|
"როგორც ხელმძღვანელს, სტალინს ბადალი არ ჰყავდა მსოფლიო ისტორიაში".
ვინ იყო სინამდვილეში სტალინი, რა როლი მიუძღვის მას მსოფლიო ისტორიაში, ვინ ხვრეტდა ებრაელებს აღმოსავლეთ ევროპაში და რისთვის იბრძოდა სტალინი?
"ჯორჯიან თაიმსი" იური მუხინს ესაუბრა. იური მუხინი, პროფესიონალი პუბლიცისტი, ისტორიკოსი, გაზეთ "დუელის" მთავარი რედაქტორი, ორმოცამდე კვლევითი წიგნის ავტორია. მათ შორისა "კატინსკი დეტეკტივ", "ანტირასისკაია პოდლოსტ" "სუდ ნად სტალინიმ".
_ თქვენი შრომები ძირითადად სსრკ _ ს ისტორიისა და სტალინისადმია მიძღვნილი. რა უნდა იცოდნენ ქართველებმა სტალინსა და მის როლზე სსრკ_ს ისტორიაში?
_ მიმაჩნია, ქართველებმა უნდა იცოდნენ: რუსმა, წარმოშობით ქართველმა, განსაზღვრა ვარსკვლავური საათი არა მარტო რუსეთის, არამედ მსოფლიო ისტორიაში. (ეს არაა საქართველოს აპოლოგეა, რამდენადაც მე ვთვლი, რომ საქართველომ პირველმა უღალატა საბჭოთა კავშირს, ამდენად დღევანდელ ქართველებს ვერაფრით შევაქებ.) რამდენადაც იმ დროს იყო ბერიაც, რასაც ვერ გავექცევით, კაცობრიობის ვარსკვლავური საათი ნამდვილად ქართული იყო.
ვშიშობ, რომ დღეს საქართველო რუსეთისგან არ განსხვავდება და თავისი სამშობლოს ისტორიის შესახებ მხოლოდ ხრუშჩოვის ტყუილებიდან იციან, რომელსაც ის დასავლეთის დავალებით ახმოვანებდა.
გასული საუკუნის პირველ ნახევარში, სსრკ_ს მოსახლეობა დიდ გაურკვევლობასა და საშიშროების წინაშე იდგა. საშიშროების წუთებში (თუ მას გააცნობიერებ) ნებისმიერი გონიერი ხალხი წამოაყენებს ბელადად ყველაზე ჭკვიან და სამართლიან ბელადს, მასთან ერთად გაიმარჯვებს და ამაღლდება. ვისი ხელმძღვანელობით გავხდით ჩვენ საბჭოთა ხალხი ზეადამიანები? ვისი ხელმძღვანელობით ავმაღლდით? ვისი ხელმძღვანელობით დავაჩოქეთ მთელი ფაშისტური ევროპა და კოსმოსში ავიჭერით? რა, ამერიკელი მრჩევლები გვყავდა მოწვეული?
დაფიქრდით ამაზე და მიხვდებით, საიდან აქვს დასავლეთს სტალინის მიმართ ასეთი სიძულვილი. დასავლეთისთვის სტალინი კი არ არის საშიში, არამედ ჩვენ, რუსები (საბჭოელები), როცა ჩვენ ვხდებით ზეადამიანები და როცა ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაღწევთ. სტალინს კი არ ასხამენ ლაფს ადგილობრივი და იმპორტული ანტისტალინისტები. მას აკლდება რამე ჩირქის მოცხებით? სად ისინი და სად სტალინი? ეს სასაცილოა. სტალინისადმი ცილის წამებით ჩვენს წინაპრებს და შესაბამისად, ჩვენც გვამცირებენ.
სტალინი იყო რეალური, ნამდვილი ხელმძღვანელი _ ის, ვინც პირადად ხელმძღვანელობდა, და არა მხოლოდ ხელს აწერდა ბიუროკრატიული აპარატის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს და არ კითხულობდა ამავე აპარატის მიერ მომზადებულ სიტყვას. (ასეთი ხელმძღვანელები დღეს არ არიან) და როგორც ხელმძღვანელს, სტალინს ბადალი არ ჰყავდა მსოფლიო ისტორიაში. ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ.
მეორე მსოფლიო ომში სსრკ სტალინის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად მთელ ევროპას შეებრძოლა და გერმანიისა და მისი მოკავშირეების 75 % შეიარაღებული ძალები გაანადგურა, (15 % ამერიკის ხარჯზე მოდის, ხოლო ბრიტანეთის 10% ). მეორე მსოფლიო ომმა იმ სიმდიდრის მესამედი გაანადგურა, რაც ჩვენმა წინაპრებმა რიურიკიდან დაწყებული დააგროვეს. მიუხედავად ამისა, 1947 წელს, სსრკ_მ გააუქმა ბარათები პროდუქტებზე _ ომიდან ორი წლის შემდეგ, საფრანგეთმა ეს 1949 წელს შესძლო და ინგლისმა მხოლოდ 50 _ იანი წლების დასაწყისში.. თანაც ამ ქვეყნებში პროდუქტები ბარათებითაც კი ისეთი ძვირი იყო, რომ შეძენა შეუძლებელი იყო.
სსრკ _ ში 5 წლის შემდეგ ბარათები გაუქმდა. პური, ხორცი, ზეთი უკვე ორჯერ იაფი ღირდა, ვიდრე ბარათების გაუქმებამდე, შაქარი კი სამჯერ ნაკლები. ამ 5 წლის განმავლობაში აშშ _ ში პურზე ფასი ერთი მესამედით, ინგლისში ორჯერ, საფრანგეთში კი ორჯერ მეტად გაიზარდა. ხორცზე ფასმა აშშ _ ში ერთი მეოთხედით, ინგლისში _ ერთი მესამედით, საფრანგეთში კი ორჯერ მოიმატა. 1952 წელს არა მარტო სსრკ _ ს დედაქალაქებში, არამედ საოლქო ცენტრებშიც უკვე მაუწყებლობდა ტელევიზია, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში, მაგალითად იტალიაში მასზე არც ოცნებობდნენ. სტალინურ სსრკ _ ს ეკონომიკური ზრდის ტემპებით, მისი მკვლელობის შემდეგაც კი ათწლეულობის მანძილზე, ვერავინ უსწრებდა. მე 22 წელი ვიმუშავე ქარხნის ხელმძღვანელად და ვიცი, რას ნიშნავს მართვა. მე პირადად 1500, ირიბად კი 6000 ადამიანს ვხელმძღვანელობდი, სტალინი კი 100 მილიონს და როგორი ეფექტით! მე ეს აღტაცებას მგვრის _ აი, ეს არის კაცობა!
თქვენ თუ გინდათ იყოთ ის, როგორსაც ოცნებობს დასავლეთი, დაგინახოთ _ კაცუნებად _ სულელურად გაიმეორეთ, რომ სტალინმა დახოცა ასი მილიონი უდანაშაულო ადამიანი. მაგრამ თუ თქვენ ადამიანები ხართ, დაფიქრდით, ამ უდიდეს ადამიანზე. მე უკრაინელი ვარ და მინდა ქართველებს მოგმართოთ უკრაინელი პოეტის შევჩენკოს სიტყვებით, "სლავნიხ პრადედოვ ველიკიხ, პრავნუკი პოგანიე." ასევე ვართ, ჩვენც, უკრაინელები.
_ თქვენ სტალინის შვილიშვილის ევგენი ჯუღაშვილის ერთერთი წარმომადგენელი ხართ, "ნოვაია გაზეტას" და "ეხო მოსკვის" წინააღმდეგ სასამართლო პროცესებზე. რატომ დათანხმდით ამ პროცესებში მონაწილეობას?
_ არ მინდა ვიყო "პოგანი პრავნუკ."-ი
_მალე 9 მაისია. რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ წითელ მოედანზე სტალინის პორტრეტების ნაცვლად ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცები ჩაივლიან?
_ დღევანდელ რუსეთს, ისე როგორც სნგ _ ს სხვა ქვეყნებს, ამ დღესასწაულის აღნიშვნის უფლება არ აქვთ _ მათ არ გაუმარჯვიათ ამ ომში. გაიმარჯვა სსრკ _მ. დღეს მიღწეულია ჰიტლერის მიზანი _ სსრკ დაშლილია ნაწილებად და ეს ნაწილები გერმანიის კოლონიებია. ამიტომ, სტალინის პორტრეტების სნგ _ ს ქვეყნების ხელმძღვანელთა მიერ გამოკიდება უადგილოდ მეჩვენება. მათ უნდა გამოკიდონ ჰიტლერის, ვლასოვის (ეს ის ვლასოვია, რომელიც დღევანდელი რუსეთის დროშით ჰიტლერისთვის იბრძოდა), გორბაჩოვის, ელცინის და შევარდნაძის სურათები. აი, ისინი არიან სსრკ _ ს გამარჯვებულები, სტალინს კი თავიანთი უწმინდური ხელებით ნუ ეხებიან.
_ საქართველოში ფაქტობრივად არ იციან, რომ ერთ _ ერთი თქვენი გამოკვლევა გერმანელებისა და სიონისტების თანამშრომლობას ეხება. ამის დაჯერება საკმაოდ რთულია, რადგან ყველასათვის ცნობილია, როგორ ანადგურებდა ჰიტლერი ებრაელებს.
_ ორი სიტყვით ამის გადმოცემა საკმაოდ რთულია. რადგან ადამიანებმა იციან არა ისტორია, არამედ ისტორიის შესახებ არსებული მითი. მათ არ იციან, რომ სიონისტები თითქმის ასწლეულ მანძილზე უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ, მაგრამ მაინც ვერ შესძლეს პალესტინაში ისრაელის შექმნა, რადგან ებრაელებს სურდათ მუსიკოსებად და ესტრადის მომღერლებად არსებობა და არა ქარხნებსა და მინდვრებში მუშაობა. არსებობდა ჰიტლერსა და სიონისტებს შორის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჰიტლერმა ვალდებულმა აიღო ინგლისისთვის წაერთმია პალესტინა და იქ ძალით გადაესახლებინა ევროპელი ებრაელები. ისინი ევროპელ ებრაელებში ცდილობდნენ გამოეწვიათ შიში, საბჭოთა ებრაელების დახოცვის ფაქტით რადგან საბჭოთა ებრაელები "ხარვეზიან" ებრაელებად მიაჩნდათ, რადგან არ სურდათ პალესტინაში კიბუცების დაარსება, თუმცა დაარსეს კოლმეურნეობები სსრკ_ში. არ სურდათ შეექმნათ ისრაელი პალესტინაში, სამაგიეროდ შექმნეს ებრაული ავტონომიური რესპუბლიკა.
საბჭოთა ებრაელებს კი ადგილობრივი კოლაბორაციონისტები და სიონისტები პირადად ხვრეტდნენ. ბევრმა არ იცის, რომ სიონისტები არწმუნებდნენ ადგილობრივ ებრაელ მცხოვრებლებს, რომ ისინი დასახვრეტად კი არა, გადასახლებაში მიჰყავდათ. 1942 წელს ბრესტის ოლქის კამენეცკის რაიონის სოფელ ვოლჩინში მცხოვრები ებრაელები გერმანელებმა სპეციალურად მოყვანილი რაბინის მეშვეობით დახვრიტეს. კიეველი ებრაელები ბაბე იარში 9 კიეველი რაბინის მეშვეობით დახვრიტეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვილნიუსის გეტოს ბედი, რომელსაც ებრაელი რასისტი იაკობ გენსი ხელმძღვანელობდა. მისი დახმარებით გერმანელებმა 38000 ვილნიუსელი ებრაელი და კიდევ მრავალი ათასი ლიტველი ებრაელი დახვრიტეს. გენსი რიგრიგობით აგზავნიდა ებრაელებს და არწმუნებდა, რომ ისინი გეტოდან უბრალოდ გადასახლებაში მიჰყავდათ. იმდენად ძლიერი იყო გენსის დარწმუნება, რომ როცა ადგილობრივმა ლიტველებმა ამის შესახებ გაიგეს და შეეცადნენ კოლონებად მიმავალი ებრაელებისთვის შეეტყობინებინათ და გაქცევას ურჩევდნენ, ებრაელები ამაყად თავაწეულები პასუხობდნენ : "თქვენ პირველებს დაგხვრეტენ!" ვილნიუსის გეტოს ებრაელი რასისტების სიმდაბლის აპოთეოზი იყო, იაკობ გენსის და ებრაული პოლიციის უფროსის დესლერის მიერ ებრაელთა მასობრივი დახვრეტა ოშმიანში. ებრაულმა პოლიციამ დახოცა ებრაელები, და არა გერმანელებმა ან ლიტველებმა.
მთელი ომის მანძილზე ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ევროპელმა ებრაელებმა წინააღმდეგობა გასწიეს, ვარშავის გეტოში აჯანყდნენ და დახოცეს ცნობილი სიონისტი ალფრედ ნოსსიგი და ებრაული პოლიციის უფროსი.
_1995 წელს გამოიცა თქვენი წიგნი "კატინსკი დეტეკტივ", სადაც თქვენ ამტკიცებთ, რომ მაშინდელი სსრკ _ ს ხელმძღვანელობა არ იყო თანამოზიარე კატინში პოლონელების დახვრეტისა. რა დამამტკიცებელი ფაქტები არსებობს თქვენეული ვერსიის?
_ 2005 წელს, ამ წიგნის გამოშვების შემდეგ, მე დავწერე კვლევა "ანტირასისკაია პოდლოსტ". წიგნში 700 _ მდე ფურცელი და დაახლოებით ამდენივე დამოწმებული წყაროს ფაქტია. 2005 წლის შემდეგ ფაქტები და მოსაზრებები უფრო გაიზარდა. მოკლედ შემიძლია გითხრათ. სსრკ _ ს არ ჰქონდა პოლონელთა დახვრეტის მოტივი. ისინი დახვრეტილები და დასაფლავებულნი იყვნენ იმ მინდორზე, სადაც ჯერ კიდევ 1941 წელს არსებობდა პიონერთა ბანაკი. ისინი გერმანული იარაღით არიან დახოცილები და გერმანული თოკებით აქვთ ხელები შეკრული. ე.წ `დახურულ პაკეტ #1 _ ში არის 7 დოკუმენტი, რომელიც მოწმობს პოლიტბიუროს ვითომდა მონაწილეობაზე პოლონელთა დახვრეტაში. ამ დოკუმენტს გააჩნია 50 _ ზე მეტი სიყალბე და არის კიდევ ასობით ასეთი ფაქტი.
იმის მტკიცება, რომ პოლონელი ოფიცრები ნკვდ _ ს მიერაა დახვრეტილი, შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც ამის შესახებ არაფერი არ იცის და არ უნდა იცოდნენ. გარდა იმ თაღლითებისა, ვინც ამ საქმის ფალსიფიცირებას ახდენს.
_ თქვენი აზრით, როგორი იქნება ქართველი და რუსი ხალხის შემდგომი ურთიერთობები?
_ რუს და ქართველ ხალხს ურთიერთობები ცუდი ექნებათ, რადგანაც ეს არის ურთიერთობა არა ხალხებს შორის, არამედ სააკაშვილებსა და პუტინებს შორის..
პ.ს: ეს ინტერვიუ გახლავთ პირადად მუხინის მოსაზრება. "ჯორჯიან თაიმსმა" როგორც წესი რესპონდენტის მონათხრობი სტილის სრული დაცვით გადმოგცათ.
|