დღის პოსტი
„ისლამური ხალიფატის“ საინფორმაციო-პროპაგანდისტული/კიბერ-ვირტუალური ომის სპეცეფიკა - „რბილი ძალის“ კონცეფტი
ვახტანგ მაისაია ◯ June 07,2017

„ისლამური სახალიფო-დაეში“, ასევე როგორც „ალ-კაიდა“ წარმოადგენს ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ერთიანი ისლამური სახალიფოს შექმნის იდეებით არიან შთაგონებულნი. თუმცა რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან ერთად მას-მედიისა და გლობალური საინფორმაციო ქსელების გამოყენებით, ისლამური ექსტრიმისტული და რადიკალური იდეები და ამ იდეების განხორციელება უშუალო საბრძოლო მოედნის ფარგლები დიდი ხანია დატოვა. ამის მიღწევა შესაძლო გახდა ტერორისტების მიერ ინტერნეტ რესურსების ფართო გამოყენებით და მათი იდეებით ინტერნეტისთვის შესაბამისი სწრაფი გავრცელებით. 

 

„ისლამური ხალიფატის“ და საინფორმაციო პროპაგანდა

აფრიკის კონტინენტზე მოქმედი „ალ-შააბაბისა“ და ახლო-აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში მოქმედი „ალ-კაიდას“ მაგალითებზე, „ისლამური სახალიფო-დაეში“ აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას არა მხოლოდ საკუთარი იდეებისა და იდეოლოგიის გავრცელებისა და საერთაშორისო რეკრუტიზაციისთვის, არამედ საკუთარი მხარდამჭერების პროცესში ეფექტური ინტეგრაციისთვისაც მთელი მსოფლიოს მასთაბით. ამგვარი მეთოდები საკმაოდ კარგად მუშაობენ, რადგან ჩვენ ვხედავთ იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც დასავლური ქვეყნებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვიან. დღევანდელი მდგომარეობით „ისლამურ სახელმწიფოში“ დაახლოვებით 12-150000-მდე უცხოური ბოევიკი მოქმედებს, ხოლო ამ რიცხვიდან 100-ზე მეტი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და ეს რიცხვი დღეთი დღე იზრდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ტერორისტების მიერ ინფორმაციის გავცელება, რომელიც უმეტეს წილად დასავლეთზე არის ორიენტირებული, საკმაოდ წარმატებულ დონეს მიაღწია. 

 

 

როგორც წესი, ურთიერთქმედება სათავეს თანამოაზროვნეების ყურადღების მიღებიდან იღებს და ამის მიღწევა პროპაგანდისა და შესაძლო დეზინფორმაციის გავრცელებით, მესამე პირებისა და ორგანიზაციის მიმართ სიმპატიების გამომხატველი საზოგადოების მიერ ხორციელდება. მსოფლიოს გლობალური ქსელი ისლამისტებისა და მათი მხარდამჭერების გამოყენებაში უკვე დიდი ხანია არის. ინტერნეტში არსებობს ასობით სხვადასხვა ისლამისტური და ჯიჰადისტური ვებ-გვერდი, რომლებიც ძირითადად ახალ ამბებზე, რიტორიკაზე, თეოლოგიასა და სამხედრო საქმეებზე არიან ორიენტირებულნი. მეტად „ოფიციალური“ ბევრი საიტები აქვეყნებენ ექსტრიმისტების ვერსიებსა და შეხედულებებს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ და ასევე ფუნდამენტალურ რელიგიურ ლიდერებთა კომენტარებსა და მიმართვებს. საიტების უმეტესობა არაბულ ენაზე არის წარმოდგენილი, თუმცა არსებობს ვებ-გვერდები ინგლისურ და სხვა უხოურ ენაზეც. აღსანიშნავია ის, რომ არაბულ-ენოვანი საიტები იშვიათად სთავაზობენ ინგლისურ თარგმანს, ხოლო თუ თარგმანი შემოთავაზებულია, ის ინგლისურ ენაზე უმეტეს წილად სხვა შინაარსობრივ სტატიებს შეიცავს, რომლებიც უფრო ზოგადი და ფილოსოფიური იდეებით არიან აღსავსე. 

 

 

ყველაზე გავრცელებული და აქტიურად გამოყენებადი საიტებია:

http://www.kataebalaqsa.org - პალესტინური „წამებულების“ ბრიგადის ვებ-გვერდი

http://www.alneda.com„ალ-ქაიდას“ ძირითადი ვერ-გვერდი, რომელიც ამერიკული ჰაკერების მიერ იყო გატეხილი.

http://www.palestine-info.com„ჰამასის“ მულტი-ენოვანი ვებ-გვერდი

http://www.jihadunspun.com - ჯიჰადისტური წრეების ვებ-გვერდი


სოციალური ქსელები

ბოლო 20 წლის განმავლობაში, „ალ-კაიდა“ ასევე როგორც სხვა ჯიჰადისტური ტერორისტული ორგანიზაცები აქტიურად ინვესტირებდა ჯიჰადის კიბერ-შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივებში. აბუ უბაიდა ალ-ქურაში, რომელიც უსამა ბენ ლადენის მარჯვენა იყო 2002 წელს აშშ-ს ღიად გამოუცხადა, რომ ინტერნეტ-ჯიჰადი იმ დღიდან აშშ-სა და მთელი მსოფლიოს მომავალი „საშინელება“ გახდებოდა. ყატარის ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, ღიად თუ ფარულად დაიწყო ინფორმაციის მიღება ინტერნეტ-ჯიჰადისტების ახალი თაობისაგან (სწორედ ამ საბაბით ყატარს სპარსეთის ყურის ქვეყნებმა- საუდის არაბეთის თაოსნობით ბრალი წაუყენეს ყატარის ხელმძღვანელობას რადიკალური ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელებასა და ასეთი სახის ორგანიზაციების მხარდაჭერაში). ამ პროცესის პირველ ეტაპებზე ინტერნეტ-ჯიჰადის სფერო იფარგლებოდა მხოლოდ რამოდენიმე ვებ-გვერდით, ფორუმებისა და სადისკუსიო ჯგუფებით, ხოლო დღევანდელი დღისთვის, კიბერ-ტერორისტები სოციალური მედიის აქტიურ მომხმარებლებს წარმოადგნენ. 

 

2010 წლიდან სხვადასხვა ტერორისტულმა დაჯგუფებამ საკუთარი „აკაუნტები“ Twitter-ში შექმნეს. მაშინ ეს იყო კომუნიკაციის გაუმჯობესების მეორეხარისხოვანი მეთოდი და ამას ტერორისტები ძირითადად პროპაგანდისა, ექსტრიმისტული ფორუმებისა და სხვადასხვა გადმოსაწერ მასალას შეიცავდა, უმეტეს წილად, ბროშურების, გაზეთებისა და ვიდეო-რგოლებს. „ისლამური სახალიფო“ (დაეში) კი Twitter-ის მიერ ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთ უმთავრესს საშუალებას ასახელებს, რომელიც ბევრად უფრო სწრაფ და ეფექტურ ხერხს წარმოადგენს. გარდა ამისა, Twitter-ში, სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, საკუთარი ვინაობის დამალვა ბევრად უფრო ადვილია, ასევე თუკი „აკაუნტი“-ს მფლობელის ვინაობა და გამოქვეყნებული „კონტენტი“ ადმინისტრაციის მიერ დახურული იქნა, ახალი გვერდის შექმნა გაცილებით უფრო ადვილი და სწრაფი არის. ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი მას-მედიის ალ-ჰაიატისთვის რამოდენიმე ოფიციალური Twitter-აკაუნტი, რომელიც სტატიებს და ორგანიზაციის მოქმედებების შესახებ ინფორმაციას  განსაკუთრებული შემოწმებების შემდეგ ინგლისურ და არაბულ ენებზე აქვეყნებს.

