გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  მაისი 25.05.2013 03:32:51
swf
ბიზნეს რეიტინგი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის
მერაბ ფაჩულია: წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება განსხვავებული იქნება
მალხაზ გულაშვილი: „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესდაჯილდოება დაბრუნდა ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში
ყველაზე რეიტინგული
მტკვარში თევზების დახოცვის მიზეზად, ჯანგბადის ნაკლებობა დასახელდა
კახა ბაინდურაშვილი ქართული ბიზნესისთვის იაფი კაპიტალის მოზიდვას ცდილობს
ნიკა ლალიაშვილი: რობერტ სტურუას წასვლა მთელი ქართული თეატრისათვის დიდი დანაკლისი იქნება
ინტერვიუ
მამა ტარიელი : თუ სასულიერო პირებს დააპატიმრებენ „ნაციონალებს“ აუსრულდებათ ოცნება
გოგა ხაინდრავა: მერაბიშვილი, რომ აჭიკჭიკდება, მერე ნახეთ „ნაციონალების“ ცოდვის ტირილი
ბიზნესრეიტინგზე ყველა ის კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ამინდს ქმნის

პოლიტიკა
ქართველ ჟურნალისტს ბაქოდან დეპორტაცია გაუკეთეს
ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი აშშ-ში შესაძლოა, ივნისში შედგეს
გიგი წერეთელი: შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატი გამოკვლევების საფუძველზე დავასახელოთ
სამართალი
შესაძლოა, დათა ახალაიას სტატუსი გადაიხედოს და ბრალი მოეხსნას
დევნილთა განსახლებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისებისთვის რამდენიმე პირი დააკავეს
პროკურატურა: მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა კანონის ფარგლებში განხორციელდა
სამხედრო თემა
ირაკლი ალასანია თავის ესტონელ კოლეგას შეხვდა
ივანიშვილი: მშვიდობის აღდგენაში მონაწილეობას ზოგჯერ მსხვერპლიც ახლავს, მაგრამ ნატო-სთან ამ ურთიერთობას ვერ შევაჩერებთ
26 მაისისთვის მზადებასთან დაკავშირებით სამხედრო ავიაცია დღეს და ხვალ რეპეტიციას გაივლის
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ისრაელის გეოპოლიტიკური დილემა: ყოფნა თუ არ ყოფნა???
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: ნაციონალ-სოციალიზმის ქართული ვერსიის დასასრული???
რატომ შეუვარდა სააკაშვილი ტრაილერს ?
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(2.8)
Editorial
12 მაისის ქართული პრესის მიმოხილვა
2011.05.12 13:04
"ქართული პარტია" აშშ-ს უპირისპირდება - "თუ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას!" - ირაკლი ოქრუაშვილი 

"ქართული პარტიის" ფაქტობრივი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჩვეულ სტილს არ ღალატობს - ცდილობს, პასიური ქართველი საზოგადოება მჭახე და რადიკალური განცხადებებით გამოაფხიზლოს. სამშაბათს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერიდან ირაკლი ოქრუაშვილმა მრისხანე გზავნილები მიაწოდა მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ორ მთავარ საყრდენს - ძალოვან სტრუქტურებსა და აშშ-ის ადმინისტრაციას. ოქრუაშვილი ძალოვნებსა და სააკაშვილის ადმინისტრაციული აპარატის წარმომადგენლებს, ფაქტობრივად, "ინდულგენციას" შეჰპირდა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეჟიმს განუდგებიან, ძველი ცოდვები ჩამოეწერებათ და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყებაო. თუმცა იქვე გააფრთხილა, რომ "თუ რომელიმე თქვენგანი გადაწყვეტს, სააკაშვილს საფლავში ჩაჰყვეს, იცოდეთ, არ დაგინდობთ", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით ოქრუაშვილის მრისხანე გზავნილები / `ქართული პარტია~ აშშ-ს უპირისპირდება? 

