დღის პოსტი
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
ამირან სალუქვაძე ◯ February 21,2019

თქვენ გგონიათ მამუკა ხაზარაძე თავისით გადადგა? ფილმებში მაინც ხომ გვინახავს აქციონერთა საბჭო როგორ ახდენს გენერალური დირექტორის არჩევას ან გადაყენებას?

 

თუ დავეყრდნობით იმ ინფორმაციას, რომ აქციონერთა საბჭომ შეწყვიტა სასამართლო დავა, აქ ყველაფერი გასაგებია, - საბჭომვე გამოუცხადა მმართველობას დაეტოვებინათ პოსტები.

 

ვინმეს თუ ჰგონია, რომ J.P. Morgan-ს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკს (EBRD, ის იბიარდია) და სხვა აქციონერებს, რომლებიც თიბისის აქციების ძირითადი მფლობელებია, თბილისიდან ვინმე ჩიტს აუფრენს, ძალიან ეშლებათ.

 

მხოლოდ JPMorgan Chase & Co.-ის შესახებ დავწერ ძალიან მოკლედ. ამერიკული საფინანსო ჰოლდინგია, რომელიც რამდენიმე მსხვილი ამერიკული ბანკის გაერთიანების შედეგად ჩამიყალიბდა.

 

JPMorgan-ის მოგებამ 2017 წელს 24 მლრდ დოლარი შეადგინა. ბრუნვა 100 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო აქტივები 2,5 ტრილიონი დოლარია.

 

ხვდებით რა რესურსები გააჩნია თი-ბი-სის მხოლოდ ერთ აქციონერს? თუ დანარჩენ აქციონერებს და მათ ფინანსურ რესურსებს ერთად წარმოვიდგენთ, საქართველო კი არა, ცოტა უფრო ძლიერი სახელმწიფო ან რომელიმე მსხვილი ბიზნესმენი ათასჯერ დაფიქრდება დაუპირისპირდეს თუ არა ასეთ ფინანსურ მონსტრებს.

 

ქვემოთ დავწერ რას ედავებიან თი-ბი-სი ბანკს. ეს ბრალდება აღიარეს ბანკის ზემოთ ხსენებულმა აქციონერებმა და შეწყვიტეს სასამართლო დავა. ასეთი ტრანზაქციები ყველაზე მეტად ურტყამს ფინანსური ინსტიტუტების რეპუტაციას. ამიტომ არ დაელოდნენ სებ-ის მიერ მოთხოვნილ 2-თვიან ვადას.

 

აქ მგონი არაფერია გაუგებარი.

 

ისმის კითხვა, რატომ მოხდა ეს ახლა, ანუ შარშან გაზაფხულზე და არა 10 წლის წინ?!

 

როგორც ირკვევა, თიბისის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებამდე დაიწყო ამ უკანონო ტრანზაქციების გამოძიება, თუმცა მაშინდელმა სებ-მა ზომები არ გაატარა. შესაბამისად, გამორიცხული არაა, კითხვები სებ-ის ძველ ხელმძღვანელობასაც დაუსვან.

 

გავრცელებული ინფორმაციებიდან ჩანს, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოძიება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნით 2018 წლის მაისში დაიწყო. ამ თარიღიდან გამომდინარე მნიშვნელობას კარგავს ვინ ვის დაუჭირა მხარი შემოდგომით საპრეზუდენტო არჩევნებზე, ან ვინ ვის რა ლექციები ჩაუტარა.

 

პროგრესთან ბრძოლას რაც შეეხება, ეს ბანკებია, რომლებიც წლების განმავლობაში მართლა ებრძვიან პროგრესს კაბალური საპროცენტო განაკვეთებით, ბუნდოვანი სქემებით ქონებების და ბიზნესების "ახევის" მიზნით, ლარის კურსის სპეკულაციებით.

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ ძიების მიმდინარეობაზე და პროცესები გამჭვირვალედ ჩატარდეს. თუმცა, ბანკის რეპუტაციის დასაცავად მისი აქციონერებიც დადგებიან და დიდად გარჯა არ მოგვიწევს.

 

რაც შეეხება ანაკლიის პორტის საკითხს, ის არაა რომელიმე ერთი ბიზნესმენის პროექტი. ანაკლიის პროექტი დაიწყო წინა ხელისუფლებამ, აგრძელებს მოქმედი და გააგრძელებს შემდეგიც.

 

ესაა მიკლედ, რასაც ვფიქრობ ამ სკანდალის შესახებ. ბანკის დანაკარგებს რაც შეეხება, როგორც დავარდა აქციების ღირებულება, ისევე მოიმატებს და აინაზღაურებენ ძალიან მოკლე ვადებში.

 

არ მიხარია ვინმეს ცუდი, მით უმეტეს წარმატებული ბიზნესმენების, რადგან მსხვილი და საშუალო ბიზნესის განვუთარებაა საძელმწიფოს ეკონომიკის სიმტკიცის საფუძველი. არ დაიკარგებიან ბანკის ყოფილი ხელმძღვანელები, მრავალმილიონიანი ხელფასებით და 20%-იანი აქციებით, იმათგან განსხვავებით, რომლებმაც ბიზნესები და ბინები დაკარგეს, რადგან წლიური 36%-ით ბიზნესს ვერ გააკეთებ და შეიძლება გაკიტრდე კუდეც.

 

ქვემოთ კი სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გთავაზობთ, საიდანაც გაიგებთ რას ედავებიან ბანკს. თუ ეს ასე იყო, რა მნიშვნელობა აქვს როდის მოხდა? აქ შეიძლება მეტი ეჭვი დაიბადოს, ხომ არ იყო ბანკის გაკიტრების მცდელობა?! ვისაც ახსოვს, 2008-09 წლებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო და გაზაფხულზე უკვე შეინიშნებოდა კრიზისის დასაწყისი.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა „თიბისი ბანკისგან“ სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით, $17 მლნ-მდე სესხი მიიღეს. თანხის ჩარიცხვისთანავე ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, როგორც ფიზიკურმა პირებმა, „თიბისის“ გასესხებული თანხა თავად ისესხეს წერეთლის კომპანიებიდან.

 

რას ედავებიან?

 

2008 წლის ბოლოს „თიბისი ბანკმა“ წერეთლის კომპანიებზე გაცემული სესხები საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა. ხოლო 2012 წელს, ისე რომ წერეთლის კომპანიებს ვალი არ გადაუხდიათ, ჩანაცვლდნენ ოფშორში რეგისტრირებული სხვა კომპანიით. „სამგორი თრეიდს“ და „სამგორი M“-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ არც სესხის მომსახურების თანხა გადაუხდიათ და არც ვალი დაუბრუნებიათ ბანკისთვის. პროკურატურის განცხადებით, არც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გაუსტუმრებიათ „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ვალი.

 

P.S. ვისაც გადარდებთ თი-ბი-სის რეპუტაცია და სიმტკიცე, სიჩუმეა წამალი.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
May 10,2019
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
May 23,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
June 17,2019
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
June 20,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
July 31,2019
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
August 01,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019