|
2013 წლისთვის, სააკაშვილს ჰააგის საპატიმროში, მისთვის მისჯილი წლების მესამედი, უკვე მოხდილი ექნება! თუკი, რასაკვირველია, ციხის სამრეცხაოში მომუშავე ქალის გაუპატიურებისთვის, სასჯელის ზომა შესაბამისად არ ექნება დამატებული!..
რას ვიზამთ, სამშობლოს მიწა ისეთი რამაა, რომელსაც, ზოგჯერ, ოფლი არ ჰყოფნის, _ სისხლს მოითხოვს!.. აცხადებს "ჯორჯიან თაიმსთან" საუბრისას ცნობილი პუბლიცისტი და მწერალი თამაზ წივწივაძე, რომელივ ჩვეული ენამახვილობით და სარკაზმით აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
_ “თავისუფლების ინსტიტუტის” ერთ-ერთმა წევრმა თეა თუთბერიძემ ჩვენთან საუბრისას შემდეგი განაცხადა, რომ პატრიარქზე მეტად ცხოვრობს ქრისტიანული ცხოვრებით. მან ასევე პატრიარქი რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა...
_ მე რომ ახლა იმის გარკვევა დავიწყო, არის თუ არა თეა თუთბერიძე რომის პაპზე უფრო კათოლიკე, ან საქართველოს პატრიარქზე უფრო ქრისტიანი _ მე თვითონ დავტოვებ იმაზე უფრო არასერიოზული კაცის შთაბეჭდილებას, ვიდრე სინამდვილეში ვარ!.. თუ გახსოვთ, ამ ქალბატონმა, ერთხელ, გაზეთშიც დაწერა: უნივერსიტეტის დიპლომს მხოლოდ იმიტომ ავიღებ, ტუალეტში რომ დავკიდოო!..
ამიტომ ისე ჩავთვალოთ, თითქოს თეა თუთბერიძეზე არც თქვენ გიკითხავთ რამე და არც მე არაფერი მიპასუხია!.. არადა, მე ის კაცი ვარ, ვინც ადრე ,,თავისუფლების ინსტიტუტს’’ ანუ ქართველი ხალხის საზიანოდ შექმნილ ბოროტების ამ ადგილს, ,,ავისულების ინსტიტუტი’’ ვუწოდე!.. ნახეთ, ფორმითაც და შინაარსითაც რა ახლოს არიან ერთმანეთთან! _
,,თავისუფლების ინსტიტუტი’’...
,,ავისულების ინსტიტუტი’’...
_ ბოლო დროს აშკარად მიმდინარეობს ანტისტალინური კამპანია. დღეს კომუნიზმს კერძოდ კი სტალინს უფრო დიდ საფრთხედ მიიჩნევენ ვიდრე ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიას. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
_ ეპოქალური პიროვნების შეფასებებთან ჩემისთანა მოკვდავს რა ხელი აქვს!
ყველამ თავისი ტოლი უნდა იცოდეს. თუმცა, ერთიცაა _ ალექსანდრე მაკედონელის, იულიუს კეისრის, გნეუს პომპეუსის, ნაპოლეონ ბონაპარტესა და მათი დარი მსოფლიოს ყველა დროის მთავარსარდლებს, მხოლოდ იმით აჯიბრებენ ერთმანეთს, ვინ რამდენი ტერიტორია დაიპყრო, რამდენი ადამიანი მოკლა და რამდენს აჰყარა იარაღი ანუ რამდენი ტყვე წამოასხა!.. როგორც დათვალეს, ამ კუთხით იულიუს კეისარი ჯერჯერობით ყველას აჭარბებს!.. თუმცა არც ის მგონია, რომ სტალინი, ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მთავარსარდალს ან დაპყრობილი ტერიტორიების სიდიდით, ან დახოცილი ადამიანების რაოდენობით, ან კიდევ, ტყვედ აყვანილი ჯარისკაცების რიცხვით ჩამოუვარდებოდეს!..
რასაკვირველია, მე არ ვამტკიცებ, რომ ეს სარდლები, რაც უფრო მეტ ადამიანს გაჟლეტდნენ, მით უფრო კარგები იქნებოდნენ, მაგრამ მსოფლიო ხალხების ისტორიაში უფრო დიდ კვალს რომ ტოვებდნენ, ესეც ცხადია!..