 

 

გარდა ამისა, „ისლამური სახელმწიფო“ აქტიურად იყენებს ისეთ ინტერნეტ-რესურს, როგორიც არის “Youtube“-ი. ამ სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე “Twitter”-სა და „Facebook”-ს კი. ამ საიტის მეშვეობით, სადაც ტერორისტებს ასევე საკუთარი „აკაუნტები“ და ე.წ. არხები აქვთ შექმნილი, ისინი აქტიურად აქვეყნებენ საკუთარ ვიდეო-მასალებს, რომელიც გადაღებული არის, როგორც ჩვეულებრივი სატელეფონა კამერებზე, ასევე პროფესიონალური ვიდეო-კამერების მეშვეობით. უკანასკნელი გადაღებული არის წისაწარ შექმნილი სცენარით და სპეციალური ეფექტების ფართო გამოყენებით და ასეთი ვიდეოს მაგალითი არის ამერიკული ჟურნალისტის, ჯეიმს ფოლის საჯარო თავის მოკვეთა. ამ ვიდეო-რგოლის დასაწყისში ჩასმული არის ბარაქ ობამას მიერ საჯაროდ გამოცხადებული „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის აუცილებლობა და გამოთქმული არის ამერიკის სტრატეგია დაჯგუფებასთან ბრძოლის შესახებ. შემგომ კადრებში ჯეიმს ფოლი ჩნდება, სადაც ის, რა თქმა უნდა ტერორისტების იძულებით, საკუთარ მკვლელობაში ამერიკულ ხელისუფლებას, კერძოდ კი, ბარაქ ობამას ადანაშაულებს. ვიდეო მთავრდება ჯეიმს ფოლის სიკვდილით. ამგვარი ვიდეოები “Youtube”-ში ძალიან პოპულარული არის, და მათი დათვალიერების რაოდენობა ოთი ათასობით არის. 

 

 

აღსანიშნავი არის ის, რომ კიბერ-ჯიჰადის წარმომადგენლბები ინტერნეტ რესურსებს არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების, პროპაგანდისა და რეკრუტიზაციის პროცესების გაუმჯობესების მიზნებით იყენებენ. ისინი აქტიურად იქირავებენ აქტივისტებს, რომლებიც ინტერნეტისა და კომპიუტერის კარგი ცოდნით გამოირჩევიან და რომლესაც ტერორისტები აქტიურად იყენებენ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებისა, ბანკების, მტრული სამხედრო, განსაკუთრებით საჰაერო ძალების ვებ-გვერდების და ინტერნეტ-არხების გატეხვის მიზნით. 

 

სხვა რესურსები

2014 წლის 2 ოქტომბერს, ჯიჰადისტური მედია პლატფორმის „user”-მა გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმაზე, რომ „ისლამური სახელმწიფო“ იწყებს ტრეინინგების კურსს სამხედრო ელექტრონიკასთან დაკავშირებით. ამ კურსის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო აბუ ომარ ალ-შიშანი(თარხან ბათირაშვილი, ა.ც. „ჩეჩენი“). ალ-შიშანიმ გამოთქვა იმედი, რომ მისი გამოცდილება ამ სფეროში დაეხმარება მას ამ კურსს პროდუქტიულს შექმნის კიბერ-ჯიჰადისტებისთვის „ალაჰისა და მოჰამედის მტრებთან“ ბრძოლაში. მან ასევე თქვა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ნებისმიერ წევრს, რომელმაც რამოდენიმე ინგლისური ტერმინი იცის, შეუძლია ამ სფეროში მიაღწიოს წარმატებას. 

