დღის პოსტი
"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლებს და შემაცირებს მიგრაციას"
გიორგი ცუცქირიძე ◯ November 14,2019

 

 

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

გრძელვადიანი და დინამიური ზრდის მისაღწევად, აუცილებელია მკაფიო წარმოდგენა იმისა, თუ რა არის ეკონომიკური ზრდა, რა არის მისი წყაროები და პირიქით, თუ რა ზღუდავს მას. სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთმანეთში ხდება მოკლევადიან ეკონომიკურ სტაბილიზაციის და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის არევა, თვით ექსპერტულ დონეზეც კი. ეკონომიკური ზრდის ცნება პირდაპირ ეხება გრძელვადიან ზრდას, ხოლო მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა განიხილება ბიზნეს ციკლში, რადგან ყველა ეკონომიკა პერიოდულად განიცდის რეცესიას. შესაბამისად, ციკლიც შეიძლება იყოს არაერთგვაროვანი, რადგან რყევებიც განსხვავებული ხასიათის შეიძლება იყოს.

 

აქედან გამომდინარე, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, იქნება ეს მთავრობის ზომა, საგადასახადო ტვირთი თუ მონეტარული აგრეგატების ქცევა, თუ გადაწყვეტილებების მიღების ერთიანი სისტემა, მთლიანად მაღალი ზრდის ხელშეწყობაზე და დასაქმებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

 

თუ ჩვენ განვიხილავთ თუნდაც ბოლო ათწლეულში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. იქნება ეს ევროპის, აზიის, აფრიკის თუ ამერიკის ქვეყნები, მიუხედავად ამ ქვეყნების განსხვავებული ისტორიული და კულტურული ხასიათისა, ეკონომიკური და ადამიანური პოტენციალისა. კერძოდ, 7 %-ზე მაღალი ზრდა გარდა ბუნებრივი რესურსებისა, გამოწვეული იყო განათლების სფეროში თანხების დაბანდებით, ინოვაციების მხარდაჭერით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით და მომსახურების სფეროსთან ერთად, სამრეწველო და აგროსექტორის პოტენციალის ზრდით;

 

დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ზრდის ყველაზე მაღალი საშუალო ვადიანი პროგნოზი. სსფ-ის პროგნოზის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა 2019-2023 წლებში არა თუ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში, ყველა მზარდი იქნება საშუალოდ 5.2 % -ის ფარგლებში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის არც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის და არც კეთილდღეობის საშუალო ევროპული დონის მისაღწევად. ამ ზრდის ტემპებით მინიმუმ 30 წელი მაინც დაგვჭირდება საშუალო ევროპულ დონეზე რომ გავიდეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება მეტი დინამიზმი განვიტარებაში და ნამდვილად არა გვაქვს დასაკარგი დრო. თვალსაჩინოებისათვის წელიწადში 10% -იანი ზრდისას უახლოეს 20 წელიწადში ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის, ხოლო თუნდაც წელიწადში 7.5 % -იანი ზრდის პირობებში ვიქნებით უკვე უახლოეს ათ წელიწადში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცხოვრების დონეზეც კი.

 

გარდა იმისა, რომ გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა, გვაქვს პოტენციალი გაცილებით მაღალი ზრდის მისაღწევად. აქ ვგულისხმობ თუნდაც 7-7.5 %-იან ზრდის მაჩვენებელზე გასვლას, რაც ეკონომიკის სექტორალური განვითარების და დივერსიფიკაციის კუთხით, მომსახურების სერვისების, ტურისტული ინდუსტრიის და სატრანსპორტო და საპორტო არტერიების მზარდ განვითარებასთან ერთად, საწარმოო პოტენციალის და პირველ რიგში ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების და რაც მთავარია, კაპიტალის ბაზრის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობაზე იქნება აგებული.