ამ კაცმა (სტალინმა!) კიდევ, მსოფლიო ხალხების ერთი ნახევარი ,,გააწითლა’’, მეორე ნახევარი კი მიწაში ჩადო!..
ხოლო აქა-იქ თუ ვინმე დარჩა ხელმიუწვდომელი, ესეც იმიტომ, რომ ბუნებრივ სიკვდილამდე არ დააცადეს, უფრო ნაადრევად მოწამლეს!..
_ ბატონო თამაზ თუ უყურებთ ტელე-კომპანია “იმედზე” გადაცემა “სიმართლის დროს” მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მსგავს გადაცემაში და საქმე ხომ არ გვაქვს ფასეულოთა კრიზისთან?
_ იმის მიუხედავად, რომ ამ გადაცემის ,,დიდი ტრფიალი’’ არ გახლავართ, რაღაც წარმოდგენა მის შესახებ მაინც გამაჩნია და, ცხადია, უარყოფითი მუხტის!..
არადა, ეს სატელევიზიო პროექტი, აქაც და უცხოეთშიც, იმ ადამიანების მოგონილია, ერის გარყვნასა და გათახსირებას რომ ემსახურებიან!
რა საკვირველია, მე ისეთ გადაცემაში ვერ მივიღებ მონაწილეობას, სადაც საზოგადოებრივ ცნობილ პიროვნებებს, უამრავი ხალხის თვალწინ, მათ შორის, ახლობლების თვალწინაც, მოურიდებლად ეკითხებიან: აკეთებდნენ თუ არა ახალგაზრდობაში ,,მუჭურს’’!..
კი, მაგრამ, თქვე კაი ხალხო, თუკი ქვეყანაშიც და ეთერშიც, ,,სიმართლის დრო’’ გიდგათ, ამ სისულელეებით დაინტერესებას, ის არ ჯობია, უფრო სერიოზული საკითხები რომ გავარკვიოთ?!
ხოლო თუ უფრო მნიშვნელოვნად ის მიგაჩნიათ, რას უშვება კაცი საკუთარ უკანალს, ამის გასარკვევად ეს ამხელა სატელევიზიო გადაცემა რად გინდათ _ ამისთვის ხომ პოეტური ,,ფუნაგორიების’’ წაკითხვაც სავსებით საკმარისია?
თანაც, ეს პოეტური წკიპურტები, გაცილებით მეტ იუმორს მოიცავენ და მოსასმენადაც ,,საამოა’’...
მაგალითად, ასეთი:
დგას ინსპექტორი ტრასაზე
და მანეთისთვის ტ---ს აძლევს...
ან კიდევ:
ადამიანი მეტ-ნაკლებ,
სუყველა არის მეტ---ე!..
ძვირფასო რედაქციავ! მიუხედავად სკაბრეზულობისა, აქ იმდენი ,,პოეზია’’ და მხატვრული ,,ბუფონადაა’’, თანაც, ისეთი ცნობილი პოეტების დაწერილია, რომ მე თქვენს ადგილას ამ სტრიქონებს მკითხველს არ წავუშლიდი!..
_ გლობალური ღირებულებები ცოტაოდენ უცხო ხომ არ აღმოჩნდა ჩვენთვის, ვინაიდან მენტალურად უფროსი თაობა მაინც წარსულიდან მოდის?
_ ეგზიუპერის ცნობილი ფრაზის მიხედვით: ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ!.. ამ თემაზე, ცხადია, ქართველებსაც გვიფიქრია და, ჩემი აზრით, ეს საკითხი ყველაზე უკეთ დავით გურამიშვილთან არის გარკვეული!
,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს
საცნობლად თავისადაო;
ვინ არის, სიდან მოსულა,
სად არის, წავა სადაო?’’
ერთი სიტყვით საიდან მოვდივართ, ეს, თითქმის, გარკვეული გვაქვს!
ხოლო სააკაშვილის ხელში საით მივდივართ, ნეტა ამის ტურა გამხადა და, მეტი არაფერი მინდა!..
_დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის, რომელი გზა უნდა აირჩიოს
საქართველოს მომავალმა ხელისიფლებამ, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის და ნეიტრალიტეტის გამოცხადების თუ ისევ ნატოს იმედზე ყოფნის?
_ შეიძლება, სამივე ეს გზა აუცილებელიც კი გახდეს, მაგრამ საკმარისი არ იყოს!..
იქნებ, დამატებითი გზის მოძებნაც დაგვჭირდეს _ ამას კი მარტო ხელისუფლების გარჯაც არ ეყოფა _ ქუდზე კაცია გამოსასვლელი! კონსტანტინე გამსახურდიას ფრთიანი გამოთქმა ხომ გახსოვს: თუ ხალხმა თავად არ მოინდომა, იმას ალექსანდრე მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებსო!..
მითუმეტეს, ისეთ ურთულეს სიტუაციაში, როცა საქმე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ეხება...
_ როგორ შეაფასებდით ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გახშირებულ ვიზიტებს რუსეთში და რისი მომტანი შეიძლება იყოს ეს საქართველოსთვის?
_ მე ჩვენს ოპოზიციონერებს იმდენად კი ვიცნობ, თითოეულზე რომ ვთქვა: არც ერთ მათგანს სამშობლოს ბედი ისე არ ტანჯავს, ღამით ძილი რომ გაუტეხოს და დილაუთენია მოსკოვში წასასვლელად წამოაგდოს _ საკუთარ ქვეყანას რაღაც საშველი რომ მოუპოვოს!.. ერთი სიტყვით, ფათერაკებით სავსე ამ ურთულეს გზას, მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით არ გაივლიან _ გული ალბათ მომავალ კარიერაზე ფიქრითაც ექნებათ გაჯერებული! მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ხმამაღლა ვაცხადებ _ ამ მისვლა-მოსვლისა და გარჯის გარეშეც არაფერი გამოვა!
ამიტომ რაც მეტი და წარჩინებული ხალხი ივლის რუსეთში, საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის აღსადგენად, გაცილებით უკეთესი იქნება!
გაიხსენეთ აკაკი _ ,,ვინც სახლში დარჩა რა გააკეთა, ვინ მოაშორა ქვეყანას ჭირი?’’
_ რამდენად მოსალოდნელის საქართველოში ბიშკეკის სცენარის განმეორება?
_ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, რომ ქვეყანაში შექმნილი აბსურდული ვითარებიდან გამომდინარე ანუ ,,მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა’’, ქართველი ხალხი ყველაზე ახლოს ბიშკეკის მოვლენებთან ვართ! და, ნეტა, საქმე რუმინეთის პრეზიდენტის, ჩაუშესკოს შემთხვევაზე არ მივიდოდეს! ანდა, რა გასაკვირი ეს იქნება
_ აწ უკვე გამოფხიზლებული ქართველი ხალხი საკუთარ უფლებას ისევე აღარ დათმობს, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლებას!.. ჰოდა, ბიშკეკიც მეტი კი არაფერია!..
ახლა ჩვენი ერთადერთი ამოცანა მხოლოდ ისაა, რაც შეიძლება ნაკლები სისხლი დაიღვაროს!.. რას ვიზამთ, სამშობლოს მიწა ისეთი რამაა, რომელსაც, ზოგჯერ, ოფლი არ ჰყოფნის, _ სისხლს მოითხოვს!..
_ ოპოზიციას თვითმართველობის არჩევნებში წინასწარ უწინასწარმეტყველებენ დამარცხებას. რით არის ეს განპირობებული, თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ რომ ეს არჩევნები მოუგოს ხელისუფლებას?
_ ამასაც პირდაპირ ვაცხადებ! სააკაშვილის რეჟიმის ხელში, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ისევე უიმედო საქმეა, როგორც რეაქტიული თვითმფრინავიდან გაშლილი ქოლგით მიწაზე გადმოხტომა!..
_ 2013 წლის შემდეგ რა ბედი ელის მიხეილ სააკაშვილს?
_ ძვირფასო მეგობარო, 2013 წლისთვის სააკაშვილის კი არა, დედამიწის ბედი იქნება გასარკვევი _ საკუთარი ღერძის შვიდგრადუსიანი გამრუდებით, ვინ იცის, სამყაროს რომელ უფსკრულში გადაგვჩეხავს!..
თორემ სააკაშვილს რა უჭირს _ მაგ დროისთვის, ჰააგის საპატიმროში, მისთვის მისჯილი წლების მესამედი, უკვე მოხდილი ექნება! თუკი, რასაკვირველია, ციხის სამრეცხაოში მომუშავე ქალის გაუპატიურებისთვის, სასჯელის ზომა შესაბამისად არ ექნება დამატებული!..
|