დღის პოსტი
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
გიორგი ცუცქირიძე ◯ July 31,2019

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

 

ივნისის თვეში ეკონომიკური ზრდა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებაც ადასტურებს, რომ განსაკუთრებით 24 ივნისიდან მოყოლებული, ლარის გაუფასურების მიზეზი არის არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, რაზეც ოპოზიცია და ცალკეული ექსპერტები მუდმივად აპელირებენ, არამედ, 20-21 ივნისიდან განითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, რაც აისახა გაზრდილ საგარეო შოკებში, პირველ რიგში ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიური ზეგავლენის თვალსაზრისით; სავალუტო კურსის გაუფასურების ფაქტორებიდან, საგარეო ვაჭრობაზე, არანაკლებ ნეგატიურ ზეგავლენას სწორედ პოლიტიკური რყევები და ნეგატიური მოლოდინები ახდენენ

 

აქედან გამომდინარე, ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდაც, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წლის დასაწყისში 4. 6 %-ზე გათვლილ, წლიური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს, ადასტურებს დღეს საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას.

 

ახლა მთავარია, პოლიტიკური ტემპერატურის დაწევით, მაქსიმალურად შემცირდეს ეკონომიკაზე მიმდინარე პროცესების ნეგატიური ზეგავლენა, რასაც ხელს შეუწყობს 2019 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების და კერძო სექტორის ხელშემწყობი ინიციატივების დროული განხორციელება, პირველ რიგში მეწარმეობის და ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერის კუთხით.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
February 21,2019
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
May 10,2019
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
May 23,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
June 17,2019
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
June 20,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
August 01,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
September 12,2019
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტურებს
September 19,2019
წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს
October 29,2019
"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლებს და შემაცირებს მიგრაციას"
November 14,2019
"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ რიგში სავალუტო კურსზე აისახება ნეგატიურად"
November 19,2019