 

ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრის შემიოსავლებს და შემაცირებს მიგრაციას, თუნდაც სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" და „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ან თუნდაც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე, მეწარმეებისათვის ფინანსური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებით, ასევე რაც მთავრია სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, მაგრამ თავისი ფუნქციონალური დატვირთვით, ეკონომიკისათვის პრაქტიკულად ნულოვანი ეფექტის მქონე, მნიშვნელოვანი აქტივების, როგორც უძრავ-მოძრავი ქონების, ასევე ცალკეული სსიპ-ების და აიპებ-ის უფრო აქტიური და მიზანმიმართული ჩართვით ეკონომიკურ ბრუნვაში. დღეს სახელმწიფო საწარმოთა დიდი ნაწილი ზარალიანია, მხოლოდ 13% მუშაობს მოგებაზე, რაც ერთის მხრივ არაეფექტურ მართვაზე მიუთითებს, ხოლო მეორე მხრივ, მძიმედ აწვება ბიუჯეტს და აფერხებს ეკონომოკურ ზრდას. აქ გამოსავალი შეიძლება იყოს არა მხოლოდ საწარმოთა ნაწილის პრივატიზება, არამედ სახელმწიფო საწარმოების მართვის გაცილებით ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებაც, რაც განსაზღვრავს და ჩამოაყალიბებს მართვის უნიფიცირებულ პრინციპებს, და რაც წარმატებით გამოიყენება ევროპის ქვეყნებში.

 

მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას ნამდვილად შეუძლია, ამ ამოცანების წარმატებით გადაწყვეტა. აქ იგულისხმება უფრო რადიკალური და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმების შემუშავება, როგორც ზრდის ხელშემწყობი ამოცანების დაგეგმვის, ისე აღსრულების და კონტროლის მიმართულებით, პირველ რიგში მართველობითი სტრუქტურების და სამინისტროების დონეზე.

 

ამასთან, უნდა ავღნიშნო, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული მსხვილი საინვესტიციო პროექტები, აბასთუმანის რეაბილიტაციასთან ერთად, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ასევე სამეცნიერო კვლევით ცენტრების მშენებლობა მთლიანდ ჯდება სწრაფი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიაში, რადგან ასრულებს რა თავისებური ლოკომოტივის როლს, აზღვევს სხვა კერძო პოტენციურ ინვესტიციებსაც. ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს დიდ ბაზრებთან ინტეგრაციით მიღებულ ეფექტსაც. ამას ადასტურებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერის შემდგომ თითქმის 30 %-ით გაზრდილი სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც. ჩინეთთან და დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, უახლოეს მომავალში კი უმსხვილეს ეკონომიკასთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე გადასვლა, ანუ მსოფლიოს მეგაეკონომიკებთან ინტეგრაცია ქმნის ერთგვარი დიდი ბაზრების სინერგიის ეფექტსაც, როგორც ეკონომიკური ზრდის და დასაქმების ხელშეწყობის, ასევე უსაფრთხოების და პირველ რიგში საექსპორტო პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით. თავის მხრივ, ქვეყნის საერთაშორისო, მათ შორის სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება, საერთაშორისო ვაჭრობის სტიმულირებასთან ერთად, ქმნის კარგ წინაპირობებს საინვესტიციო პოტენციალის გასაზრდელად, არა მხოლოდ დაბალი ან საშუალო ტექნოლოგიური ინვესტიციების, არამედ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვითაც.

 

ჩვენ გვაქვს კარგი შანსი სწრაფი ეკონომიკური ზრდის სტრატეტეგის შედეგად, არათუ მკეთრად გაიზარდოს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები, არამედ უკვე უახლოეს წლებში გადავიქცეთ რეგიონის არა მხოლოდ სატრანსპორტო ან ტურისტულ ჰაბად, არამედ სამრეწველო და საგანმანათლებო ჰაბადაც კი.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
February 21,2019
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
May 10,2019
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
May 23,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
June 17,2019
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
June 20,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
July 31,2019
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
August 01,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
September 12,2019
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტურებს
September 19,2019
წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს
October 29,2019
"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ რიგში სავალუტო კურსზე აისახება ნეგატიურად"
November 19,2019