დღის პოსტი
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
გიორგი ცუცქირიძე ◯ August 01,2019

 

 

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის. ამას მოწმობს თუნდაც ანაკლიის კონსორციუმის ბოლო განცხადებები, სადაც პროექტის ხელისშეშლაში ხელისუფლებაა დადანაშაულებული. გასაგები მიზეზზების გამო, ამ ნარატივს, იტაცებს ოპოზიციური სპექტრიც და ხდება მუდმივი პოზიციონირება მთავრობის მხრიდან პროექტის ხელოვნურ და მიზანმიმართულ ხელისშეშლაზე. ამის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მთავრობის მხრიდან კომერციული რისკების აღებისაგან თავის შეკავება სახელდება. ამასთან ირწმუნებიან, რომ თითქოს რომ ტვირთბრუნვის დაზღვევის რისკებს საერთაშორისო პრაქტიკაში დიდწილად მთავრობები აზღვევენ. ამ საინფორმაციო ომისას, არა თუ ექსპერტების, არამედ მოსახლეობისთვისაც, რომელიც დაინტერესებულია პროექტის წარმატებაში, ძნელი გასაგები ხდება თუ რატომ არ აზღვევს მთავრობა კომერციულ რისკებს და რეალურად სად არის პრობლემა.

 

ამ თემისთის არაერთი ანალიტიკური სტატია მიმიძღვნია, და ამჯერად მხოლოდ რისკების დაზღვევას შევეხები. ნიშანდობლივია, რომ ანაკლიის პორტის განვითარებაზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული კონკურსი და არც კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულ ინვესტორთან საინვესტიციო ხელშეკრულებაზე გამართული მოლაპარაკებები, არ ითვალისწინებდა პროექტში სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ვალდებულების აღებას. კონკურსის პირობებში თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ სახელმწიფო ამ პროექტში, მიწების გადაცემის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და რკინიგზის გაყვანის გარდა, ფინანსურ მონაწილეობას არ აპირებდა. აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში კონსორციუმს გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და კერძო პირებისაგან გამოსყიდული მიწის ნაკვეთები. ამ მიწების გამოსყიდვაში სახელმწიფომ დახარჯა 60 მილიონ ლარამდე.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - კონკურსის პირობის თანახმად, კონსორციუმის მიერ, უნდა მოძიებულიყო კომერციული ინვესტორი, რომელიც მოახდენდა პროექტის სრულ დაფინანსებას, უზრუნველყოფდა როგორც პორტის ოპერირებას, ასევე ტვირთების მოზიდვასაც ანუ მთელ კომერციულ მხარეს, ბუნებრივია კომერციული, მათ შორის ე.წ ტვირთბრუნვის რისკის (Traffic Risk) ჩათვლით.

 

2016 წლიდან დღემდე კონსორციუმის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები მგონი უკვე 6-ჯერ შიცვალა, კერძოდ, სამუშაოების დაწყების ვადა თუ იყო 2017 წლის 31 დეკემბერი, ბოლო ცვლილებით - 2019 წლის ბოლომდე გადავადდა და ამ ცვლილებით, ინვესტორს ჯამში არ დაერიცხა 11 მილიონ აშშ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო.

 

ამ პროექტის ირგვლივ განვითარებულ ისტორიაში საინტერესოა კიდეევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი. 2018 წლის დეკემბრიდან კონსორციუმის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის მისაღებად მთავრობას წარედგინა ხელშეკრულებაში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტი (8 პუნქტიანი) და გასაგები რომ გახდეს აქვე შევნიშნავ, რომ აღნისნული წინადადებები რისკების დაზღვევას ეხება, რაც საერთოდ არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველ სატენდერო პირობებში.

 

მიმაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი კომერციული რისკების დაზღვევა სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს, რადგან იგი ეხება როგორც ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევას, რაც ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს, ასევე 400 მილიონი დოლარის სესხის სრულად უზრუნველყოფას, რასაც ბანკები კრედიტის გამოყოფის სანაცვლოდ ითხოვენ. საერაშორისო ბანკების პოზიცია აბსოლიტურად გასაგებია, ისინი ითხოვენ დამატებით გარანტიებს, მაგრამ ამავდროულად ეს იყო და არის თავად კონსორციუმის პრობლემა. როდესაც საერთაშორისო პრაქტიკაზე ხდება აქცენტების გადატანა, ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევა ხდება, მაშინ თუ ტენდერი სულ სხვა პირობებით არის განხორციელებული, სადაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა და ვალდებულებები ამ ნაწილში წინასწარ არის განსაზღვრული. თუ მთავრობამ უნდა დააზღვიოს კომერციული რისკები, მაშინ პროექტიც სხვა პირობით უნდა გაგრძელდეს. მით უმეტეს, რომ სახელმწიფომ იმ დამატებით 8 პირობიდან, 7 -ზე შეთანხმების მზაობა უკვე გამოაცხადა, რაც პრინციპში მთავრობის მხრიდან საჯარო იგივე პოლიტიკური რისკების დაზღვევას გულისხმობს. მაგალითად, საკანონმდებლო ცვლილებების დაუშვებლობას და ა.შ.

 

ყოველივე აღნიშნულის ფონზე, ცოტა გაუგებარია, თუ მთავრობის მხრიდან რა სახის ხელისშეშლაზე საუბრობენ კონსორციუმის წარმომადგენლები. ფაქტი ერთია, მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის მიუხედავად, კონსორციუმმა ამ დრომდე ვერ შეძლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხმობის მიღება 400 მილიონი დოლარის სესხის გაცემაზე და ვერც 120 მილიონი დოლარით შეძლო საკუთარი კაპიტალის შევსება. ამჟამად კონსორციუმს ბანკებთან საბოლოო მოლაპარაკებებისათვის დამატებითი დრო 2019 წლის 1 ივლისის ნაცვლად ისევ გადაუვადდა 2019 წლის ბოლომდე.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ისე ვიცე-პრემიერმა, მათ შორის, მაღალი ტრიბუნიდან და საერთაშორისო პარტნიორებთან დაადასტურეს, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. ისიც ითქვა, რომ მთავრობა დაინტერესებულია მის მიერ დონორებთან და კონსორციუმთან ერთად პროექტში ჩადებნული ძალისხმევა არ დაიკარგოს და კონსორციუმმა წლის ბოლომდე შეძლოს დაფინანსების მოპოვება.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
February 21,2019
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
May 10,2019
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
May 23,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
June 17,2019
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
June 20,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
July 31,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
September 12,2019
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტურებს
September 19,2019
წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს
October 29,2019
"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლებს და შემაცირებს მიგრაციას"
November 14,2019