დღის პოსტი
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
გიორგი ცუცქირიძე ◯ September 12,2019

 

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა - ამას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD წარმომადგენლები აცხადებენ. მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

 

ეს OECD ეს შეფასებებია და ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს, რაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელში.

 

ამას ადასტურებს ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის ინდექსიც, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი საფეხურით გაუმჯობესებული პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადასვლა, მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ ეს ინდექსი, რომელიც 162 ქვეყანას აფასებს, საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორსაც წარმოადგენს.

 

ნიშანდობლივია, რომ ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს შედეგები 2018 წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია ყველა ძირითადი პარამეტრის მიხედვით იქნება ეს მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა/საკუთრების უფლება, მყარი სავალუტო ერთეული, საერთაშორისო ვაჭრობა თუ რეგულაციების ზომა.

 

„საქსტატის” მიერ 2007-2018 წლების საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ზრდის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, საქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წლიან პერიოდში. 2004-2012 წლებში 9 მლრდ 171 მლნ ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2018 პერიოდში კი 9 მილიარდ 483 მლნ. შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლებამ 5 წელიწადში 312.6 მლნ-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე წინა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის 9 წლიან პერიოდში.

 

კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ და ათვლა 2001 წლიდან დავიწყოთ, ასეთი სურათი იკვეთება: 2001 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში სულ 9 მილიარდ 508 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით კი საქართველოში 10 მილიარდ 36 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხორული ინვესტიცია შემოვიდა. თითქმის 6 წელიწადში - უფრო მეტი, ვიდრე იქამდე - თითქმის 12 წლის მანძილზე.

 

OECD ეს შეფასებები და საერთაშორისო ანგარიშები ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს, რაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელში. აღნიშნული აღიარებები მთლიანად აბათილებს ქართული ოპოზიციის და ექსპერტთა ნაწილის მიერ ტირაჟირებულ ნარატივს ეკონომიკური რეფორმების წარუმატებელ ხასიათზე, ზედმეტ რეგულაციებზე და ნაციონალების მართველობის პერიოდში ქვეყანაში საინვესტიციო „ბუმზე“.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
February 21,2019
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
May 10,2019
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
May 23,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
June 17,2019
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
June 20,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
July 31,2019
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
August 01,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტურებს
September 19,2019
წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს
October 29,2019
"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლებს და შემაცირებს მიგრაციას"
November 14,2019
"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ რიგში სავალუტო კურსზე აისახება ნეგატიურად"
November 19,2019