დღის პოსტი
ვინ მოკლა RBK
ემზარ ჯგერენაია ◯ May 03,2017

 

მედია ჩვენი ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია. ყველა ჩვენგანს  საყვარელი მედია გვაქვს. გვიყვარს ის, ვეფერებით,  ვხარობთ მისით, გვივსებს სულს და გონებას, გვასაზრდოებს და გვილამაზებს ცხოვრებას.

 

 

ის დიდი მეგობარია, ხან - ცელქი საყვარელი, ხანაც დამრიგებელი და მოძღვარი. ის ისეთი გვიყვარს, როგორიც არის  და მას ვერ ვიტანთ სახეცვლილსა და რეფორმირებულს. ყოველ დილით ალიონს მისი ხათრით და მწუხრსაც გადამეტებული ოპტიმიზმით ვხდებით.

 

ერთხელაც, თვალი  გავახილე მობეზრებული ზამთრის სიცივის და უჟმური დილის გასალევად და რაღაცამ გამაოგნა, უკიდეგანო სიცარიელემ დაისადგურა.

 

გავოგნდი, ვერ ვხდებოდი, ვინ წაშალა ცაზე ცისფერი, ვინ დააჭაობა მზე, ვინ დაამოკლა და გაანაცრისფრა დღე.

 

ერთი გამორჩეული გადაცემა მიყვარდა სხვა რამოდენიმესთან ერთად - „ერ-ბე-კა“, რუსულენოვანი ბიზნეს-საინფორმაციო ტელეარხი, რომელიც თითქმის ჩემს კუმირებს „ბლუმბერგს“ და „სი-ენ-ბის-ის“ გავდა. დახუნძლული ანალიტიკით, ექსპერტთა ანალიზით, ყოველწუთიერი სიახლეებით და მართალი და დაბალანსებული ინფორმაციით. ხასხასა ფერებით ავსებდა ჩემს ცხოვრებას. ის საკაშვილმა აკრძალა-რუსულენოვანიაო, მაგრამ ვერაფერი დააკლო - „თეფშებით“ ვიღებდი. და აი, ერთ დღეს გავიღვიძე და რას ვხედავ, ვიღაცამ „ერ-ბე-კა“ მოკლა, როგორც ჩაიკოვსკის გედი, ჩაიკეცა და გაქრა.

 

არა, ფიზიკურად ვითომ ცოცხალია და მაუწყებლობს, მაგრამ გულ-ღვიძლი ამოუღეს, სული გაუძარცვეს, სახე მოუშალეს - ეს „ერ-ბე-კა“ არაა!

არავითარი ინფორმაცია, არავითარი ექსპერტები და სიმართლე, არავითარი ანალიზი. მხოლოდ პუტინზე  და საბიანინზე ლაპარაკობენ, არყის გამოხდაზე და ცოტა ტრამპზე და სირიაზე, სულ 2 წუთია საინფორმაციო.

 

მოკლეს „ერ-ბე-კა“ და დაცარიელდა სახლი, ქვეყანა. გადავრთე „ბლუმბერგზე“ - ჩქეფს! ეს დუმს!

 

საშინელება ყოფილა მედიის სიკვდილი, უფრო საშინელი, ვიდრე წარმოგვიდგენია და ქვეყანამ მოიწყინა, თითქოს თვლემს ბიზნეს სამყარო  და მარადიულ გოდებაში გადავვარდით. გაქრნენ სათაყვანებელი ექსპერტები. ისინი  ალამაზებდნენ და აცოცხლებენ ჩვენს სამყაროს, ხელოვნურები და უნიჭოები კი არა, ახალგაზრდები და სრულიად გამოუცდელები და სხვის დაკრულზე მოცეკვავეები, არამედ, გამოცდილები და პირდაპირები.  ხალხო, მზეთა- მზეებო, ნუ   გეშინიათ მათი! თქვენ ისინი გჭირდებათ, ისევე, როგორც ანალიტიკური მედია ორგანიზაციები, ჯანსაღი კრიტიკა ყველას გვაცოცხლებს და მათ შორის პოლიტიკოსებსაც.

 

რაც გინდათ ქენით - მედია არ მოკლათ!!!!!!!!!!!! ნუ გაგვიყინავთ ტვინს, ნუ მოგვაშორებთ ინფორმაციას, ნუ დადგებით სირაქლემის პოზაში.

 

 

ვინ მოკლა „ერ-ბე-კა“? გადავეფაროთ მედიას სიცოცხლის ფასად, დავიცვათ ისინი -თუ არადა სიცოცხლეს დაეკარგება ყადრი, დუნიას ელფერი და ჩვენ ყოფას მიზანი და თავისუფლება!

ტეგები: სოციალური თემა