"პოლიტიკურად გაცილებით მრავლისმთქმელი და ბევრისთვის მოულოდნელი იყო ოქრუაშვილის ანტიამერიკული გამოხდომა. მისი თქმით, 16 მაისს "ქართული პარტია" ამერიკის საელჩოსთან ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავს. `ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელთაგან უმთავრესია სათავესთან მისვლა და ონკანის გადაკეტვა. ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, აშშ-ის საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართველი საზოგადოება... მოვუწოდებთ რიგით თბილისელებს, მოვიდნენ და პროტესტი გამოხატონ იმის წინააღმდეგ, რაც აშშ-დან მომდინარეობს, პირდაპირი და არაპირდაპირი მხარდაჭერით არსებული რეჟიმისადმი, რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობს. ჩვენ ვაპირებთ მათ ვუთხრათ, რომ ამ რეჟიმის მხარდაჭერით ისინი ასამარებენ დემოკრატიას საქართველოში. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას!" _ განაცხადა ოქრუაშვილმა. ოქრუაშვილის ეს განცხადება შესაძლოა ეხმიანება კიდეც ქართველი საზოგადოების ნაწილის განწყობას, მაგრამ ვერ პოვებს დადებით გამოძახილს ახალგაზრდა თაობასა და საზოგადოების ლიბერალურად განწყობილ ფენებში", - აღნიშნავს გამოცემა 

"ამ იდეას აუცილებლად გაემიჯნება სამოქალაქო სექტორიც. რაც მთავარია, ოქრუაშვილის ეს განცხადება ხელისუფლებისთვის შესანიშნავი კოზირია, შეურიგებელი ოპოზიცია პრორუსულ ძალად წარმოაჩინოს. ოქრუაშვილის განცხადება ძალაუნებურად ადასტურებს პრესაში გაჩენილ ვერსიებს, რომ ოქრუაშვილიც და "ქართული პარტიაც" რუსული პროექტია, ან უფრო უარეს ვერსიას, "ქართული პარტია" თვით ხელისუფლების პროექტია და მისი დირექტივებით მოქმედებს, ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის ხელისუფლებას ახალი რეპრესიების დაწყების საბაბი მისცეს, რომ სახალხო პროტესტი კიდევ დიდი ხნით ჩაახშოს. არადა, 2005 წელს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ქართველ საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდა, კითხვაზე, როგორ მოახერხებდა ამას, პასუხობდა: - "ამერიკელთა დახმარებით!" - დასძენს გამოცემა.

"ოქრუაშვილში ანტიამერიკული განწყობის გაძლიერების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც არის, რომ კრიტიკის მიუხედავად, აშშ-ის ადმინისტრაცია განაგრძობს სააკაშვილის მხარდაჭერას და დანარჩენ ოპოზიციას მასთან საერთო ენის გამონახვას ურჩევს. ასეთ ვითარებაში კი ოპოზიციის შანსი, ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდეს, პრაქტიკულად ნულს უტოლდება. ოქრუაშვილის გამოსვლაში აშკარად ჩანდა, რომ მან "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა - "მიუხედავად "სახალხო კრებასთან" გარკვეული დაპირისპირებისა, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ მათ რეჟიმის შეცვლა სურთ, მაგრამ საკმაოდ დიდი ეჭვი მეპარება მათ შესაძლებლობებში," _ განაცხადა ოქრუაშვილმა და "სახალხო კრებას" სტრატეგია და ფორმატი დაუწუნა", - წერს სტატიის ავტორი. 

"ქართული პარტიის" სახელით ოქრუაშვილმა განაცხადა: "გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, რომელიც ბრძოლას მიგვაყვანინებს წარმატებამდე. თუ მოვლენები გასცდა ჩარჩოებს, ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება". თუმცა ამ განცხადების ბოლო ფრაზის რეალურობა საეჭვოა. ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმური უფლება, არეულობა და ჯანყი აღკვეთოს და თუ ძალის გადამეტების გამო პასუხისმგებლობაზე მიდგა საქმე, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას სწორედ იმ საერთაშორისო სტრუქტურებმა უნდა დააკისრონ, სადაც აშშ-ს მთავარი სიტყვა ეთქმის. როგორც ჩანს, "ქართული პარტია" გათვლებს დასავლეთის მხარდაჭერაზე არ აკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის საელჩოსთან აქციას არ გამართავდნენ", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

"ომახიანი განცხადებების მიუხედავად, "ქართული პარტია" დაინტერესებულია "სახალხო კრების" რესურსის გამოყენებით და, როგორც ჩანს, მათთან თანამშრომლობის მისაღებ ფორმას ეძებს. შესაძლოა ამიტომაც მოერიდა ოქრუაშვილი ნინო ბურჯანაძის დაუფარავ კრიტიკას და დადებითად ისაუბრა ნონა გაფრინდაშვილსა და მის როლზე მომავალ პოლიტიკურ პროცესებში. ოქრუაშვილის განცხადებით, "ქართული პარტია" ყველაფერს გააკეთებს, რომ 21 მაისს შედეგიანი დასასრული ჰქონდეს და არ დაუშვებს ხალხის სახლებში გაშვებას ისე, როგორც ეს შარშან 25 ნოემბერს მოხდა. ოქრუაშვილის ტელეინტერვიუ, რომელიც საზოგადოებისადმი მიმართვით დასრულდა, გაჯერებული იყო ეროვნულ-პატრიოტული მოტივებით და, ფაქტობრივად, ოქრუაშვილის, როგორც სააკაშვილის ალტერნატიულ ლიდერად წარდგენას ემსახურებოდა", - დასძენს სტატიის ავტორი.

"ქართული პარტიის" სამომავლო გეგმები, სავარაუდოდ, კორექტივებს შეიტანს "კონსტრუქციული ოპოზიციის" გეგმებში, რომლებშიც დასავლეთის მხარდაჭერას ცენტრალური ადგილი უკავია. 12 მაისს ოპოზიციური "რვიანი", რომელიც უშედეგოდ ელოდება ხელისუფლებასთან დიალოგის განახლებას, საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. ქვეყანაში მორიგი პოლიტიკური დუღილის პროცესი დაიწყო...", დაასკვნის სტატიის ავტორი.

"სახალხო კრება" 21-ში ზესტაფონთან ავტომაგისტრალის, ხოლო ხაშურთან რკინიგზის გადაკეტვას აპირებს?!

"21 მაისს ოპოზიციის ერთი ნაწილი რომ ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება, უკვე ცნობილი ფაქტია და ისიც ცნობილია, ეს აქციები რა სცენარით განვითარდება. თუმცა, გარკვეული დეტალები სიურპრიზებად მაინც რჩება და როგორც ბურჯანაძის პარტიაში აცხადებენ, ეს თავის დროზე გახდება ცნობილი. "რეზონანსის" ინფორმაციით, 21 მაისს, სხვა საპროტესტო აქციებთან ერთად დაგეგმილია რკინიგზის და საგზაო მაგისტრალის გადაკეტვაც. ამ ინფორმაციას კი არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "სახალხო კრება" 21-ში ზესტაფონთან ავტომაგისტრალს გადაკეტავს და ხაშურთან - რკინიგზას.

"როგორც ბურჯანაძის პარტიაში აცხადებენ 21 მაისის განრიგი უკვე ცნობილია და აქციებიც სწორედ ამ სცენარით გაიმართება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბურჯანაძის პარტიასთან ერთად აქციებს სახალხო კრებაც მართავს. მათთან არის ასევე აჭარაში ყოფილი "რესპუბლიკელის" მურმან დუმბაძის მიერ შექმნილი ორგანიზაციის "ემსახურე საქართველოს". ბათუმში აქციები სწორედ მათი ორგანიზებით გაიმართება. როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ხათუნა ივანიშვილი განმარტავს, აქციები ერთდროულად დაიწყება თბილისსა და ბათუმში, მისივე თქმით, სახალხო კრებამ გამოაცხადა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების თარიღი და 21 მაისს თავისუფლების მოედანზე სამ საათზე იკრიბება ყველა ის ადამიანი, ვისაც რეალურად უნდა სააკაშვილის სისტემის დემონტაჟი", - აღნიშნავს გამოცემა.

