ოქრუაშვილის თანაგუნდელები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ
2009.01.15 16:35
`მოძრაობა ერთიანი საართველოსათვის` პრეზიდენტის უპირობო გადადგომას ითხოვს. ეკა ბესელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ უნდა დაინიშნოს დემოკრატიული ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.
ბესელიას თქმით, მის მოთხოვნას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან. პარტიის წარმომადგენელმა დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ვრცლად ისაუბრა.
`მთელი ოპოზიცია და სახოგადოება უნდა გაერთიანდეს ერთი მოთხოვნის ირგვლივ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის უპირობო გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, რომელიც იქნება დემოკრატიული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, რასაც მოყვება კონსტიტუციური ცვლილებების გატარება დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა,` განაცხადა ეკა ბესელიამ.