|
[Presage.tv]
პოლიტოლოგ,
ვასილ ჭყოიძის შეფასებით, საქართველოში
წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად,
ეუთო-ს დელეგაციის 5 დღიანი ვიზიტი
და მათ მიერ მომზადებული დასკვნა და ანალიზი სრულყოფილი ვერ იქნება, თუმცა
წინასწარი შეფასებებისთვის ეს დრო სრულიად საკმარისია.
ჭყოიძის განცხადებითვე,
სადამკვირებლო მისიის გრძელვადიანი მოწვევა ძალაში რჩება და ამ ეტაპზე, ეუთოს კონკრეტული ჯგუფი, წინაასაარჩვენო სიტუაციას,
კანონმდელობას, საარჩევნო გარემოს
შეაფასებენ და ინსტიტუტების გამჭირვალობის
ხარისხს დააკვირდებიან.
„ბუნებრივია, მოწვევა
ძალაში რჩება. ეს არამარტო არასამთავრობო
არამედ, ხელისუფლების ინიციატივაც იყო,
რომ ხანგრძლივ ვადიანი მონიტორინგი განხორციელებულიყო.
შესაბამისად, ეუთო იქნება ეს ევროპის საბჭო თუ სხვა ორგანიზაციები, თავიანთ
დამკვირებლებს გამოაგზავნიან და მთელ პროცესს შეაფასებენ. აუცილებლად ჩამოვა ჯგუფი, რომლებიც უშუალოდ წინასაარჩევნო
კამპანიას, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურას დააკვირდებიან. ოფიციალურ დონეზე მოწვევა გაეგზავნა არა მარტო
ამ ჯგუფს არამედ, 7 თუ 8 ორგანიზაციას. ასე რომ უნდა ველოდოთ, რომ მონიტორინგის პროცესი კიდევ
გაგრძელდება“,-განაცხადა ჭყოიძემ.
ჭყოიძის
განცხადებითვე, ეუთოს დამკვირებლების მიერ, მომზადებული დასკვნა და ანალიზი
სრულყოფილი ვერ იქნება, თუმცა წინასწარი შეფასებებისთვის ეს დრო სრულიად
საკმარისია.
„როგორია კანონმდებლობა, როგორ მიმდინარეობს ამ ეტაპზე საარჩევო სიების მონიტრორინგი,
როგორია მასში ოპოზიციის ჩართულობა ამის შეფასება ხუთ დღეში შესაძლებელია. ეს რა თქმა უნდა, სრული დასკვნა და ანალიზი არ იქნება, მაგრამ ხუთი დღე საკმარისია იმისთვის, რომ წინასწარ შექმნილ ვითარებაზე ეუთოს ამ ჯგუფმა შეფასება გააკეთოს“,-განაცხადა
ჭყოიძემ.
|