"მთელი საქართველოს მასშტაბით შექმნილია 74 წინააღმდეგობის კომიტეტი, ასევე შექმნილია შეფიცულთა ინსტიტუტები და შექმნილია ძალიან სერიოზული, სახალხო კრების ახალგაზრდული მოძრაობა. უკვე გაცხადებულია, რომ წინააღმდეგობის კომიტეტებმა უნდა უზრუნველყონ შეკრება 21 მაისს Yთბილისში ვარდების მოედანზე, აღმოსავლეთის კომიტეტებმა - ავლაბრის მოედანზე, ხოლო თბილისი წინააღმდეგობის კომიტეტებმა - ფილარმონიის წინ. სამი საათისთვის კი ეს კოლონები ერთობლივად დაიძვრებიან თავისუფლების მოედნისკენ. აჭარისა და გურიის კომიტეტები პარალელურ რეჟიმში შეიკრიბებიან ბათუმში, ერას მოედანზე, სადაც გაიმართება აქცია", - განმარტავს ხათუნა ივანიშვილი. მისივე თქმით, ამ გეგმაში ისიც არის ნათქვამი, რომ "ზესტაფონის, სამტრედიის, ხარაგაულის და ხაშურის კომიტეტებმა უნდა უზრუნველყონ მხარდამჭერთა შეკრება ადგილებზე" - დასძენს გამოცემა.

"ამ გეგმაში ეს უკანასკნელი ნაწილი აშკარად აღარ ზის საერთო კონტექსტში, ვინაიდან აქცენტი კეთდება ფართომასშტაბიანი აქციების გამართვაზე. ამ საერთო გეგმაში კი მხოლოდ 4 რაიონის ადგილზე შეკრებას რა მნიშვნელობა აქვს, ამას ბურჯანაძის პარტიაში აღარ აკონკრეტებენ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ "ეს არის კონკრეტული გეგმის ნაწილი და ასე არის საჭირო". "რეზონანსის" ინფორმაციით. ამ რაიონების მცხოვრებთა ადგილზე მობილიზება იმით არის განპირობებული, რომ იგეგმება საგზაო მაგისტრალის გადაკეტვა ზესტაფონთან და რკინიგზის გადაკეტვა ხაშურთან. ამ ინფორმაციას კი ბურჯანაძის პარტიაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. "მოდით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. 21 მაისს იწყება ძალიან სერიოზული პროცესი, რომელიც აუცილებლად ხალხის გამარჯვებით დასრულდება. სახალხო კრება იბრძოლებს კონსტიტუციის ფარგლებში ყველა მეთოდით" - ასეთ კომენტარს აკეთებს ივანიშვილი", - წერს სტატიის ავტორი.

"მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მაგისტრალების გადაკეტვა არანაირ კონსტიტუციაში არ ჯდება, რადგან მოქალაქეებს მაგისტრალების გადაკეტვის უფლება არ გააჩნიათ და ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, "მაგისტრალების გადაკეტვა პირდაპირ არის აკრძალული კანონით. ეს აკრძალვა კი განმტკიცებულია იმით, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ხელისუფლებას სრული უფლება აქვს, დაიცვას კანონი და ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ვერც ვერავინ მოედავება". ძნელი სათქმელია რეალურად გადაიკეტება თუ არა მაგისტრალები და ასეთ შემთხვევაში პროცესები როგორ შეიძლება განვითარდეს. მაგრამ ნიშანდობლივია ხელისუფლების განცხადება, რომ ისინი დაიცავენ კანონს", - დასძენს სტატიის ავტორი.

"საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, "თუ დაგეგმილი აქციებისას კანონდარღვევას ექნება ადგილი, მას ასევე კანონიერი რეაგირება მოჰყვება". ამასთან იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ "საქართველოში ვითარების გამწვავება და დაპირისპირება რუსული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პარტიების ინტერესებში შედის და საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს". ამიტომაც, ადვილი წარმოსადგენია, რომ ხელისუფლება მაგისტრალების გადაკეტვას არ დაუშვებს, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს და რა შედეგი მოჰყვება, ძნელის სათქმელია", - დაასკვნის სტატიის ავტორი.

