დღის პოსტი
დეცენტრალიზაციის პოლიტიკის უმთავრესი სტრატეგიული მიზანი - თვითმმართველობის როლის არსებითი გაზრდაა
დავით ზარდიაშვილი ◯ May 22,2019

 

 

როგორც ჩანს, მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის პოლიტიკის და შესაბამისად, ამ პოლიტიკის ძირითადი დოკუმენტის - „დეცენტრალიზაციის სტრატეგიის“, რაც ამჟამად პარლამენტში განიხილება, მთავარი ოპონენტი - ეკონომიკის სამინისტროა. თუკი ფინანსთა სამინისტრო გარკვეულწილად მაინც მზად არის საჯარო ფინანსების მართვაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდაზე თუნდაც იმსჯელოს (მაგალითისთვის, სტრატეგიის დოკუმენტის პროექტში ის მაინც წერია, რომ „გაგრძელდება მსჯელობა საშემოსავლო გადასახადის წილის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის გადასაცემად“), ეკონომიკის სამინისტრო ამთავითვე მკვეთრად კატეგორიულია და ფეხს არ იცვლის. საკუთრების დეცენტრალიზაციაზე, ე.ი. თვითმმართველობისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემაზე დოკუმენტის პროექტში რეალურად არაფერი წერია, რადგან ეკონომიკის სამინისტროს არ ძალუძს დეცენტრალიზაციის პოლიტიკას დაეთანხმოს. ეს გუშინაც გამოჩნდა წყალტუბოში გამართულ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ფორუმზე, როცა ეკონომიკის მინისტრმა რეალურად უარი თქვა იმ სახელმწიფო ქონების, რაც ცენტრალურ ხელისუფლებას პრაქტიკულად არაფერში არგია და არცა სჭირდება, მაშასადამე - მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობისაა, მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემაზე, იმ მოტივით, რომ თურმე ეს ქონება „ერთიან პაკეტში“ (?!) უნდა გაიყიდოს!

 

დეცენტრალიზაციის პოლიტიკის უმთავრესი სტრატეგიული მიზანი - თვითმმართველობის როლის არსებითი გაზრდაა; ხოლო ეს უბრალოდ შეუძლებელია, თუ რესურსების (ანუ - საჯარო ფინანსებისა და საჯარო ქონების) მართავაში სახელმწიფოს გამგებლობის შემცირების ხარჯზე ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობა არსებითად არ გაფართოვდა!

 

აგერ უკვე 25 წელზე მეტია, თანამოაზრეები ამაოდ ვამტკიცებთ და გვარიანადაც დავიღალეთ, რომ ორჯერ ორი ნამდვილად ოთხია, ანუ:

 

არაპრივატიზებული ქონება, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა და კონკრეტული სახელმწიფო კომპეტენციის, ეროვნული უსაფრთხოების, საერთაშორისო, ანდა ეროვნული მასშტაბის ეკონომიკური პროექტებისთვის არ არის საჭირო, არა საერთო ეროვნული, არამედ - ადგილობრივი მნიშვნელობისაა! ხოლო თუკი თვითმმართველობა გვსურს და არა მისი სუროგატი, ასეთი ადგილობრივი მნიშვნელობის ქონება არა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს, არამედ ადგილობრივი საზოგადოების - თემის ჩართულობისა და მონაწილეობის პირობებში სწორედაც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უნდა იმართებოდეს! მართვა მოიცავს განკარგვასაც, ე.ი. გასაყიდია თუ არა, ვინ და როგორ, რა ფასში და რა პირობით უნდა იყიდოს ეს ქონება (ცხადია, ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი სტანდარტებისა და წესების დაცვით) , არა ეკონომიკის მინისტრმა და მისდამი დაქვემდებარებულმა ქონების მართვის სააგენტომ, არამედ - მუნიციპალურმა თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტოს და რაც მთავარია, აუცილებლად - ადგილობრივი თემის ინტერესების შესაბამისად! თემმა უკეთ იცის, რაში გამოიყენოს დღეს რეალურად უპატრონოდ მიგდებული და გასაპარტახებლად განწირული (თუ უკვე გაპარტახებული არა) ქონება, ხოლო თუკი ის გასაყიდია, უფრო სამართლიანადაც და უფრო მეტი საზოგადოებრივი სარგებლის მიღებით მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით გაყიდის! სახელმწიფო, თავის მხრივ, ამ ზედმეტი და შეუსაბამო ტვირთისგან - მართოს არასაჭირო აქტივები, მარტივად გათავისუფლდება. „მცირე მთავრობა“ ხომ სწორედ ესეც არის და არა ოდენ სამინისტროების მექანიკური შემცირება. ისევე, როგორც „სწრაფი განვითარება“ ყოვლად წარმოუდგენელია თავად ადგილობრივი საზოგადოებისა და მათ წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლების გარეშე.

 

...სამწუხაროა, რომ ორჯერ ორი რამდენია, ისევ საკამათოა და გაურკვეველი...

ტეგები: პოლიტიკური თემა
მსგავსი ტეგები
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (II ნაწილი)
April 03,2017
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (I ნაწილი)
April 03,2017
ფარცხა-თოდრიზმი და შარდენზე განავლომა 22-ე საუკუნეში გამოცემულ განმარტებით ლექსიკონში
May 26,2017
,,მწარე რეალობა" - გურამ სანადირაძის ბლოგი
September 04,2017
მწარე რეალობა - დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთს?
September 04,2017
პოლიტ-მედია დრამატურგიაში ნინია კაკაბაძეს "განხეთქილების ვაშლი" არგუნეს
April 13,2018
ინსტიტუციური კრიზისი „ოცნებაში“ - პარტია თუ ისევ კლიენტელა?
April 19,2018
რატომ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად
October 11,2018
როგორ ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები და როგორ განვსაზღვროთ მისი ლეგიტიმურობა
December 03,2018
როგორ დავტოვეთ კოდორის ხეობა აფხაზეთში
December 05,2018
რომელი საარჩევნო სისტემა იქნება მისაღები საქართველოსთვის
February 15,2019
ახალი თვითგამორკვევა და დაბნეულობის 25 წელიწადი (პირველი წერილი)
March 13,2019
"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"
June 25,2019
"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე
July 10,2019
"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პოლიტიკური ბრძოლა
August 29,2019