 

„ისლამური სახელმწიფოს“ კიბერ-სპეციალისტებმა შეეცადეს საკუთარი სოციალური ქსელის „ჰელაფაბუკის“ შექმნა. დაჯგუფების მხარდამჭერებმა ვებ-საიტის დაწინაურება, როგორც ჯიჰადისტური დაჯგუფების უდისესი პლატფორმა. საიტი გამოიყურება ისევე, როგორც ყველასთვის ცნობილი „Facebook”-ი, მაგრამ ჯერ-ჯერობით დაუსრულებელია და რეგისტრაცია საიტზე შეიძლებელი არის. როგორც ამბობენ დაჯგუფების წარმომადგენლები, საიტის შექმნა განპირობებულია იმ ფაქტიტ, რომ “Facebook”-ისა “Twitter”-ის ადმინისტრაციამ ტერორისტების „აკაუნტების“ აქტიური დაბლოკვა დაიწყეს.

 

 

პროპაგანდის ერთ-ერთი ტექნოლოგია ასევე არის სმატფონებისთვის სხვადასხვა აპლოკაციების შექმნა, რომელიც, განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა დაიმსახურა. ამგვარ აპლიკაციას წარმოადგენს „ფაჯრ ალ-ბაშერ“(კარგი ამბების აღორძინება), საერთაშორისო კიბერ-სპეციალისტების შეფასებით, აპლიკაცია გარკვეულ წილად ვირუსული ტიპის პროგრამას წარმოადგენს, რადგან გადმოწერისა და ტელეფონზე დადგმის შემდეგ ითხოვს მფლობელის პერსონალური ინფორმაციის შევსებას და მფლობელის სმარტფონზე ტვირთავს დაჯგუფების შესახებ ახალ ამბებს და სირიისა და ერაყში საომარი მოქმედებების ვიდეო-მასალას და ინფორმაციას. აპლიკაციას უკვე ჰყავს 1000-ზე მეტი მომხმარებელი და მისი გადმოწერა “Android”-ის „Google Play store”-ის მეშვეობით შეიძლება. 

 

 

ამ ბოლო დროს, შეიმჩნევა ჯიჰადისტური ქსელის „დაეშის“ და „ალ-კაიდას“ ხელმძღვანელობით გააქტიურება სოციალური მედიის სისტემებში, არა მხოლოდ საინფორმაციო და პროპაგანდისტური მიზნებისთვის, არამედ უკვე ახალი თაობის ჯიჰადისტების მოძიებისთვის და მათი გააქტიურებისთვის სავარაუდო გარე-ფრონტების მიმართულებით ე.წ. „მეორე“ და „მესამე“ თაობის ჯიჰადისტური ქსელების შესაქმნელად, რომლებმაც უნდა იმოქმედდონ „მტრის ზურგში“ ანუ თავისივე ეროვნული სახელმწიფოებში. დღევანდელ დღეს კიბერსირცევში მოქმედებს 10 ათასზე მეტი ვებ-საიტი, რომლის მეშვეობითაც ვრცელდება ჯიჰადისტური იდეოლოგია და ტერორიზმის პრაქტიკა. აღნიშნული ეხება ისეთ გავლენიან და პოპულარულ მესენჯერულ სისტემებს, როგორებიცაა WhatsApp, Viber, Skype, Messenger, Telegram და ა.შ. ამ ქსელებში ვრცელდება ისეთი სახის ინფორმაციები, როგორებიცაა ბომბების დამზადების ტექნოლოგია, კონტრ-სადაზვრევო ღონისძიებების აღწერა, მათ შორისი ვირტუალურ სივრცეებში. თუმცაღა მთავარი აქცენტი სოციალურ ქსელებში კეთდება ახალი „ინსიგმანების“ ანუ შაჰიდი-ჯაშუშების გადმობირების და მათთან ინდივიდუალურ საუბრების, კერძო ჩეთების, განხორციელებას. სწორედ ინტერნეტ-სივრცეში დღეს მოქმედებს 10 ათასზე მეტი ასეთი ექსტრემისტული პლატფორმები, რომელთაგან მხოლოდ 2-3 ათასი არის არაბულ ენაზე. სწორედ WhatsApp-სისტემის მეშვეობით ჯიჰადისტებმა შესძლე გადმოებირებინათ რუსი სტუდენტი-გოგო ბარბარე კარაულოვა, მართლმადიდებელი, რომელიც იქამდე მიიყვანეს რომ იგი გაეგმზავრა სირიაში. ანალოგიური ვირტუალური „დამუშავების“ მსხვერპლნი იყვნენ მანჩესტერის და ლონდონის საშინელი ტერაქტების ჩამდენნი. 

