
უკრაინელმა ჟურნალისტებმა საქართველოს საელჩოს შენობის წინ დაკავებული ქართველი რეპორტიორების მხარდასაჭერი აქცია გამართეს ლოზუნგებით "No Photo - No Democracy".
საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "Комментарии"-ს ჟურნალისტის გადმოცემით, აქციის დროს საელჩოს შენობიდან მამაკაცი გამოვარდა და ჟურნალისტების დაშლა და გადაღების შეწყვეტა მოითხოვა. პროტესტის შემდეგ, მამაკაცი ჟურნალისტს მივარდა, ცემა დაუწყო და რამდენჯერმე თავში ჩაარტყა.
როგორც "ГолосUA" იუწყება, დაზარალებული ფოტოკორესპონდენტი საავადმყოფოში გამოკვლევისთვის იმყოფება. მომხდარი ამბავი სამართალდამცავებს მიეწოდათ.
|