ლუკაშენკო სეპარატისტული რეგიონების შესახებ საუბრობს
2009.06.05 16:32
ბელორუსი თავად გადაწყვეტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს და საკუთარ პოზიციას არ გაყიდის. ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ერთ-ერთი რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, მას პირობა წაუყენეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების სანაცვლოდ, ბელორუსი ტრანშის სახით რუსეთისგან 500 მილიონ დოლარს მიიღებს.
` ჩვენ არ გვინდა პოზიციებისა და საკითხების გაყიდვა. ბელორუსის ისტორიაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და არც მოხდება. ამ საკითხს ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ,`- განაცხადა ლუკაშენკომ.