 

„დაეშის“ საინფორმაციო პროპაგანდისტური სტრატეგია და საქართველო

 

აქვე გამოსაყოფია ანალოგიური პოლიტიკური მიდგომის განხორციელება უკვე საქართველოს მიმართ და „ისლამური სახელმწიფოს“ დაინტერესება ამ მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობა. საქართველოს 70-მდე მოქალაქე მონაწილეობს ჯიჰადში. სირიაში მოკლული 10 ჯიჰადისტი იდენტიფიცირებულია, როგორც საქართველოს მოქალაქე. ჯიჰადისტთა შორის გამორჩეულად „ცნობადი“ სახელებია: აბუ ომარ აშ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი - „სახალიფოს“ ერთ-ერთი სამხედრო ლიდერი და უკანასკნელი ცნობით- მთავარი შტაბის უფროსი), მუსლიმ აშ-შიშანი (მუსლიმ მარგოშვილი - ფორმირება“ჯუნდ აშ-შამის“ ლიდერი), ახმედ ჩატაევი (ახმედ-შიშანი), თამაზ (ახმედ) ჭიღალაიძ, და ა .შ.

 

 

(სურათზე - fb-ის  ქართულენოვანი გვერდის “მე მიყვარს ისლამი“ ე.წ თავფურცელი მარცხენა კუთხეში ჯიჰადის დროშით და წარწერით - „ჯუნდ აშ-შამ“. ორგანიზაცია აერთიანებს ჩეჩენ და დაღესტნელ ჯიჰადისტებს.)(ქვემოთ - ჯიჰადისტური მოწოდება ასევე ქართულენოვან გვერდზე „საქართველოს ისლამური გამოღვიძების მოძრაობა“) 

 

 

ასეთი სპეციფიკური ემბლემა, რომლის ეპიცენტრშიც არის ე.წ. „თაკფირიტსული“ მოწოდება, ანუ ჯიჰადისტური საომარი ნიშანი, ცერა თითის მაღლა აწევა, რაც ნიშანია იმისა, რომ ჯიჰადისტი მხოლოდ და მხოლოდ ალაჰს ეკუთვნის და მას ემორჩილება. ჯიჰადისტები ჯიჰადს მიიჩნევენ თვით ისლამის გავრცელების საუკეთესო საშუალებად. საყურადღებოა, რომ „ისლამური სახალიფოს“ გამოცხადების შემდეგ ჯიჰადისტები ღიად მიუთითებენ სამომავლო სამიზნეებზე: იორდანია, ლიბანი, პალესტინა, რუსეთი, აზერბაიჯანი ... და ა.შ. ამის ფონზე, კიდევ უფრო გაიზარდა „ისლამური ხალიფატის“ „რბილი ძალის“ კონცეფტი - შემთხვევით არ არის ის გარემოება, რომ ოფიციალური ენებად ხალიფატში წარმოადგენს - არაბული, თურქული და რუსული ენები. საქმე ეხებ იმ გარემობეას, რომ ფსიქოლოგიური ომის კლასიკური კანონების თანახმად, სახალიფოს მესვეურები - საინფორმაციო პროპაგანდის სამინისტროს სახით უშვებენ რუსულენოვან საინფორმაციო-ანალიტიკურ ჟურნალს „ИСТОК“, საკმაოდ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე, რომელიც არის მისაწვდომი როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ ვერსიების დონეზე (მისი პირველი ბიულეტენი იხილეთ დანართში). ქვემოთ არის მოყვანილი კონკრეტული სახის რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოხდეს „ისლამური ხალიფატისგან“ წამოსული ასიმეტრიული საფრთხეების პრევენტირება, მონიტორინგი და ნეიტრალიზაცია.

 

 

 

 

სამწუხაროდ, ამ ბოლო ხანს  საქართველოშიც შეიმჩნევა  ჯიჰადისტური იატაკქვეშა დაჯგუფებების გააქტიურება, თუმცაღა ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ვირტუალურ ანუ კიბერ-სივრცეში ხორციელდეაბ. ამ მხრივ საინტერესოა უკვე კონკრეტული პოლიტიკური პიარ-ტექნოლგიების გამოყენება, როგორიც არის მაგალითად: “აჭარის ისლამური სახელმწიფო“ შექმნის იდეის ინიციირება. აღნიშნული პროექტის დემონსტრირება წარმოადგენს ახალ ვარიანტს - ფსიქოლოგიური ომის დაწყებისა სავარაუდო მოწინააღდეგის წინააღმდეგ. თუმცაღა ფსიქლოგიური ომიდან, „დაეშის“ მესვეურები უკვე გადავიდნენ საინფორმაციო ომის წარმოებაზე, რასაც მოწმობს ამა წლის მაისის თვეში საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული და გავლენიან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალზე „for.ge”-ზე კიბერ-ტერორრისტული თავდასხმა, რაც განხორციელდა ჰაკერული შეტევის საფუძველზე და აღნიშნული არის პირველი სერიოზული და შემაშფოთებელი ტერორისტული კიბერ-თავდასხმა საქართველოზე. ქვემოთ მოყვანილია, ის სურათი რომელიც ჰაკერულ-ტერორისტული შეტევის შედეგად იყო დადებული ქართული სააგენტოს საიტზე და რომოის პარალიზება მოხდა დაახლოებით 10 საათის განმავლობაში.

 

 

დასკვნა:

ზემოაღნიშნული წარმოადგენს „ისლამური სახელმწიფოს“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების ინტერნეტ და კიბერ-აქტივობის ყველაზე მნიშვნელოვან და ამასთან ერთად ყველაზე მცირე ნაწილს. ისლამური ფუნდამენტალიზმი ახლო აღმოსავლეთის მოწინავე, რთულ და გეოპოლიტიკის სხვადასხვა დონეებზე განლაგებულ კონფლიქტს წარმოადგენს, ხოლო კონფლიქტის მეოთხე თაობის ომში გადასვლა მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ახალ საფრთხეს წარმოადგენს, სადაც ერთ ადამიანს, რომელიც კომპიუტერთან ზის, შეუძლია ერთი მთლიანი ქვეყნის სისტემების დაშლა. მსოფლიო დღევანდელ დღეს უნდა იყოს მზად ტერორისტული აქტიისტების მიერ კიბერ-დანაშაულის წინააღმდენ ბრძოლისთვის, ამისთვის კი არის აუცილებელი თანამედროვე ტექნოლოგიებში არსებული რესურსების ტერორისტების მიერ გამოყენების სრული და სწორი შეფასებების გაკეთება. უმთავრესი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამგვარი პან-რეგიონალური ტექნოლოგიების გამოყენება აძლევს საშუალებას ტერორისტებს საკუთარი იდეოლოგიური და ჯიჰადისტური აზრების გავრცელება და ამით უფრო მეტი მხარდამჭერის შეძენა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი ბოევიკების ფართომასშტაბიანი რეკრუტიზაციის ჩატარება. 

 

ტეგები: მსოფლიო