დღის პოსტი
ვინ აკონტროლებს აზერბაიჯანი-სომხეთის ომს და ჩაერევა თუ არა თურქეთი კონფლიქტის მოგვარებაში?
ზაალ კასრელიშვილი ◯ February 22,2018

ილჰამ ალიევმა სომხეთის დედაქალაქ ერევანს აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიული ნაწილი უწოდა. მისი თქმით, ერევანი აზერბაიჯანის სტრატეგიული სამიზნეა. ამის შესახებ  ქვეყნის პრეზიდენტმა  მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანის" VI ყრილობაზე ისაუბრა.

 

ალიევი მთიანი ყარაბაღის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.

 

ახლა, აზერბაიჯანში წინასაარჩევნო პერიოდია. ამ ქვეყნისთვის, ისევე როგორც საქართველოს და უკრაინისთვის, ყველაზე აქტუალური ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ეკონომიკაც და  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც.  ალიევმა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზესც ისაუბრა, მაგრამ ყარაბაის თემაზე უფრო მაღალი ნიშა აიღო, ვიდრე სომხებს აქვთ. რუსეთი ამბობს, რომ ყარაბაი შეიძლება გაიყოს ამ ორ მზობელ ქვეყანას შორის, მაგრამ ალიევმა კი არ გყო, არამედ ერევანიც ჩვენიაო. ამ განცხადებამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც აზერბაიჯანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.  შეიძლება ითქვას, რომ ალიევის ამ განცხადებამ მიზანს მიაღწია.

 

სანამ ყარაბაის კონფლიქტი  დაკონსერვებულია, მანამ სულ არის საფრთხე, რომ ყოველ წუთს განახლდეს. რა ხარისხით   და მიზეზით განახლდება,ამას უკვე არსებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, ამ კონფლიქტს რუსეთი აკონტროლებს, როგორც თვითონ სჭირდება. თუმცა ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანში იზრდება მისივე სტრატეგიული  პარტნიორის, - თურქეთის გალენა. თურქეთიც ჩაერევა და  ალბათ გადამწყვეტ სიტყვას იტყვის აღნიშნული კონფლიტის მოგვარებაში.

 

ვინ აკონტროლებს აზერბაიჯანი-სომხეთის ომს და რა გავლენას მოახდენს ეს კონფლიქტი საქართველოსა და მსოფლიოზე?

 

სამეზობლოში კონფლიქტი არასოდეს არ არის კარგინებისმიერი ომი და კონფლიქტი  მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. ამას მოჰყვება თანმდევი პროცესები, ოპზოციისა და პოზიციის მოსაზრებები. მოუგვარებელი და გადაუჭრელი პრობლემები შეიძლება არ იყოსმთავარია დროზე მოხდეს რეაგირება. თუმცა, განსაკუთრებულ კონფლიქტს არ ველით.

 

 

არსებულ სიტუაციაში საქართველომ არავის მხარე არ უნდა დაიჭიროს. ჩვენ ინიციატივა უნდა გამოვიჩინოთ, რომ ორივე მხარე მოვიწვიოთ თბილისში, ამოვიღოთ არქივიდან უნიკალური, ისტორიული მასალები სამართლიანობის აღსადგენად და  სიმართლე ვთქვათ. ამ სიმართლის მიხედვით უნდა შევთავაზოთ, რომ გადაწყვეტილება თვითონ მიიღონ. კონფლიქტში არ არსებობს აბსოლუტურად მართალი მხარე.

ტეგები: მსოფლიო
მსგავსი ტეგები
თურქეთის "სავაჭრო დემარში" რუსეთის წინააღმდეგ - ფაქტი და კომენტარი
March 23,2017
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების „პანდორის ყუთის“ შედეგი: დონალდ ტრამპი გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ენიგმა???
March 27,2017
“შავი ტრანზიტის“ პერსპექტივები - სამხრეთ კავკასიის კორიდორი და საქართველო
April 06,2017
„ახალი ცივი ომის“ აჩრდილი და მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური ცვლილება - საქართველო სად არის???
May 15,2017
„ისლამური ხალიფატის“ საინფორმაციო-პროპაგანდისტული/კიბერ-ვირტუალური ომის სპეცეფიკა - „რბილი ძალის“ კონცეფტი
June 07,2017
თურქეთის ხელისუფლების გეოპოლიტიკური გამბიტის „ოპერატიული“ ასპექტები
August 02,2017
კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური აშლილობების დრამატიზებას უნდა ველოდოთ
January 05,2018
გეოსტრატეგიული აშლილობის საზღვარმა საქართველოს მხარეს გადმოიწია
January 23,2018
ახლა მთავარია მოლოდინი, განახორციელებს თუ არა აშშ სარაკეტო იერიშს
April 12,2018
ირან-ისრაელის ომის სცენარი: მითი და რეალობა
May 10,2018
"თურქეთის არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო"- ამირან სალუქვაძე
June 25,2018
რა რეაქციები მოჰყვა ტრამპი-პუტინის შეხვედას საზოგადოებაში
July 18,2018
ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის მარათონი დასრულდა
December 10,2018