გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  მაისი 26.05.2013 09:10:44
swf
ბიზნეს რეიტინგი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის
მერაბ ფაჩულია: წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება განსხვავებული იქნება
მალხაზ გულაშვილი: „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესდაჯილდოება დაბრუნდა ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში
ყველაზე რეიტინგული
ნიკა ლალიაშვილი: რობერტ სტურუას წასვლა მთელი ქართული თეატრისათვის დიდი დანაკლისი იქნება
კრემლმა ედუარდ კოკოითს - ალტერნატიური კანდიდატი მოუძებნა
რობერტ სტურუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
ინტერვიუ
მამა ტარიელი : თუ სასულიერო პირებს დააპატიმრებენ „ნაციონალებს“ აუსრულდებათ ოცნება
გოგა ხაინდრავა: მერაბიშვილი, რომ აჭიკჭიკდება, მერე ნახეთ „ნაციონალების“ ცოდვის ტირილი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის

პოლიტიკა
გივი თარგამაძე: ლიკანში არსებული რომანოვების სასახლე ივანიშვილის საკუთრებაშია
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს 28 მაისს ეწვევა
არეშიძე: ეტყობა, „ქართულ ოცნებასთან“ ზურაბიშვილის კანდიდატურაზე შეთანხმება არ შედგა
სამართალი
თამაზ თამაზაშვილის უკანონო დაკავების საქმეზე ყოფილი პოლიციელები დააკავეს
სააპელაციო სასამართლომ ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამხედრო თემა
თავდაცვის სამინისტრო სამხედროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ალასანია თავის ესტონელ კოლეგას შეხვდა
ივანიშვილი: მშვიდობის აღდგენაში მონაწილეობას ზოგჯერ მსხვერპლიც ახლავს, მაგრამ ნატო-სთან ამ ურთიერთობას ვერ შევაჩერებთ
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ისრაელის გეოპოლიტიკური დილემა: ყოფნა თუ არ ყოფნა???
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსიის დასასრული???
რატომ შეუვარდა სააკაშვილი ტრაილერს ?
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(2.5)
პოლიტიკა
ზაზა მრელაშვილი: სააკაშვილისთვის საქართველოში ცხოვრება მხოლოდ მსახიობობა, ნერვიულობა და სტრესია
2010.05.07 17:20


იგი თავს მხოლოდ ამერიკაში გრძნობს კარგად

"ჯორჯიან თაიმსი" ესაუბრება "ქართული აკადემიის" წევრს, მწერალ ზაზა მრელაშვილს, რომელიც მომავალ არჩევნებზე და მოსალოდნელ შედეგებზე გამოთქვამს როგორც საკუთარ, ასევე "ქართული აკადემიის" აზრს. ასევე ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ რატომ უჭერს მხარს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მიერ "ჩარეცხილი" საზოგადოება ირაკლი ალასანიას.

_ ბოლო დროს თქვენი ორგანიზაცია აღარ ჩანს ისე აქტიურად, როგორც უწინ, ხომ არ დაიღალეთ ბრძოლით და, როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა უახლოეს მომავალში?

_ თუკი თქვენ აქტიურობაში ინიციატივიანობას გულისხმობთ, ეს სულ სხვა საკითხია. პოლიტიკურ ბრძოლაში, უმეტეს შემთხვევაში, ინიციატივას მაინც პარტიებს ვუთმობთ, რადგან პოლიტიკა, ძირითადად, მაინც მათი საქმეა. მათ უნდა წარმართონ საქმიანობა ამ მხრივ, ხოლო ჩვენნაირმა საზოგადოებამ მხარი ან უნდა დაუჭიროს, ან არ უნდა დაუჭიროს. კაცმა რომ თქვას, არც "ქართული აკადემია" მდგარა მთლად უქმად. ჩვენ უამრავი ინიციატივით გამოვედით, რაც ჯეროვნად შეფასდა ქართული საზოგადოების მიერ და სწორედ ამიტომაც ვიქეცით საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციად.

რაც შეეხება დაღლას, რანაირად შეიძლება დაიღალო ნორმალური კაცი, როდესაც ხედავ, თუ როგორ თანდათან გეცლება სამშობლო ხელიდან!.. 

_ ვის დაუჭერს მხარს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის მიერ "ჩარეცხილი" საზოგადოება?

_ ამ კუთხით ჩვენი პოზიცია საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. "ქართული აკადემია" მხარს უჭერს "ალიანსს" და ირაკლი ალასანიას, თუმცა ეს არ გახლავთ რაიმე უცნაური ახირება ან კაპრიზი. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი მართლაც ჭკვიანი, განათლებული და გაწონასწორებული პიროვნება და პოლიტიკოსია, ჩვენ მხოლოდ ამიტომ არ დავმდგარვართ მის გვერდით. მისდამი ჩვენი სიმპათია პოლიტიკაში შექმნილმა ვითარებამ და სხვა ფაქტორებმაც განაპირობა _ მისმა რეიტინგმა, გარემოცვამ, მისადმი საზოგადოების ნდობის მაღალმა დონემ. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და ვიმსჯელეთ, სანამ ამას გადავწყვეტდით და მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი გადავდგით, როდესაც მომავალ არჩევნებში ოფიციალურად მხარი დავუჭირეთ ირაკლი ალასანიას. თუმცა ეს ისე არ მიიღოთ, თითქოს "ქართულ აკადემიას" მასთან ფანატიზმის ჯაჭვი აკავშირებდეს. თუკი თავის მიერ არჩეულ გზას, მრწამსს და საკუთარ სამოქმედო პროგრამას გადაუხვევს, რაც შემდგომში ვნებას მიაყენებს ქვეყანას, ჩვენ მისი ოპოზიციაც გავხდებით და, რაც სათქმელი იქნება, მასაც ისევე ვეტყვით, როგორც დღეს სააკაშვილს ვეუბნებით.

_ პიარის თვალსაზრისით ხომ არ აგებს ხელისუფლებასთან ოპოზიცია?

_ სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება, სხვა "სიკეთეებთან" ერთად, მართლაც მშვენივრად ფლობს პიარტექნოლოგიას. მას ამაში საკუთარი მედია და უზურპირებული ბიუჯეტიც უწყობს ხელს. მის განკარგულებაშია თითქმის ყველა ის ბერკეტი, რომელმაც პიარტექნოლოგიური საქმიანობა უნდა წარმართოს არჩევნების დროს. პოლიცია, სამინისტროები, გამგეობები, უმაღლესი სასწავლებლები, სკოლები. თქვენ წარმოიდგინეთ, უცხოეთიდანაც თავიანთი მომხრე დამკვირვებლები და ე.წ. ეგზიტპოლისტები ჩამოჰყავთ. აბა, რა უნდა დაუპირისპირო ამ უზარმაზარ მანქანას _ მწირი ბიუჯეტი? უუფლებობა? არცერთი ბიზნესმენი ოფიციალურად არ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს მთელი რიგი მიზეზების გამო. ამაზე უფრო არასახარბიელო საარჩევნო გარემოს სხვაგან სად ნახავთ?

ამას გარდა, მათ მიერ წარმოებული პიარი, ჩემი აზრით, გათვლილია პოლიტიკურად ახლომხედველ, ზერელე ადამიანებზე და არა ინტელექტუალებზე და ანალიტიკოსებზე. ამ ორ უკანასკნელზე მათ ხელი აქვთ ჩაქნეული, იციან, რომ მათ გულს მაინც ვერ მოიგებენ. ამიტომ ფსონს დედაქალაქის პერიფერიებსა და რაიონებზე დებენ, სადაც ასფალტის დაგება, შადრევნისა და ხიდის აგება, სათამაშო მოედნების მოწყობა, შუშის შენობების აღმართვა, უფასო კონცერტებისა და საარაკო ფოიერვერკების მოწყობა საერთო-სახალხო გამარჯვებად თუ მიღწევებად აღიქმება. იციან, რომ ამისთანა ადამიანებისთვის ე.წ. ვიზუალური "პერფორმანსები" ბედნიერებისა და კეთილდღეობის ილუზიას ქმნის და შედეგად ეს ხალხიც ისეთ ვირტუალურ ნირვანაში იმყოფება, საიდანაც თავის დაძვრენა ძალიან ძნელია. ტელევიზიაში ყველაზე ხანგრძლივი სარეკლამო დრო გიგი უგულავას საპიარო კადრებს ეთმობა და, თანაც, იმ ფონზე, როდესაც ახალი ხიდი იგება, ახალი სათამაშო მოედანი იხსნება, რომელიმე სახლს ახალი სახურავი უკეთდება. ესე იგი, მისი მოღვაწეობა ამ ვირტუალურ სამყაროში დაკავშირებულია სიახლესა და აღმშენებლობასთან! ამასთან, თვითონაც "სიამოვნებით" იღებს მონაწილეობას საქმეში, ასხამს ბენზინს ბენზინგასამართ სადგურებში, აცხობს პურს ფურნეებში, აეროპორტში ბარგსაც ეზიდება... რა არის ეს? მასხარაობა? აფერისტობა? ვინ უნდა მოატყუოს ყოველივე ამით? რა თქმა უნდა, გულუბრყვილო და მიამიტი მოსახლეობა, რომელსაც შესაძლოა, მართლა სჯერა ამ ფარსისა. სინამდვილეში კი, საქართველო, მთელი ამ ბრჭყვიალა ხარახურიანად, ამ შადრევნებიანად, ხიდებიანად, შოუ-კონცერტ-ფოიერვერკებიანად, ხატოვნად რომ ვთქვათ, მაგონებს ერთ მადისაღმძვრელ გარგარს, რომელსაც გახლეჩ და... კაი ჩასუქებულ მატლს და მის ყავისფერ პატივს ჰკიდებ თვალს! აი, ასეა დღეს საქართველო, გარედან ლამაზი, ხოლო შიგნიდან _ ლპობის გზას მდგარი და უპერსპექტივო. ასეთ ქვეყანას და მის მესვეურებს აპიარებს დღეს ხელისუფლება. ამაში კი მართლაც "მაგრები" არიან, თუმცა, მოგეხსენებათ, გასაგების გამგები ყოველთვის არსებობს და ოპოზიციის პიარიც, ასე თუ ისე, თავის საქმეს მაინც აკეთებს.

_ რა შეიძლება მოჰყვეს არჩევნების გაყალბებას და როგორი იქნება თქვენი პოზიცია?

_ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ისტორიულად უსამართლობას რაც მოჰყოლია საქართველოში, მშვენივრად იცით. რას-რას და, ქართველი კაცი რომ ყველაზე ძნელად უსამართლობას ეგუებოდა ოდითგანვე, ეს აღიარებული და ფაქტებით განმტკიცებული ჭეშმარიტებაა. არჩევნების გაყალბებას შეიძლება ყოველგვარი უარყოფითი მოვლენების მთელი გრადაცია მოჰყვეს, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს და, აქაც "ბიშკეკიზაციის" პროცესები არ განვითარდეს! ამას საქართველო უკვე ვეღარ გადაიტანს. ჩვენ ბევრი რამ გამოვცადეთ და გადავიტანეთ ამ ოცი წლის განმავლობაში. 90-იანების წყვდიადისა და განუკითხაობის პერიოდის დაბრუნება ჭკუათმყოფელ ადამიანს როგორ უნდა უნდოდეს? ყველაფერი ცივილიზებული წესებითა და კანონებით უნდა მოხდეს. გამწარებულმა ხალხმა შეიძლება ყველა ზღვარს გადააბიჯოს, უკიდურეს ხერხებსაც კი მიმართოს ამ ხელისუფლების მოსაშორებლად, თუმცა "ქართული აკადემიის" არჩევანი ამ შემთხვევაშიც სიმართლის მხარეს დგომა იქნება და არა სიმრავლისა.

_ მიხეილ სააკაშვილი თითქმის ერთი თვის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა. ზოგიერთის ინფორმაციით, იგი ობამასთან უშედეგოდ ცდილობდა შეხვედრას. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ის მანამ არ დაბრუნდებოდა საქართველოში, სანამ მმართველობის გახანგრძლივების გარანტიებს არ მიიღებდა. რა მოხდა სინამდვილეში, ჩვენს მიტოვებას ხომ არ აპირებდა პრეზიდენტი?

_ მიტოვებას? ეგ რას მიგვატოვებს? სანამ იმ პროექტს არ დაამთავრებს, რომელიც ამერიკისა და რუსეთის მიერ შემუშავდა, თავს არ გაგვანებებს. უბრალოდ, მას მეტისმეტად უყვარს თავისი სამშობლო _ ამერიკა _ და იქ ყოფნა მისთვის მშობლიური სტიქიაა. ხომ ნახეთ, როგორ საუბრობდა იგი ამერიკულ პუბლიკასთან? აბა, დააკვირდით, რა თავისუფლად და უშფოთველად "აბოლებდა" იქაურ მსმენელს თავისი ცნობილი ტყუილებით, როგორ არაქართულ მიმიკასა და ჟესტიკულაციას იყენებდა. მოკლედ, თავის სტიქიაში იყო. აქ კი, საქართველოში, იგი ყოველთვის დაძაბული და განერვიულებულია, ამას მისი ცნობილი ნაძალადევი ღიმილიც კი ვერ ფარავს. გამოცდილი თვალი მშვენივრად შეამჩნევს, რომ ამ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრება მისთვის მხოლოდ მსახიობობა, ნერვიულობა და სტრესია.

ამას გარდა, სააკაშვილს თავმოყვარეობის ამბავშიც ვერა აქვს საქმე კარგად. ნახა, რომ ობამა არ შეხვდა ისე, როგორც საჭირო იყო. შე კაი კაცო, დაადე თავი და ჩამოდი, აქ ნაკლები საქმე გაქვს საკეთებელი? მაგრამ, ნურას უკაცრავად! ლექციები ვიღას წაუკითხოს საქართველოში დავანებული მეტა-დემოკრატიის, აღორძინებული ეკონომიკის, ზღაპრული კეთილდღეობის შესახებ? სანამ უკანასკნელ ფერმის გამგეს, პროფილაქტიკათა სინდიკატის უფროსს, ან მეთევზეთა ასოციაციის თავმჯდომარეს არ შეხვდებოდა და ლექციებს არ წაუკითხავდა სიღნაღისა და ბათუმის განახლებაზე, მანამდე მიშა არც ჩამოვიდოდა ამერიკიდან. ახლა, როგორც იქნა, ეღირსა ჩამობრძანება. ქუთაისში, ტენისის კორტებზე წაუკუნტრუშებია ცოტა.

_ უკანასკნელ ხანს ხშირად საუბრობენ მის არამყარ ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მართლაც ხომ არ გაგვიგიჟდა პრეზიდენტი?

_ ეგ ექიმებს უნდა ჰკითხოთ. ისე კი, შედით "იუთუბ"-ის ვებგვერდში და იქ იხილეთ მისი განუმეორებელი სიცილი, საეჭვო მანერები და არაადეკვატური საუბრები.

_ შესაძლებელია, ახლო მომავალში, საქართველოში დაუშვან ერთსქესიანი ქორწინება. რა აზრი გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

_ როგორი ლირიკული გადახვევაა... აბსოლუტურად იგივე აზრი მაქვს, რაც გულაშვილსა და უნგიაძეს. ამგვარ ქორწინებას საქართველოში არავინ დაუშვებს. ეს არის გახრწნილობისა და ამორალიზმის უმაღლესი კატეგორია. პირადად ვერასდროს შევეგუები ამას, ვინაიდან აქედან დაიწყება ჩემი, როგორც ჯანსაღი ადამიანის ისედაც შელახული უფლებების სამუდამო დასამარება. საერთოდ არ მსურს ამაზე საუბარი...


გიორგი ჩხაიძე
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 349 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ
კირვალიძის შემცვლელი ცნობილია
პრემიერი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება
,,დედაენის ბაღში" აქციას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები გამართავენ
გაზეთი
საზოგადოება |
2013.05.25 16:13
„ვსწავლობ ოფისის მენეჯერის პროფესიაზე. კოლეჯში ევროკავშირის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა და გვითხრეს, რომ პროგრამა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, დაფინანსების მოპოვებას და შემდგომში, დასაქმებას შეუწყობს ხელს“,
ეკონომიკა |
2013.05.25 16:09
როგორც სამუშაოების დათვალიერებისას დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან ის ამარტივებს სატრანზიტო მოძრაობას.
სამართალი |
2013.05.25 15:44
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სუბუტექსი“–ს აბის ნატეხი, ხოლო მისი ავტოფარეხის ჩხრეკისას 46 აბი ამოიღეს.
საზოგადოება კონფლიქტები |
2013.05.25 14:53
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის საპატრიარქოს და მოსკოვის და სრულიად პატრიარქ კირილს თხოვნით მიმართავს და აფხაზეთის ეკლესიის საკუთარ წიაღში მიღებას სთხოვს.
პრესის დაიჯესტი |
2013.05.24 21:12
ჩვენ გამოძიებები დავიწყეთ, თუმცა, ეს რთული პრობლემაა. თუ აღმოჩნდა, რომ მათ თანხები არაკანონიერად წაართვეს, მაშინ სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს. ეს ძალიან დიდი თანხებია, რომლის დაბრუნებასაც სახელმწიფო უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს.
საზოგადოება კულტურა მთავარი დღეს |
2013.05.24 21:04
პოეტი ვაჟა ოთარაშვილი კულტურის სამინისტროში არსებულ კორუფციულ გარიგებებეზე და ინტერესთა კონფლიქტზე geotimes.ge-სთან ექსკლუზიურად საუბრობს.
სამხედრო თემა |
2013.05.24 18:08
„ჯარისკაცების რაოდენობას რაც შეეხება, ეს კიდევ ზუსტდება. ზოგადად, ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობას ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებ. ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან მაღალ დონეზე წარმოაჩენს.
ძიება საიტზე
Geotimes TV
მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ
კირვალიძის შემცვლელი ცნობილია
პრემიერი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1  2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
2728293031  

მაისი 2013
დღის ქრონიკა
17:16
მთავარ პროკურატურასთან პოლიციელს მანქანა დაეჯახა
15:45
სენაკში სამხედრო მოსამსახურემ თავი მოიკლა
15:44
შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
08:00
25 მაისის ანონსი
11:55
შსს-მ 1992 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
მთავარი დღეს
ვაჟა ოთარაშვილი კულტურის მინისტრს ბრალს კორუფციულ გარიგებებში სდებს
ეკონომიკა
დავით ნარმანიამ თბილისის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
რუსეთში ქართული ღვინის ერთ-ერთი კომპანიის პროდუქცია ვერ შევა
სოფლის მეურნეობის მინისტრად შალვა ფიფია ინიშნება
საზოგადოება
მთავარ პროკურატურასთან პოლიციელს მანქანა დაეჯახა
26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
ბიძინა ივანიშვილი 26 მაისს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს
კომენტარი
რამაზ საყვარელიძე: პრეზიდენტის თაობაზე მერაბიშვილს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია
კობახიძე: ეს რომ პოლიტიკური დევნა ყოფილიყო, ყველაფერი უფრო ადრე მოხდებოდა
ნიკა ჩიტაძე: სამწუხაროდ, ქვეყანა სულ უკან მიდის, მოძრაობს უკუსვლით დემოკრატიიდან, ევროპისგან შორს
მსოფლიოში
კრისტიან ლაგარდი სასამართლოს წინაშე აღარ წარსდგება
შვედეთი „ღამის არეულობებმა“ მოიცვა-ხანძარი 12 ქალაქში
პუტინი ეკონომიკურ ამინისტიაზე უარს აცხადებს
ტაბლოიდი
დათო ფორჩხიძე: დღეს ტელევიზიები და რადიოები ფონოღურ სიმღერებს ატრიალებენ
ანი გიუნტერი: ვფიქრობ, არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია-დედობაა
ირმა ცქიტიშვილი: ყოველთვის ვიცი მოდის სფეროში რა ხდება
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge