დღის პოსტი
ფარცხა-თოდრიზმი და შარდენზე განავლომა 22-ე საუკუნეში გამოცემულ განმარტებით ლექსიკონში
დავით ზარდიაშვილი ◯ May 26,2017

 

მომავალში (სადღაც 22- საუკუნის 50-იან წლებში), როცა მეცნიერები საქართველოს დღევანდელ სოციალური და პოლიტიკური მდგომრეობის განმარტებით ლექსიკონს შეადგენენ, ასეთი ტერმინებს ახსნაც უეჭველად იქნება:


ფარცხა-თოდრიზმი - სპეციფიური სოციალური მოვლენა, პატრონ-კლიენტელური წყობილების ლპობისას წარმოქმნილი სოციალური წყლული, ვლინდება კლიენტელათა დეგრადირებული ფსევდო-ელიტების ასოციალურ ქცევაში, ტიპიური ფსიქოპათიის ფორმითა და ტიპიურ ლოკაციებში (მაგ. მაშინდელი შარდენის ქუჩაზე).


შარდენზე ანავლობა - კლიენტელათა დეგრადირებული ფსევდო-ელიტების სოცილური სტატუსის ატრიბუტი და მათი ქცევის რიტუალური ფორმა, როდესაც ერთ მცირე ლოკაციაზე (განსაკუთებულად. მაშინდელი შარდენის ქუჩა) ხდება გასართობ დაწესებულებათა ჭარბი კონცენტრაცია, ფსევდო-ელიტების მიერ დროსტარების სპეციფიურ ფორმათა რიტუალური ურთიერთ-დემონსტრირების მიზნით; ღამის საათებში შარდენზე გავლა დეგრადირებულ ფსევდო-ელიტათა სტატუსური რიტუალის სახეს იღებს, რის შედეგადაც ყალიბდება "შარდენზე განავალთა" კასტა; ხოლო განავალთა ზე-მაღალი კონცენტრაცია, როგორც წესი - სრულდება ფარცხა-თოდრიზმის ექსცესით. მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ ფარცხა-თოდრიზმსა და შარდენზე განავლობის კონცენტრაციას შორის პირდაპირ-პროპორციული დამოკიდებულება არსებობს. გრძელდება კვლევები პროპორციულობის კოეფიციენტის გამოსათვლელად. 

ტეგები: პოლიტიკური თემა