად არის მიჯაჭვული აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ენერგორესურსებზე, განსაკუთრებით კი გაზის იმპროტზე და რომ აზერბაიჯანული ენერგოკორპორაცია „სოკარი“ არის ქართული ენერგეტიკული ბაზრის მონოპოლისტი (50%-ზე მეტი სეგმენტით). სხვათაშრორის ამის შესახებ სპეციალური განცხდაბე გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გაზის მოხმარების 90%, ანუ 2.5 მლრდ. კუბური მეტრი მოდის სწორედ აზერბაიჯანულ მხარეზე. ამიტომაც არ არის გასაკვირი, თუ რატომ გააქტიურდა ქართული მხარის „ენერგეტიკული დიპლომატიის“ პროცესი რუსული „გაზპრომის“ მიმართულებით და შედეგემაც არ დააყოვნა - რუსულმა მხარემ წაუყენა თავისი პირობები ქართულ მხარეს, რაზედაც მიიღო კიდევაც თანხმობა. აქ შეიძლება ბევრი კითხვა დაისვას რა მოტივებით გამოდიოდა ორივე მხარე და რატომ შედგა ასეთი ტიპის კონტრაქტი, თანაც ასე ხანმოკლე ვადით, რაც განსაკუთრებით ინტერესს უნდა იწვევდეს წესით და რიგით. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტად საინტრესოა რუსული მხარის და სახელმწიფოებრივი მონოპოლისტის (დღეს „გაზპრომის“ აქციათა მაკონტროლებელი პაკეტი - აქციათა 92% არის რუსეთის ფედერაციის მთავრობის ხელში, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და მხოლოდ 8%-ია კერძო პირების ხელში). ამასთან დაკავშირებით შეიძლება გამოითქვას რამოდენიმე მოსაზრება:

 

 

1) 2015 წლიდან უკვე რეალურად დაიწყო ამოქმედება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებმა და ამ პროცესს როგორც ცნობილია მიუერთდა სომხეთიც. ამავე დროს უკვე 2017 წლიდან უნდა დაიწყოს ამ კავშირის წევრი-ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ტემპებმა ზრდა და თავის მაჩვენებლებზე გავიდეს. ამავე დროს, ამ კავშირის ეგდით უნდა ამოქმედდეს პრეფერნციული სატარიფო პოლიტიკა წვერებს შორის ეკონომიკური პროცესების სტიმულირების მეშვეობით. ამიტომაც სომხეთს, როგორც კავშირის წევრ-ქვეყანას ესაჭიროებოდა ენერგომოხმარების ხარისხობრივი გაზრდა და რადგანაც სოხმეთი ენერგომოხმარების კალათაში, მათ შორის საწარმოო მოთხოვნის კონტექსტში, გაზის იმპრტს უკავია საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელი, დაახლოებით 60%, ამიტომაც 2017 წელს უნდა გაიზარდოს ქვეყნის მიერ გაზის მოხმარების მოცულობაც, რაც დაადასტურა კიდევაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ამ წელს გამართულ ერთ-ერთ სამთავრობო სხდომაზე. „მონეტარიზაციის“ პირობებში კი სომხეთს კიდევ უფრო გაეზრდება გაზის მიწოდება, თანაც უშუალოდ რუსეთიდან გაზის მიწოდების მაჩვენებლების გაზრდის გარეშე. რუსულ მხარეს ერჩივნა გადაეხადა ფულადი ანაზღაურებით სატარიფო გადასახადი, ვიდრე გაეზარდა სომხეთისთვის გაზის მიწოდების მოცულობა. ამიტომაც ფაქტიურად ამ კონტრაქტით მოგებაში რჩება სომხური მხარე, ანუ რუსული გაზის საბოლოო მომხარებელი. სომხეთისთვის პრობლემური იქნებოდა ირანიდან დამატებითი გაზის იმპორტის განხორციელება, სატრანზიტო გაზის მილის მცირე გაბარიტების გამო (700 მილიმეტრიანი დიამეტრის მილსადენი, როდესაც უფრო დიდი გაბარიტების მიღებას ესაჭიროება სულ მცირე 1200 მილიმეტრი მაინც) და ასევე იმის გამოც, რომ ირანული გაზის იმპორტის დაახლოებით 80% ირანს უბრუნდება სომხეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის სახით (ირანული გაზი ძალიან ძვირიც ჯდება 1000 კუბურ მეტრ გაზში სომხურმა მხარემ 2015 წელს გადაიხადა დაახლოებით $190). აქვე არ არის გამორიცხული, რომ რუსულ მხარეს შეეძლო მოეხდიან ერთგვარი პოლიტიკური შანტაჟი ქართული მხარისთვის, სომხეთთან ურთიერთობების სავარაუდოდ გაუარესების კუთხით;

 