"სჯობს საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე... ღია წერილი "დონ კორლეონე" იური ვაზაგაშვილს"

"ვისაც "ალიას" წინა ნომერი არ წაუკითხავს, მათთვის გავმარტავ, რომ ეკა სეხნიაშვილმა იური ვაზაგაშვილს დაურეკა იმის თაობაზე, თუ როგორ აიღო სოსო რობაქიძემ თავისი შვილის სურათი და წამოვიდა გარდაცვლილი ბიჭების დარბაზიდან, რომელსაც"ჯაზუს" უწოდებენ. მან კი ვაზაგაშვილისგან პასუხი მიიღო, რომ "ალია" არის ვანოს გაზეთიო და თან დააყოლა, კარგად ბრძანდებოდეთო! უკაცრავად ბატონო იური, როცა ბინძურ იარლიყებს გაკერებენ, ჩვენთან დამშვიდობება ასე იოლად არ ხდება", - წერს გაზეთი"ალია" სტატიაში სათაურით ეს შვილმკვდარი მამები, ფაქტობრივად, სპეკულანტობენ არა მარტო თავიანთი შვილებით, არამედ დანარჩენების სახელებით და გვარებითაც... სჯობს საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე... / ღია წერილი ოპოზიციის ლიდერებს და მათ "დონ კორლეონე" იური ვაზაგაშვილს".

"ჩვენ ყველაფერს ვიმახსოვრებთ, ვაანალიზებთ და მერე ერთ მშვენიერ დღეს ანგარიშებს ვასწორებთ. რევანშისტები არ ვართ, უბრალოდ ვარკვევთ, მართლა ჩვენ ვართ ვანო მერაბიშვილის გაზეთი თუ ის, ვინც ასეთი სიბინძურე გვიწოდა. მართალია, "ალიაში" ვერავინ გაიგო ვაზაგაშვილს კონკრეტულად რა ეწყინა, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვწყინს რაღაცები და ამის მერე ვცდილობთ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ამიტომ ახლა გთავაზობთ ინკოგნიტო რესპონდენტის საუბარს იმაზე, თუ ვინ არის იური ვაზაგაშვილი - ეს ჩანაწერიც ჩვენთან ინახება", - დასძენს გამოცემა.


"ეს შვილმკვდარი მამები, ფაქტობრივად, სპეკულანტობენ არა მარტო თავიანთი შვილებით, არამედ დანარჩენების სახელებით და გვარებითაც. რეალურად იქ არის მხოლოდ ორი ადამიანი, ყველა შეხვედრას ესწრება იური ვაზაგაშვილი და ჯამბულ გამცემლიძე. მოდით ქრონოლოგიურად დავიწყოთ თავიდან... ამ რეჟიმის საპატრულო პოლიციის პირველი მსხვერპლი იყო ბუტა რობაქიძე, სოსო რობაქიძის შვილი, მართლაც წესიერი ახალგაზრდა, რომელიც ქუჩაში ჩაცხრილეს თავის მეგობრებთან ერთად. ბუტა რობაქიძის სიკვდილს არ მოჰყოლია ისეთი რეზონანსი, რადგან იმხანად ტელეკომპანია "იმედი" არ არსებობდა და სხვა სახელისუფლებო არხები კიდევ მსგავს რამეს არ გააშუქებდნენ. ფაქტობრივად, ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა. მომდევნო მსხვერპლი იყო სანდრო გირგვლიანი, ამას უკვე მოჰყვა დიდი დავიდარაბა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინკოგნიტო რესპონდენტი.

"ეს ამბავიც არ გახმაურდებოდა, რომ არა ნათია მიქიაშვილი, რომელმაც ეს ამბავი მოისმინა თავისი მეგობრის, გოგა გრიგალაშვილი მანქანაში რაციის საშუალებით. ნათიას ეყო იმის ვაჟკაცობა, რომ მეგობრობაზე მაღლა დაეყენებინა ეს მდგომარეობა და მისი მეშვეობით ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა საზარელი მკვლელობის ამბავი. ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის დედა აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც დაიწყო ბრძოლა ამ ტირანი ხელისუფლების წინააღმდეგ. მან მიაკითხა სახლში სოსო რობაქიძეს, რომელიც სახლიდან არ გამოდიოდა, იყო საშინელ მდგომარეობაში და მისი დამსახურება გახლდათ ისიც, რომ სოსოს ოჯახი ჩაერთო ამ საქმეში. ვიცი, რომ ძალიან მტკივნეული თემაა, მაგრამ სჯობს საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, ვიდრე ვიღაცებმა ისპეკულანტონ...", - განაგრძობს ინკოგნიტო რესპოდენტი.

"იური ვაზაგაშვილი ირინას ვერ ეკარებოდა ახლოს, რადგან მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, ჩემი შვილის სახელის გვერდით არ გავიგონო იმ ადამიანის სახელისა და გვარის ხსენება, ვინც არის საეჭვო რეპუტაციის გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს, მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს რომ არ იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, რასაკვირველია ამ თემაზე ლაპარაკი არ იქნებოდა. იური ვაზაგაშვილის შვილი... თბილისში ეს ყველამ იცის და თუ მაგას პირში არ ეუბნებიან, კიდევ მადლობელი უნდა იყოს და ჭკუის სწავლება საზოგადოებას არ უნდა დაუწყოს, მით უმეტეს ჟურნალისტებს. გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს, მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს რომ არ იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, რასაკვირველია ამ თემაზე ლაპარაკი არ იქნებოდა. იური ვაზაგაშვილის შვილი... თბილისში ეს ყველამ იცის და თუ მაგას პირში არ ეუბნებიან, კიდევ მადლობელი უნდა იყოს და ჭკუის სწავლება საზოგადოებას არ უნდა დაუწყოს, მით უმეტეს ჟურნალისტებს.", - დასძენს უცნობი რესპონდენტი.

"როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს წინ მდებარე საკუთარ აფთიაქში, ისე "ჯაზუში", რომელსაც დღეს გარდაცვლილი ბიჭების კლუბი ჰქვია, წლების განმავლობაში ნარკოტიკები იყიდებოდა. სხვათა შორის სოციალურ ქსელებში ვაზაგაშვილი გამოსვლას დაადეს კიდეც კომენტარები: იმ ნარკოტიკებით გარდაცვლილი ბიჭების სულებს რას ეუბნები, რომლებიც შენთან ნაყიდი ნარკოტიკებით გარდაიცვალნენო? იური ვაზაგაშვილის შვილი ჩაცხრილეს იმიტომ, რომ წამლის მთავარ "ბარიგას" მოუტეხა ფული და წამალი. ეს იყო ანგარიშსწორება ნარკოტიკებისა და ფულის გამო. ეს არ გახლდათ ისეთი შემთხვევა, რომელიც მოხდა ბუტა რობაქიძისა და სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში. ირინა ენუქიძემ ეს იცოდა და ამიტომ იყო კატეგორიული წინააღმდეგი, რომ იურა შვილი სანდროსთან ერთად ეხსენებინათ. თქვენ გახსოვთ რომელიმე აქცია, სადაც ირინა იურა ვაზაგაშვილთან ერთად იყო? ასეთ შემთხვევას ვერ გაიხსენებთ", - აცხადებს ინკოგნიტო რესპონდენტი. 
ინტერპრესნიუსი
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 302 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ
კირვალიძის შემცვლელი ცნობილია
პრემიერი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება
,,დედაენის ბაღში" აქციას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები გამართავენ
გაზეთი
პრესის დაიჯესტი |
2013.05.24 21:12
ჩვენ გამოძიებები დავიწყეთ, თუმცა, ეს რთული პრობლემაა. თუ აღმოჩნდა, რომ მათ თანხები არაკანონიერად წაართვეს, მაშინ სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს. ეს ძალიან დიდი თანხებია, რომლის დაბრუნებასაც სახელმწიფო უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს.
საზოგადოება კულტურა მთავარი დღეს |
2013.05.24 21:04
პოეტი ვაჟა ოთარაშვილი კულტურის სამინისტროში არსებულ კორუფციულ გარიგებებეზე და ინტერესთა კონფლიქტზე geotimes.ge-სთან ექსკლუზიურად საუბრობს.
სამხედრო თემა |
2013.05.24 18:08
„ჯარისკაცების რაოდენობას რაც შეეხება, ეს კიდევ ზუსტდება. ზოგადად, ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობას ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებ. ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან მაღალ დონეზე წარმოაჩენს.
პოლიტიკა |
2013.05.24 17:45
სომხური მედიის ცნობით, ქართული მედია-სტუქტურის Go Group Media-ს ხელმძღვანელი მარგარიტა ახვლედიანი ბაქოში არ შეუშვეს.
პრესის დაიჯესტი |
2013.05.24 14:44
„ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო პერიოდში რთული დრო უდგას. ორი დღის წინ შს ყოფილი მინისტრის და ექსპრემიერის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებამ, ბევრი დაარწმუნა
სამართალი |
2013.05.24 13:38
საქმე 2011 წლის აგვისტოში, ჯაშუშობის ბრალდებით ფოტორეპორტიორების დაკავების შემდეგ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს და სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება.
პრესის დაიჯესტი |
2013.05.24 12:36
"პრეზიდენტი ძალიან ბევრ საკითხზე დაიკითხება ... ჩვენ ვნახეთ, რაში იფლანგებოდა სააკაშვილის დაცვის საიდუმლოხარჯები- ქალბატონებისთვის საჩუქრებში, დროსტარებაში , რესტორნებში, მასაჟებში, შვილის სწავლაში, მკურნალობაში..
ძიება საიტზე
Geotimes TV
მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებენ
კირვალიძის შემცვლელი ცნობილია
პრემიერი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    1  2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 242526
2728293031  

