დღის პოსტი
"თურქეთის არჩევნების შედეგი მოსალოდნელი იყო"- ამირან სალუქვაძე
ამირან სალუქვაძე ◯ June 25,2018

თურქეთის არჩევნების შეფასებას არ ვაკეთებ, რადგან ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო.


ეს 2 წლის წინანდელი სტატიაა, სადაც ყველაფერი წერია, თუ რას აპირებდა თურქეთის პრეზიდენტი.

 

დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.


...

თურქეთის მმართველი ძალის "განვითარებისა და სამართლიანობის პარტიის" ყრილობაზე აჰმედ დავუთოღლუს შემცვლელად ერთადერთი კანდდიდატურა იყო წარდგენილი, რომელიც პარტიის მმართველმა შემადგენლობამ ერთხმად დაამტკიცა.

 

პარტიის ახალი ლიდერი გახდა თურქეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ბინალი იილდირიმი. ის პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ერდოღანის ძველი მეგობარი გახლავთ.

 

დღესვე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი მიიღებს ძველი კაბინეტის გადადგომის შესახებ გადაწყვეწტილებას და ბინალი იილდირიმს ახალი კაბინეტის ჩამოყალიბებას დაავალებს.

 

თუ დავუთოღლუსთან ერდოღანს ბოლო დროს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა, იილდირიმი მის მიმართ საკმაოდ ლოიალური იქნება.

 

პარტიის ახალი ლიდერის სახელი ხშირად ჟღერდა თურქეთის მედიაში სხვადასხვა სკანდალებთან დაკავშირებით. ამავე დროს ბინალი იილდირიმი დიდი ხნის განმავლობაში იყო ტრანსპორტის მინისტრი და მის სახელს უამრავ მსხვილ პროექტს, აეროპორტების და გზების მშენებლობას უკავშირებენ.

 

როგორც ადრე დავუთოღლუს გადადგომასთან დაკავშირებით აღვნიშნე, თურქეთი შესაძლოა საპრეზიდენტო მმართველობის მოდელისკენ გადაიხაროს. ამ გზაზე მოქმედ პრეზიდენტს, უკვე ყოფილმა პრემიერმა წინააღმდეგობა გაუწია. დავუთოღლუ ასევე რბილი პოლიტიკით გამოირჩეოდა ქურთული სეპარატიზმის მიმართ.

 

თაიპ ერდოღანს არსებული კონსტიტუციით საკმაოდ შეზღუდული უფლებები აქვს. არსებული გამოწვევების დასაძ₾ევად მას აშკარად არ ყოფნის კონსტიტუციით მინიჭებული ძალაუფლება.

 

საპრეზიდენტო ვერტიკალის გასაძლიერებლად არსებობს სამი გზა: რეფერენდუმი, საკონსტიტუციო ცვლილებები ან ლოიალური პრემიერ-მინისტრი.

 

როგორც ჩანს, თურქეთის პრეზიდენტი, ამ სამი ვარიანტიდან, მინიმუმ ერთს მიაღწევს და ახალი პრემიერი, ფაქტიურად, მისი გადაწყვეტილებების გამტარებელი იქნება. მითუმეტეს, რომ ქურთულ საკითხში ერდოღანის და იილდირიმის შეხედულებები სრულიად ემთხვევა.

 

მივულოცოთ თურქეთის მმართველ პარტიას ახალი ლიდერის არჩევა და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

 

ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი
22 მაისი, 2016 წ.

ტეგები: მსოფლიო
მსგავსი ტეგები
თურქეთის "სავაჭრო დემარში" რუსეთის წინააღმდეგ - ფაქტი და კომენტარი
March 23,2017
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების „პანდორის ყუთის“ შედეგი: დონალდ ტრამპი გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ენიგმა???
March 27,2017
“შავი ტრანზიტის“ პერსპექტივები - სამხრეთ კავკასიის კორიდორი და საქართველო
April 06,2017
„ახალი ცივი ომის“ აჩრდილი და მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური ცვლილება - საქართველო სად არის???
May 15,2017
„ისლამური ხალიფატის“ საინფორმაციო-პროპაგანდისტული/კიბერ-ვირტუალური ომის სპეცეფიკა - „რბილი ძალის“ კონცეფტი
June 07,2017
თურქეთის ხელისუფლების გეოპოლიტიკური გამბიტის „ოპერატიული“ ასპექტები
August 02,2017
კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური აშლილობების დრამატიზებას უნდა ველოდოთ
January 05,2018
გეოსტრატეგიული აშლილობის საზღვარმა საქართველოს მხარეს გადმოიწია
January 23,2018
ვინ აკონტროლებს აზერბაიჯანი-სომხეთის ომს და ჩაერევა თუ არა თურქეთი კონფლიქტის მოგვარებაში?
February 22,2018
ახლა მთავარია მოლოდინი, განახორციელებს თუ არა აშშ სარაკეტო იერიშს
April 12,2018
ირან-ისრაელის ომის სცენარი: მითი და რეალობა
May 10,2018
რა რეაქციები მოჰყვა ტრამპი-პუტინის შეხვედას საზოგადოებაში
July 18,2018