დღის პოსტი
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
გიორგი ცუცქირიძე ◯ June 17,2019

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

 

ნიშანდობლივია, რომ კრიზისამდე, 2005-2014 წლებში, შინამეურნეობების დაკრედიტების ტემპი მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათი შემოსავლების ზრდას. საკრედიტო ექსპანსიის შედეგად, სესხების განკარგვად შემოსავალთან ფარდობა დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 45%-ს გადააჭარბა; შედეგად, მაღალპროცენტიანმა და მოკლევადიანმა სამომხმარებლო სესხებმა განსაკუთრებით სწრაფად გაზარდა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ვალის ტვირთი;

 

რამდენიმე წლის წინ, 2013 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აღინიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ხშირ შემთხვევაში სამომხმარებლო დაკრედიტების სწრაფი ზრდა კრიზის იწვევს, რადგან გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემული სესხები მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდას კი უწყობს ხელს, თუმცა ბრაზილიის მაგალითმაც აჩვენა, რომ საბოლოოდ, გაზრდილი ვალის ტვირთის შედეგად, შინამეურნეობებმა შეამცირეს მოხმარება, რასაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რეცესია მოჰყვა. ბრაზილიის ეკონომიკა 2015-2016 წლებში ჯამურად 7%-ით შემცირდა, გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბე;

 

2015 წელს 55 მლნ. ბრაზილიელს სესხზე ვადაგადაცილება უფიქსირდებოდა, რაც ზრდასრული მოსახლეობის 37%-ს შეადგენდა.

 

ბრაზილიის მაგალითის მოყვანა, საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა ჩვენთანაც არანაკლები სიმწვავით იდგა და ბევრი პარალერის გავლებაც შეიძლება. საქართველოში ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის კრიზისამდე, საოჯახო მეურნეობის ვალის განკარგვად შემოსავალთან თანაფარდობის მაჩვენებელი თუ 11%-ს შეადგენდა, 2012 წელს -15 % იყო, ხოლო 2017 წლის ბოლოს ანუ 2008 -2017 წლებში 3.5 ჯერ გაიზარდა და 53 %-ს გადააჭარბა, რაც ბრაზილიაზე მაღალია როგორც ზრდის ტემპის, ასევე პროცენტული მაჩვენებლით. მართალია, ეკონომიკურ რეცესიას ავცდით, მაგრამ სამაგიეროდ მივიღეთ ტოქსიკური სესხების ტურბულენტური ზონა, რომელშიც ეკონომიკურ აქტივობას ჩამოცილებული, მოსახლეობის მნიშვნელვანი ნაწილი აღმოჩნდა ჩათრეული, რამდენიმე მილიარდიანი დავალიანებით. საბოლოო ჯამში კი მოგეხსენებათ, „ფონდ ქართუს“ მხარდაჭერით 600 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოეწერა სესხი, რასაც გარდა სოციალური მხარისა, არანაკლები პოზიტიური ეკონომიკური მდგენელიც ჰქონდა.

 

ამ საკითხის განზოგადებისათვის შევნიშნავ, რომ ახალი საბანკო რეგულაციებით გადახდისუნარიანობის ანალიზის მოთხოვნასთან ერთად, შემოდის სესხის მომსახურების კოეფიციენტი, რაც აჩვენებს რამდენად ფარავს თქვენი შემოსავალი ვალებზე გადასახდელ თანხებს ანუ რეალურად რა ფული გრჩებათ ვალების გადახდის შემდეგ. ამ კოეფიციენტის მაღალი დონე, როგორც წესი 50 % და მეტი, ითვლება არასასურველად და მაღალი რისკის მაჩვენებლად, რამაც შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ვალების მომსახურებაზე, არასაკმარისი ბუფერის გამო. მაგალითად, შემოსავლების შემცირების ან გაუთვალისწინებელი ხარჯების წარმოშობისას იზრდება სესხის ვერ მომსახურების რისკი ანუ იზრდება მოწყვალადობის მაჩვენებელიც. ზოგადად როდესაც ნახევარზე მეტი თქვენი შემოსავალი ვალის გადახდაში მიდის, მიუხედავად მაღალი შემოსავლისა, შეიძლება მაინც არ დაგრჩეთ საკმარისი ფული უკვე სხვა აუცილებელი ხარჯების გასაწევად, იქნება ეს კვება, კომუნალური გადასახადები, განათლება თუ სამედიცინო მომსახურება. მაღალ შემოსავლებს როგორც წესი მაღალი ხარჯებიც აქვს.

 

აქედან გამომდინარე, თვალსაზრისი რომ რეგულაციების შემოღება იყო არასწორი, რადგან ჩვენთან საკრედიტო დანაკარგები არ არის მაღალი, სესხები ასე თუ ისე ხომ მაინც იფარებოდა, და რეგულაციები აპრიორში ნეგატიურად აისახებოდა საკრედიტო დაბანდებებზე, არ გამოდგება უტყუარ არგუმენტად საკრედიტო რისკის და ეკონომიკაზე ცალსახად ნეგატიური ზემოქმედების შესაფასებლად.

 

მე სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ამ ტიპის ნებისმიერ საბანკო რეგულაციას ყოველთვის აქვს მოკლევადიანი ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც არის ამოწურვადი და დადებით შედეგს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გვაძლევს, რისკების შემცირების, საპროცენტო განაკვეთების დაწევის და სისტემის სტაბილური განვითარების კუთხით.

 

დღეს პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის, კვლევების მიხედვით, კრიზისების თავიდან აცილება, ან მინიმუმ, მისი უარყოფითი შედეგების შემცირება, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის დაკრედიტება მათი გადახდისუნარიანობის საფუძველზე მოხდებოდა.

 

ეკონომიკური პარადიგმაც ამაში მდგომარეობს-მართალია, საკრედიტო დაბანდებები გარკვეულ დონემდე ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, მაგრამ ვალების დაგროვების შედგად როდესაც შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი საბანკო კრედიტის გასტუმრებას ხმარდება, ადამიანებს აღარ რჩებათ ფულადი რესურსი სხვა პროდუქციის და მომსახურების შესაძენად, რაც ამცირებს მოხმარებას და დანაზოგებს, და შესაბამისად, ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე!;

 

ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების გამკაცრებაც, თავისი არსით კონტრციკლურ ინსტრუმენტად უნდა შეფასდეს, რომლის მიზანიც სწორედ ეკონომიკური რეცესიის პრევენცია იყო.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
February 21,2019
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
May 10,2019
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
May 23,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
June 20,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
July 31,2019
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
August 01,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019