მაისი 2013
დღის ქრონიკა
11:55
შსს-მ 1992 წლიდან ძებნილი პირი დააკავა
08:00
24 მაისის ანონსი
16:49
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ღია წერილს აქვეყნებს
14:25
26 მაისს 102 მსჯავრდებული საკუთარ სახლებში შეხვდება
12:37
პრემიერ-მინისტრი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
მთავარი დღეს
ვაჟა ოთარაშვილი კულტურის მინისტრს ბრალს კორუფციულ გარიგებებში სდებს
ეკონომიკა
რუსეთში ქართული ღვინის ერთ-ერთი კომპანიის პროდუქცია ვერ შევა
სოფლის მეურნეობის მინისტრად შალვა ფიფია ინიშნება
სქემა, რომლითაც "ოცნებამ" "ნაციონალებისგან" წართმეული ქონება ბიზნესმენებს უნდა დაუბრუნოს
საზოგადოება
ვაჟა ოთარაშვილი კულტურის მინისტრს ბრალს კორუფციულ გარიგებებში სდებს
დედაენის ბაღთან ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება
შალვა ფიფია: ვიმედოვნებ, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი და კირვალიძე პოსტზე დაბრუნდება
კომენტარი
რამაზ საყვარელიძე: პრეზიდენტის თაობაზე მერაბიშვილს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია
კობახიძე: ეს რომ პოლიტიკური დევნა ყოფილიყო, ყველაფერი უფრო ადრე მოხდებოდა
ნიკა ჩიტაძე: სამწუხაროდ, ქვეყანა სულ უკან მიდის, მოძრაობს უკუსვლით დემოკრატიიდან, ევროპისგან შორს
მსოფლიოში
პუტინი ეკონომიკურ ამინისტიაზე უარს აცხადებს
რუსეთის აღმოსავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა
Daily Mail : ბრიტანეთის ტერირტორიაზე 2000-მდე პოტენციური ტერორისტი ცხოვრობს
ტაბლოიდი
ანი გიუნტერი: ვფიქრობ, არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია-დედობაა
ირმა ცქიტიშვილი: ყოველთვის ვიცი მოდის სფეროში რა ხდება
ჯეი ლო ფიჭური კავშირის სალონების საკუთარ ქსელს ხსნის
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge