|
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე, რომელიც საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აწყობს, აცხადებს, რომ ხელისუფლება ცრუობს, როცა სოფლად ტექნიკის საკმარის რაოდენობაზე საუბრობს. " პრაქტიკულად მთელი საქართველო მოვიარეთ "ახალმა მემარჯვენეებმა" და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყველგან ტრაქტორების სერიოზული დეფიციტია, რის გამოც საგაზაფხულო სამუშაოები შეფერხებებით მიმდინარეობს. მთავრობის ეფექტურობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უზრუნველყოფის და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადების თვალსაზრისით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბატონი გოროზიას განცხადებები სოფლად სამუშაოების ნორმალურად მიმდინარეობის შესახებ, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
დღეს იგი პარტიის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან გიორგი ასათიანთან ერთად წყალტუბოს რაიონის სოფლებში იმყოფება. შეხვედრები გვიშტიბისა და მაღლაკის მოსახლეობასთან გაიმართა.
|