|
ნორვეგიელ სპეციალისტთა ჯგუფი ნოქალაქევის არქეოლოგიურ ნაკრძალს ესტუმრა. სპეციალისტები ნაკრძალის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, სპეციალურად შემუშავებული გეგმის მიხედვით უკვე სამი წელია მუშაობენ. ნორვეგიელი სპეციალისტების განცხადებით, ნოქალაქევი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.
ნოქალაქევში სულ 3500-მდე ექსპონატია დაცული. აქ გამოვლენილია საერო არქიტექტურის ნიმუშები და მე-8, მე-7 საუკუნით დათარიღებული უნიკალური ნივთები, არის ასევე 40 წმინდა მოწამის სახელობის ეკლესიაც.
|