2) რუსულ მხარეს ასევე შეიძლებოდა ჰქონოდა დამატებითი გეოპოლიტიკური „კარტა“ ქართული მხარის წინააღმდეგ, რომ „გაზპრომი“ განახორციელებს აზერბაიჯანლი გაზის შესყიდვას, სულ მცირე სანამ ამოქმედდება „შაჰ-დენიზ-2“ პროექტი და ქართული მხარე დარჩებოდა ალტერნატივის გარეშე. სხვათაშორის ჯერ კიდევ 2016 წელს „გაზპრომის“ ხელმძღვანელობამ გააკეთა ოფიციალური განაცხადი, რომ ის მზად იყო შეესყიდა აზერბაიჯანული გაზის მთლიანი საექსპროტო მოცულობა 16 მლრდ. კუბომეტრი გაზი, რომელიც განხორციელდება კასპიისპირას გამავალი 200 კმ-იანი გაზსადენით: ბაქო-ნოვო-ფილია. „გაზპრომს“ ასეთი ტიპის ქმედება გაკეთებული აქვს თურქმენთის მიმართულებითაც, რითაც რუსულმა მხარემ ფაქტიურად ჩაძირა ევროკავშირის მიერ სპონსირებული ე.წ. „ნაბუკოს“ პროექტი და ანალოგიური ნაბიჯები მას უკვე გადადგმული აქვს აზერბაიჯანშიც. ჯერ კიდევ 2012 წელს რუსლმა „გაზპრომმა“ შეისყიდა 2 მლრდ. კუბური გაზი აზერბაიჯანიდან, ხოლო 2013 წელს კი 1.4 მლრდ. კუბური მეტრი გაზი. ფასი საკმაოდ მაღალია რუსული მხარისთვის დაახლოებოთ $250 1000 კუბურ მეტრ გაზზე, რაც როგორც ჩანს რუსულ მხარეს ნამდვილად უღის. ასე რომ ამგვარი გეოპოლიტიკური შანტაჟით შეიძლებოდა თავისუფლად ქართული მხარი დაყოლიება ასეთ ვარიანტზე. სხვათაშორისო ასეთი სახის კონტრაქტის გაფორმებაზე „გაზპრომი“ და აზერბაიჯანის სანავთობო სახელმწიფო კომპანია შეთანხმდნენ ჯერი კიდევ 2009 წელს, ზუსტად საქართველო-რუსეთის ომის ერთი წლის თავზე;

 

3) ამგვარი შეთანხმების ერთგვარ ფანტასტიკურ ვარიანტის ალტერნატივად შეიძლება განიხილებოდეს რუსული მხარის სავარაუდო წინადადება ქართული მხარისთვის შავი ზღვის ფსკერზე და მის საშელფო ზონაში, მათ შორის დე-ფაქტო აფხაზეთის აკვატორიაში, ერთობლივი გეოლოგიურ-საძიებოს სამუშაოების განხორციელება და საკუთარი გაზის მარაგების მოძიება. შემთხვევით არ არის ის გარემეობაც, რომ 2015 წელს დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე გააქტიურდა რუსული სხვა უმძლავრესი ენერგერტიკული გიგანტი „როსნეფტი“, რომელიც უკვე ახორციელებს საშელფო ზონაში შესაბამისი სახის გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებს. ამავე კონტექსტში 2017 წლიდან ანალოგიური სახის გააქტიურებას ვვარაუდობს „გაზპრომიც“ - არქტიკისა და შავი ზღვის საშელფო ზონის მიდამოებში. ანალოგიური კონტრაქტი ძლაინ წააგავს 2011 წელს წინა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რუსულ სახელმწიფო კორპორაცია „Интер РАО ЕЭС“, რომელსაც ასევე დაედო გრიფი „საიდუმლო“ და რომლის შეთანხმების დეტალებიც ასევე უცნობია, თუმცა მაშინ ქართული მხარე დათანხმდა გადაეცა რუსული მხარისთვის ამ ობიექტზე მართვისა და განკარგვის უფლება. თუმცაღა ანალოგიური სახის პირობები ამ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს მართებული.

 

4) რუსული „გაზპრომი“ შეიძლება წასულიყო ასევე წმინდა წყლის გეოპოლიტიკურ შანტაჟზე და ირანელებთანაც დაებლოკა სათანადო კონტრაქტაი გაფორმება, იმ ფაქტის გათვლალისწინებითაც, რომ მოსკოვი და თეირანი ამჟამად არისნ გეოსტრატეგიული პარტნიორები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონებში, რაც კიდევ დადასტურდა ახალი რეგიონული უსაფრთხოების ფორმატის დაარსებითაც, 2016 წლის აგვისტოში: რუსეთი-აზერბაიჯანი-ირანი და 2016 წლის დეკემბერში კი გეოპოლიტიკური ალიანსის გაფორმებით: თურქეთი-ირანი-რუსეთი.


 

ასეთი ძალიან მოკლედ სავარაუდო რუსული გეოპოლუტიკური კარტები საქართველოს წინააღმდეგ ენერგოუსაფრთხოების ფრონტის მიმართულებით.  

ტეგები: ეკონომიკა