დღის პოსტი
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
გიორგი ცუცქირიძე ◯ June 20,2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

 

მიმაჩნია, რომ რეფორმის განსახორციელებლად ქვეყანას სჭირდებოდა ღია საერთაშორისო მხარდაჭერა, და პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის შეთანხმების თვალსაზრისით, რასაც ალტერნატივა არ გააჩნდა. მოგეხსენებათ, რომ 2016 წლის დასაწყისში ძალაში შევიდა ძალზე მნიშვნელოვანი შეთანხმება საქართველოში 3 წლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელის დაფინანსებაც 285 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა-„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში და ითვალისწინებს საქართველოსთვის 201.4 მილიონი ესდეერ-ის (SDR: Special Drawing Right); დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარის ანუ სსფ-ში საქართველოს ქვოტის 100 პროცენტის ტოლი თანხის გამოყოყოფას.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ანგარიშშიც, წინა ანგარიშების მსგავსად ცალსახად არის აღნიშნული ქვეყნის ეკონომიკური განვიტარების ტენდენციები. ნისანდობლივია, რომ წინა მოხსენებშიც ცალსახდა იყო აღნიშნული, რომ მიმდინარე ეკონომიკური გაჯანსაღება შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. მესამე მოხსენებაში ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო პოზიციის გაძლიერებამ ექსპორტის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად.

 

მეოთხე მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ რჩება სტაბილური, რაც უზრუნველყოფილია მდგრადი ზრდით, ინფლაციის კონტროლით და საგარეო რისკების ზეგავლენის შემცირებით. თუმცა აქვე მინიშმებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტივები ხელსაყრელია, ხელისუფლება მზად უნდა იყოს გარე ფაქტორების ნებისმიერი უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად და უნდა გააგრძელოს დაწყებული სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეკონომიკის უფრო მაღალ და რაც მთავარია ინკლუზიურ ზრდას. აქვე ავღნიშნავ, რომ სსფ-ის პროგნოზის თნახმად, 2019 წელს ეკონომიკური ზრდა 4.6 % იქნება, ხოლო საშუალო ვადიან პერსპექტივაში 2020-2023 წლებში 5.2 %, რაც მაღალია როგორც მსოფლიო ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებლეზე -3.3 %, ასევე განვითრებული ეკონომიკის ქვეყნების-1.6 %, და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების საშუალო ზრდის მაჩვენებლზეც-4.8 %;

 

მოხსენებაში ასევე პოზიტიურად არის შეფასებული ფისკალური რეფორმა, სადაც აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2019 წელს, ისევე როგორც საშუალოვადიან პერსპექტივაში შედარებით სტაბილური იქნება, რაც ასახავს ხელისუფლების ნებელობას საბიუჯეტო პოლიტიკის მდგრადობაზე. მოხსენებაში ხაზგასმულია ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფისათვის განათლების რეფორმის მნიშვნელობა, სადაც ასევე რეკომენდირებულია, რომ განათლების სექტორში ხელფასის გაზრდა ეფექტურია, თუ ამას თან ახლავს განათლების ხარისხის გაუმჯობესების სხვა ნაბიჯები, რაც საჭიროებს შემდგომ მუშაობას ყოვლისმომცველი განათლების რეფორმის თვალსაზრისით. 

 

მიმაჩნია, რომ განათლების რეფორმა იქნება ერთ-ერთი ფუნდამენტი საშუალო და განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თვლსაზრისით.

 

მოხსენებაში დადებითად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკაც, რაც ორიენტირებულია ფასების სტაბილურობაზე და სავალუტო კურსისი მოქნილობაზე. ინფლაციის შეფასებისას აღნიშნულია, რომ ბოლოდროინდელი ზრდა დროებითი ფაქტორებით არის განპირობებული.

 

მოხსენებაში დადებითად არის შეფასებული ახალი საბანკო რეგულაციები და პასუხისმგებილიანი დაკრედიტების სტანდარტებზე გადასვლაც. აღნიშნულია, რომ შედარებით მკაცრი დაკრედიტების სტანდარტების შემოღების შედეგად, როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირდა დაკრედიტების ზრდის ტემპები, მაგრამ სამაგიეროდ დაკრედიტების ზრდა შედარებით ნაკლებ რისკიანი და უფრო მდგრადი გახდა. ასევე პოზიტიურად არის შეფასებული სებ-ის მიერ ინფლაციის თარგეიტის სტრატეგია, ხოლო მოქნილი სავალუტო კურსი და სავალუტო ინტერვენციები, ხელს შეუწყობენ ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მობილიზაციას და ზრდას.

 

მოხსენებაში ძალზე პოზიტიურად არის შეფასებული დაგროვებითი საპენსიო რეფორმაც, ისევე როგორც სასამართლო რეფორმა. კერძოდ, საპენსიო სააგენტოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმები, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და ინვესტიციების მობილიზებას.

 

მთლიანობაში, სსფ-ის მეოთხე მოხსენებაში, წინა მოხსენებების მსგავსად, დადებითად არის შეფასებული ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო რეფორმები, რაც ეკონომიკის ტრანსფორმაციით სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას შეუწყობს ხელს.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
February 21,2019
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
May 10,2019
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
May 23,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
June 17,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
July 31,2019
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
August 01,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
September 12,2019