
ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი, წლების მატებასთან ერთად, უფროდაუფრო თვალისმომჭრელი და კარგი ხდება,-ღვინოსავით, რომელიც დაძველების შემდეგ უფრო მაგარია. რამდენიმე დღის წინ ბრდ პიტმა მცირე ინტერვიუ, ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალს მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მუშაობს სპეც-პროექტზე „საუკეთესო სამსახიობო სამუშაო".
ბრედმა აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონს, როლები სადაც კვდება. ხიბლავს თავის მომკვდარუნების პროცესი. „ჩემი მშობლები ვერ იტანენ, როცა ამას უყურებენ, მე მათთვის არაერთხელ მითქვამს, რომ სიკვდილის თამაში სულაც არ არის საშიში, პირიქით საინტერესო და სახალისოა."
|