გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  მაისი 20.05.2013 17:03:55
swf
ბიზნეს რეიტინგი
მალე! მედია ჰოლდინგი "The Georgian Times''-ის ბიზნეს რეიტინგი
ბიზნეს რეიტინგი - ბიზნესის ნაციონალური ჯილდო!
The Georgian Times-ის ტრადიციული „ბიზნეს-რეიტინგი" ბრუნდება!
ყველაზე რეიტინგული
არქიმანდრიტი ანთიმოზი: მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და შეგვინდოს უფალმა, თუ გადავამეტეთ
ყოფილმა პოლიტპატიმრებმა პარლამენტს რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით მიმართეს
ნინო ბურჯანაძე:კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში სასამართლო და სამართალი არ არსებობს -
ინტერვიუ
რატი ამაღლობელი: შესაძლოა რომელიმე მოძღვარს თქვენი სტატია არ მოეწონოს და საცემად გამოგეკიდონ
დღევანდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეკისრება
ნესტან კირთაძე: „ეს უნდა იყოს იდეის და არა ვინმესთან ნაცნობობის არჩევნები“

პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი: მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია ობიექტური ვერ იქნება
„სახალხო კრებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად ნინო ბურჯანაძე წარადგინა
თომას ჰამარბერგი: 17 მაისის მოვლენებში არავინ დარჩა გამარჯვებული
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა დეპუტატებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სტატისტიკა გააცნო
ეკა ფოფხაძე: 17 მაისს სახელმწიფომ თავისი ვალდებულება ვერ უზრუნველყო
რუსუდან შარაძე: გურამ შარაძის მკვლელობის გამოსაძიებლად სიცოცხლის გაღება რომ დამჭირდეს, გავიღებ
სამხედრო თემა
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები თბილისიდან საკუთარ სახლებში გადაასვენეს
ქაშვეთის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული სამხედროების პანაშვიდი მიმდინარეობს
საქართველოს სახელმწიფო დროშები ავღანეთშიც დაშვებულია
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ისრაელის გეოპოლიტიკური დილემა: ყოფნა თუ არ ყოფნა???
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსიის დასასრული???
რატომ შეუვარდა სააკაშვილი ტრაილერს ?
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(2.7)
ინტერვიუ
ინტერვიუ მალხაზ გულაშვილთან
2010.05.22 10:00


 

 

რატომ და როგორ აღმოჩნდა ცხინვალში, მალხაზ გულაშვილი ქადაგებს თუ არა ნეოფაშიზმს და ასრულებს თუ არა მედიაჰოლდინგ ”ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი კრემლის დაკვეთას - პრესა.გე-ს შეკითხვებს მალხაზ გულაშვილი პასუხობს.


ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიტიკური თავშესაფარი შესაძლოა რუსეთს სთხოვოთ. თქვენს განცხადებაში კი, საუბარია ევროპის, ან აზიის რომელიმე ქვეყანაზე. უკვე გადაწყვიტეთ ვის მიმართავთ?


- პოლიტიკურ თავშესაფარს არ ვითხოვ. ჩემი ბავშვი გავარიდე ხიფათს და აღვირახსნილ ადამიანებს, რომლებიც ძალოვანი სტრუქტურის ხელდასხმით მოქმედებენ. იცით ალბათ ეს ყველაფერი.


მხოლოდ ის, რაც თქვენი მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს, თუმცა ფაქტის დეტალები ნაკლებად არის ცნობილი. თქვენი ვერსია როგორია?
- ვერსიას კი არა, რაც მოხდა იმას გეტყვით. ვერსია რა შუაშია კი, არ ვიგონებთ ამას. მას შემდეგ რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეკა კვესიტაძის გადაცემაში ვთქვი, რომ ერთსქესიანი ქორწინებები დაუშვებელია, მუქარის რამდენიმე ზარი განხორციელდა. მოგვიანებით, ჩემი მეუღლე გააჩერეს მანქანით, შავი ფერის ჯიპმა გაუჩერა, ჩაუწია მინას და უთხრა, შენც და შენს შვილებსაც დაგსჯით თუ არ გაჩერდება შენი ქმარიო. მალევე, ჩემი ბავშვი ავარიაში მოყვა. გზაზე გადადიოდა და ჯიპი დაეჯახა. მაშინ მაინც ჩავთვალეთ, რომ ეს შემთხვევითობა იყო. 9 მაისს კი, ოთხმა ადამიანმა, ეს ბავშვი ჩაისვა მანქანაში.


მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს?


- სერი BMჭ იყო, ”პიტსოტი” არაყიშვილის ქუჩაზე. ჩემს შვილს სთხოვეს სიგარეტზე მოგვიკიდეო. მივიდა მანქანასთან. ამ დროს ვიღაცა ამოუდგა უკან, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და სცადეს დაშინება - ახლა გაჩვენებთ როგორ უნდა მამაშენის აქტიურობაო. ბავშვმა ერთ-ერთ კისერში კბილები ჩაასო და ასე რაღაცნაირად მოახერხა თავის დახსნა. ეს ამბავი რომ გავიგე, გვიან მითხრა ჩემმა ბიჭმა, ბუნებრივია, არცერთი ნორმალური მამა შვილს საქართველოში არ გააჩერებდა. აზერბაიჯანისკენ წავედით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პასპორტს 23 აპრილს გასვლოდა ვადა. იძულებული გავხდი მოვბრუნებულიყავი, მაგრამ ბავშვი სადღაც უნდა დამემალა და წავედით სოფელში.


ცხინვალში წასვლა როდის გადაწყვიტეთ?


- მას შემდეგ, რაც ჩემს სოფელში მყოფს მეგობრებმა შემატყობინეს, რომ ჩემის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებდნენ. არც გამოკვირვებია. ჩემი მეგობრებიც ხომ სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს. მეც დამიჭერდნენ ასე უსაფუძვლოდ და მერე მიდი და ამტკიცე, რომ აქლემი არ ხარ. შვილთან ერთად მთის საცალფეხო გზით გადმოვედით ახალგორის რაიონში. 35 კილომეტრი გავიარეთ ფეხით. მე მაგ ხეობიდან ვარ წარმოშობით, კარგად ვიცნობ და ამ გზებით არაერთხელ მივლია.


დაბრუნებას თუ აპირებთ ?


- დაბრუნებასაც ვაპირებ და ბრძოლასაც. ამჟამად ცხინვალში ვარ, შევხვდები საზოგადოების ნაწილს, მათ შორის პრესის თანდასწრებითაც და ჩვენი მოძრაობის მიზნებსა და ამოცანებს გავაცნობ.


მათთვის რის თქმას აპირებთ?


- იმის, რომ ოსმა და ქართველმა ხალხმა უნდა გააგრძელოს დიალოგი. ვნახე მიწასთან გასწორებული ცხინვალი და მიმაჩნია, რომ დანაშაულია, როდესაც ასე ანადგურებ შენს ქალაქს, ასე ექცევი შენს მოქალაქეებს. მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ცხინვალი არ არის საქართველო. ვისაც ცხინვალი საქართველოდ არ მიაჩნია, ეს მისი პრობლემაა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში საღი აზრი გაიმარჯვებს და ღვთისმშობლის შემგინებელნი და სატანისმცოდნეობის გაკვეთილების შემომღებნი საკადრის პასუხს მიიღებენ.


”ბარიერში” თქვენს სტუმრობას და განვითარებულ მოვლენებს საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამბობენ, რომ ეს თქვენი მოძრაობის და ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
- მე და ჩემს მოძრაობას არაფერი დაგვიგეგმავს. ტელეკომპანია ”კავკასიის” თანამშრომლებმა კი, სხვისი დაგეგმილი პროვოკაცია განახორციელეს. სწორედ ისინი მონაწილეობდნენ ჩხუბში. ჩხუბი კი იმის გამო ატყდა, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ახლა ციხეში ზის, ბექა მინდიაშვილს კამერით იწერდა. ინტერვიუს ჩამორთმევა თუ ტერორიზმია, მაშინ ყველა ჟურნალისტი ტერორისტი ყოფილა


გადაცემის სტუდიაში სტუმრების ჩხუბი გამართლებულად მიგაჩნიათ?


- ჩხუბი სტუმრებს შორის სტუდიაში არ ატეხილა. მესამე ძალა მოვიდა გარედან და იმან ატეხა ჩხუბი. ეს ”თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო. ვერ აიტანეს ის, რომ სტუდია კუდამოძუებულებმა დატოვეს. გარწმუნებთ, საქართველოდან კუდამოძუებული გაქცევა მათ წინ ელით. უკვე დავრწმუნდი, რომ სწორედ ეს ორგანიზაცია მართავს საქართველოს ხელისუფლებას. მანამდე კიდევ მქონდა იმედი, რომ მათ შორის იყვნენ წესიერი ადამიანები, ვისაც ღვთისმშობლის შეგინებაზე მწვავე რეაქცია ექნებოდა. ჩანს ყველა ერთი იდეოლოგიით მოიწამლა. რაც შეეხება უდანაშაულოდ დაჭრილ ბიჭებს, ისინი ქრისტესათვის წამებული რაინდები არიან. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი რას იფიქრებენ ჩემზე. მთავარია ღმერთი არ განმირისხდეს.


ვპირდები მათ, რომ ”თავისუფლების ინსტიტუტის” საქმიანობას საქართველოში კონსტიტუციური გზით ავკრძალავ. შვილს დავაბინავებ და თბილისში ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე დავბრუნდები.


პოლიტიკოსთა ნაწილმა თქვენი ქმედებები შეაფასა, როგორც მოსკოვის დაკვეთით საქართველოში არეულობის პროვოცირების მცდელობა...
- მე არანაირი არეულობის პროვოცირებას არ ვცდილობ. ეს არეულობა თავად მათ დაგეგმეს. ისინი ვინც არეულობის მოწყობის ბრალდებით დააპატიმრეს, სტუდიაში ისხდნენ და ხელი არცერთს გაუნძრევია. არეულობა რომ მდომებოდა, ცოტა სხვანაირ არეულობას მოვაწყობდი. იმ პოლიტიკოსებს, ვინც ასეთ შეფასებებს აკეთებს, ”თავისუფლების ინსტიტუტი” ალაპარაკებს და მათ ნიღბები საბოლოოდ ჩამოიხსნეს. ეს ბრძოლა იმას მოჰყვა, რომ ”თავისუფლების ინსტიტუტის” აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ.


ნინო ჯანგირაშვილმა თქვა, რომ გთხოვათ, არ მიგეყვანათ სტუდიაში თქვენი მომხრეები, თუკი სიტუაციის გაკონტროლებას ვერ შეძლებდით.
- სტუდიაში ძალით არავინ მიმიყვანია. დიქტატორული ორგანიზაცია არ მაქვს. ეს კოალიციაა, რომელიც არაერთი ორგანიზაციისგან შედგება და ეს ორგანიზაციები საკუთარი წევრების ქმედებებზე თავად აგებენ პასუხს. ადამიანების ქცევაზე, ვინც მახლდა პასუხს მე ვაგებ, მაგრამ ქუჩაში მოჩხუბარ ადამიანებზე პასუხი მე როგორ ვაგო? მაშინ ნინო ჯანგირაშვილმაც აგოს პასუხი საკუთარი ოჯახის წევრებზე, რომლებიც ჩხუბში იყვნენ ჩართულნი. ალეკო ელისაშვილზე, რომელიც სტუდიაში მთვრალი შემოვარდა. ან იგივე აქუბარდიაზე, რომელიც ასევე მთვრალი შემოვარდა. მე ხომ არ ვიცი სად იჩხუბეს და საიდან შემოვიდნენ მთვრალები. მერე კი, უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვაწყვეთ პროვოკაცია. შემიძლია დავიფიცო, რომ ხელი არავისთვის დამიკარებია არც მე, არც ლევან ჩაჩუას და არც იმ ბიჭებს, ვინც სტუდიაში იმყოფებოდა.


დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, ”კავკასიის” სტუდიაში შეცდომა დაუშვით?


- მე, შეცდომა დავუშვი იმით, რომ სტუდიაში მივედი. არ უნდა მივსულიყავი, რადგან ის ”ნასედკების” ტელევიზია და ”თავისუფლების ინსტიტუტის” განყოფილება აღმოჩნდა. ჩვენმა ბიჭებმა გაიგონეს - სერგო რატიანი სტუდიას რომ ტოვებდა თქვა - დღეს, აქ ქრისტიანების სისხლი დაიღვრებაო. მათი გასვლა და ჩხუბის ატეხა ერთი იყო. ჩვენ რაში გვაწყობდა ჩხუბი, როდესაც ეს, მათ დატოვეს სტუდია წაგებულებმა, რადგან ვერცერთ ჩვენს შეკითხვას არგუმენტირებული პასუხი ვერ გასცეს.
ისმის შეფასებები, რომ თქვენმა განცხადებებმა და ამ ინციდენტმაც ცუდი სამსახური გაუწია საქართველოს საპატრიარქოს...


- რატომ გაუწია ეკლესიას ცუდი სამსახური. ჩვენ არსად გვითქვამს, რომ საპატრიარქოს და პატრიარქის კურთხევით ვართ შექმნილნი და ეკლესიის სახელით ვმოქმედებთ. ვინც ამას ამბობს, შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს. ჩვენ ვართ ქრისტიანები, მრევლი და ქრისტიანთა უფლებებს ვიცავთ. ვფიქრობ, ქრისტიანულ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, სადაც ქრისტიანობა და ქართველობა იდენტიფიცირებულია - ღვთისმშობლის გინება დაუშვებელია. საქართველოს აქამდე თუ პოლიტიკური დევნილები და პატიმრები ჰყავდა, ახლა რელიგიური დევნილები და პატიმრები ჰყავს. სამწუხაროდ, XXI საუკუნეში საქართველოში ხალხი მართლმადიდებლობის გამო იდევნება.


ასევე გაისმა ბრალდება, რომ თქვენს მიერ გახმიანებული იდეები ფაშისტურია და ნეოფაშიზმს ქადაგებთ...
- თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა არის ფაშიზმი, მერე ჩვენი პროგრამა და იქ ფაშისტურს ვერაფერს იპოვით. რაც შეეხება სიმბოლიკას - ორთავიანი არწივი ბიზანტიური სიმბოლიკაა. ვაი ისტორიკოსებს, რომლებიც ხელისუფლებას რამდენიმე ადგილს ულოკავენ, სვიმონ მასხარაშვილს ვგულისხმობ, რომელსაც აუჩემებია, ეს რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოაო, მინდა ვუთხრა, რომ ეს პროტოქართული სიმბოლოა, უფრო ადრე შუმერების იყო,. მოგვიანებით ბიზანტიის და ის საერო და საეკლესიო ხელისუფლებების მიერ სახელმწიფოს სინერგიული მართვას განასახიერებს.

ნინო ჯაფარიძე,presa.ge
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 1036 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
ბიზნეს რეიტინგი - ბიზნესის ნაციონალური ჯილდო
მაღალჩინოსნების დაკავება
მინისტერიალი კრაკოვში
მუზეუმების საერთაშორისო დღე
გაზეთი
ეკონომიკა |
2013.05.20 14:13
შეხვედრაზე, მხარეებმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად მყარი ნარჩენების მართვის საკითხები და მომავალი 2-3 წლისათვის დაგეგმილი პრიორიტეტები განიხილეს. ასევე, განხილულ იქნა დაგეგმილი პროექტები წყალმომარაგების, სამშენებლო და საგზაო ინფრასტრუქტურილს სფეროში.
საზოგადოება |
2013.05.20 13:55
„17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ რამდენიმე განცხადებით შემოიფარგლა. არ მომხდარა სამართლებრივი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა.
ეკონომიკა |
2013.05.20 13:32
ეს თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისში, ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობა – 1 500 000 ლარი;
პრესის დაიჯესტი |
2013.05.20 13:23
რატომ არ უხსნიდა დანა პირს გიგა ბოკერიას, რა დაპირისპირება მოხდა ჩიორა თაქთაქიშვილსა და ბოკერიას შორისა და რა გათვლები ჰქონდათ აქციის ორგანიზატორებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ?
პოლიტიკა მთავარი დღეს |
2013.05.20 12:39
„ლევან ვასაძე რომ ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი, პრაქტიკულად,ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკური სპექტრისა, მხარს დაუჭერდა მის კნადიდატურას. ჩემი აზრით, მას ექნებოდა არჩევნების პირველივე ტურშიმოგების ძალიან დიდი შანსი"
რეგიონი |
2013.05.20 11:53
TV-25”-ის ინფორმაციით, შემთხვევა 15 მაისს, 22:30 საათზე მოხდა. მოზარდი ეჭვმიტანილმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით, ავტოფარეხების უკან გაიყვანა.
სამართალი |
2013.05.19 12:48
"საქართველოს გენერალთა კლუბი ულოცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა პოლიციელს, გენერალს, ოფიცერსა და რიგითს, მათ ვინც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას და მათ ვინც პირნათლად მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე".
ძიება საიტზე
Geotimes TV
ბიზნეს რეიტინგი - ბიზნესის ნაციონალური ჯილდო
მაღალჩინოსნების დაკავება
მინისტერიალი კრაკოვში
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1  2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 212223242526
2728293031  

მაისი 2013
დღის ქრონიკა
16:27
ხათუნა გოგალაძე თბილისის მწვანე სკოლას ეწვია
15:13
შემოსავლების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
15:11
გიორგი ფარესაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ექსპერტიზას ითხოვს
14:13
დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
12:37
თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
მთავარი დღეს
რუსუდან შარაძე: გურამ შარაძის მკვლელობის გამოსაძიებლად სიცოცხლის გაღება რომ დამჭირდეს, გავიღებ
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
გმირთა მოედნის ესტაკადის მშენებლობის ღირებულება 114 864 750 ლარი დაჯდა
საზოგადოება
„ერთსულოვნება“ სავარაუდოდ, დღეიდან საეთერო მაუწყებლობას შეწყვეტს
ხათუნა გოგალაძე თბილისის მწვანე სკოლას ეწვია
გიორგი ფარესაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ექსპერტიზას ითხოვს
კომენტარი
გელა ხვედელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება 14 მაისით თარიღდება
"შსს-დან ხვედელიძის წასვლით, ღარიბაშვილი შეძლებს მთლიანად გააკონტროლოს სამინისტრო"
კახი კახიშვილი: ეჭვი მეპარება, რომ მხოლოდ ბატონი ხვედელიძე იყო ამის გამკეთებელი
მსოფლიოში
ერაყში ტერორისტული აქტების შედეგად ათეულობით ადამიანია გარდაცვლილი
ამერიკის შტატებს 20-მდე ტორნადო დაატყდა თვს
ჰამიდ კარზაის შარიათის კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ
ტაბლოიდი
რას თხოულობს დემი მური ეშტონ კატჩერის სანაცვლოდ?
ნატალია სამადალაშვილი: იმდენი სამოდელო სააგენტოა საქართველოში, რამდენი გოგონაც არ არის
კრისტი ყიფშიძე: არც მყვარებია არასოდეს
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge