გავხდეთ მეგობრები
eng  geo  rus  tur  ივნისი 19.06.2013 04:19:37
swf
ბიზნეს რეიტინგი
წლის საუკეთესო ბიზნეს-კომპანიების დაჯილდოება
„გეოპლანტმა“ ნომინაციებში - წარმატებული ექსპორტიორი და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები გაიმარჯვა
ბიზნესრეიტინგის სპეციალური პრიზი ბადრი პატარკაციშვილს გარდაცვალების შემდეგ...
ინტერვიუ
"ამერიკასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პრობლემას აჩენენ სააკაშვილი და მისი მეგობრები"
კახა კუკავა: ახლანდელი ხელისუფლება „მოქალაქეთა კავშირისა“ და „ნაცმოძრაობის“ რეინკარნაციაა
დავით თევზაძე: ავღანეთის მისიაში არა ოკუპანტები, არამედ სატელიტები ვართ

პოლიტიკა
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის გაწვევა-არგაწვევის საკითხი ევროკავშირის გადასაწყვეტია"
სააკაშვილმა ანდრჟეი ტიშკევიჩი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
მაია ფანჯიკიძე: საქართველო-ამერიკის ურთიერთობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება
სამართალი
ვანო ჩხარტიშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და არჩილ კბილაშვილს მიმართავს
ტარიელ ფოცხვერიას პატიმრობა შეეფარდა
უტიაშვილის განცხადებით, აღმოჩენილი იარაღი ოკუპაციის შემთხვევაში, პარტიზანული ბრძოლებისთვის უნდა გამოყენებულიყო
სამხედრო თემა
კუმისის სკოლას აგვისტოს ომში დაიღუპული სამხედრო მოსამსახურის ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭა
ნატო ავღანეთში, საბრძოლო ოპერაციების მართვის უფლებას ადგილობრივ ხელისუფლებას გადააბარებს
სწავლება Shared Horizons 2013 დაიწყო
პრესის დაიჯესტი
ირაკლი კაკაბაძე: ახალ მთავრობას აშშ-ში ძალიან ცუდი პიარი აქვს
რას აღიარებს სასჯელაღსრულების მინისტრი?
რა დამსახურების გამო გახადა სააკაშვილმა 21 წლის მარიამ საჯაია პარლამენტარი?
ბლოგი
ვახტანგ მაისაიას ბლოგი: „ავღანური სინდრომი“ ქართულ რეალობაში
მალხაზ გველუკაშვილის ბლოგი: პრეზიდენტობის კანდიდატების ფსიქოალგებრული ანალიზი
მალხაზ გველუკაშვილის ბლოგი: სრულყოფილების საფუძვლები “მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ”
გამოკითხვა
ვის დაუჭერდით მხარს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად?
სალომე ზურაბიშვილი
ირაკლი ალასანია
არმაზ ახვლედიანი
გიორგი მარგველაშვილი
გთხოვთ შეიყვანოთ უსაფრთხოების კოდი*
(2.8)
კავკასია
5 მაისის ქართული პრესა:"აირაის" და "ენდიაის" რეიტინგებით ხელისუფლება ხალხის ზომბირებას ცდილობს" -
2012.05.05 19:28
პაატა ზაქარეიშვილი - "სააკაშვილი არ გამორიცხავს ბოლომდე გაშიშვლდეს, მაგრამ ხელისუფლება შეინარჩუნოს: დემოკრატია მისთვის უკვე ტვირთია"

"მერაბიშვილის განცხადება, - პოლიცია უფრო პოპულარულია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა ეს ძალიან თამამი განცხადება იყო. მერაბიშვილმა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა არაფერი არ არის, რომ ეს იყო თამაში, რომ ქვეყანა პოლიციურია. პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ნუ ზომავთ, გაზომეთ პოლიციის რეიტინგიო. ის ამბობს: ჩვენ ვართ ბერიას პოლიცია, ჰიტლერის გესტაპო და და ჩვენი რეიტინგი მაღალია. ჩვენ ვიქნებით მუდმივად. ამ ქვეყანაში პოლიტიკას აკეთებს არა პოლიტიკური პარტია, არამედ პოლიცია", - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ნაციონალების საარჩევნო სიას ჯკიკაბიძის მსგავსი ხალხით დააკომპლექტებენ".

"რაც შეეხება სააკაშვილს, ის არ გამორიცხავს, რომ ბოლომდე გაშიშვლდეს, მაგრამ ხელისუფლება შეინარჩუნოს. დიახ, მას უნდა როგორმე მოიცილოს დემოკრატის იმიჯი - მთელი ეს პერიოდი დემოკრატიულობით თამაშობდა, მაგრამ უკვე დემოკრატია მისთვის ტვირთია. სააკაშვილი და მერაბიშვილი ერთი იანუსის ორი სახეა. ისინი ერთ საქმეს აკეთებენ. კარგად ესმით, რომ მათი გაყოფა შეუძლებელია - იძირება სააკაშვილი და ძირავს მერაბიშვილს. იძირება მერაბიშვილი და ძირავს სააკაშვილს. არც ერთი სხვა ფიგურა ასე მიბმული არ არის სააკაშვილზე, არც ბოკერია და არც არავინ. მათ შეუძლიათ თავი გადაირჩინონ რაღაც ფორმით, შეუძლიათ დისტანცირება მოახდინონ. მერაბიშვილი ამას ვერ გააკეთებს. ვერც ადეიშვილი - სამსახოვან იანუსზეა საუბარი: მერაბიშვილი, სააკაშვილი და ადეიშვილი. რა თქმა უნდა, ბოკერია და უგულავა ხუთეულის შემადგენელი ნაწილია. ეს არის ხუთეული, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებს გარეთაა. ოლიგარქიულ სისტემას (არ ვგულისხმობ მდიდრების სისტემას) ქმნის ჯგუფი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით მართავს ქვეყანას. ეს 5 კაცი მართავს ქვეყანას და აქ არ შედის არც პარლამენტის სპიკერი, არც პრემიერ-მინისტრი, არც რომელიმე მინისტრი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

"5 კაცი იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ ახსენებენ მთელ საქართველოს, მათ შორის პრემიერ-მინისტრსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც. მაგრამ მათ შორის არსებობს გარკვეული განსხვავება - ამიტომ არის სწორედ სამს პლუს ორი, სადაც კრიტიკულ სიტუაციაში ბოკერია-უგულავას შეუძლია ხელი ჰკრას ამ სამეულს და დისტანცირება მოახდინონ თუ მათ ეს დასჭირდებათ. ეს შეიძლება საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდეს ან არა გამოჩნდეს, ეს დამოკიდებულია ნაციონალური მოძრაობის სიების დაკომპლექტებაზე: რამდენად გაითვალისწინებენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი ბოკერია-უგულავას ინტერესებს სიების შედგენაზე. ჩემი აზრით, გაითვალისწინებენ - წინააღმდეგ შემთხვევაში განხეთქილება მოხდება. ბურჯანაძეს სხვა ხომ არაფერი მოუვიდა, თავისი თავი რომ ვერ დაინახა სიებში, ამიტომ გაემიჯნა სააკაშვილს და ამიტომ ვერ ჩაეწერა ბოლომდე ოპოზიციაში. აღმოჩნდა, რომ არ იყო გულწრფელი ოპოზიციონერი, ის ნაძალადევი ოპოზიციონერი იყო. ბურჯანაძაზე ბევრი საუბარი არ მინდა. არ არის ეს საკითხი აქტუალური. ბურჯანაძე ჩაძირულია და ჩაძირულებზე საუბარს აზრი არ აქვს", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

"ასევე ჩაიძირებიან ან სამეული, ან ის ორი. დარჩება და იტივტივებს ერთ-ერთი - გააჩნია, ვინ როგორ გამოიყოფა, მაგრამ თუ სიებზე შეთანხმდნენ, მაშინ განხეთქილებას ვერავინ ვერ დავინახავთ. თუ მათ მოახერხეს სიების შედგენა კარგად და არჩევნების მოგება ანუ უმრავლესობის მოპოვება, მაშინ დაპირისპირებას ვერ დავინახავთ, სანამ საპრეზიდენტო არჩევნები არ მოვა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ. ვინც არ უნდა შეიყვანონ სიაში. ხალხი არ ყავთ, ნაფტალინიდან ამოქექეს თარგამაძე, იძულებული არიან თვით მერაბიშვილიც კი წაიყვანონ მასწავლებლებთან შეხვედრაზე. რა მონოლითზეა საუბარი, როდესაც ყველა გასაქცევი გაექცათ? ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, ნოღაიდელი წავიდნენ. წურწუმიას დონეზე დავიდნენ. ახლა მაჟორიტარებად მსახიობების გაყვანა უნდათ", - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

"სააკაშვილის მანკიერ აზროვნებაში ჩასვლა ძნელია. კაცმა როდესაც თქვა, აფხაზეთი საქართველოს არასდროს არ ეკუთვნოდაო, რაზე შეიძლება იყოს საუბარი. მუდმივად აძლევ რუსებს კოზირს - ჯერ სამხრეთ ოსეთი აღუდგინა და ახლა არგუმენტი აფხაზებს გაუმყარა. აფხაზები გვეტყვიან - ნახეთ, რას ამბობს თქვენი პრეზიდენტიო. ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ სააკაშვილი ამის გამკეთებელი იყო, ეთქვა - აფხაზეთი საქართველოს არასდროს ეკუთვნოდაო. როდესაც ასე საუბრობს, რთულია სიების დაკომპლექტებაზე ისაუბრო. თუ ქართველმა ხსაზოგადოებამ ახლა გაუშვა ხელიდან თავისი განვითარების პერსპექტივები, 10-15 წელი არ გვექნება შანსი - დაახლოებით ის მოგვივა, რაც გამსახურდიას დროს, როცა აშშ-ს არ დაუჯერა, ბალტიისპირეთის გზით არ წავიდა. ახლა გვიჩნდება შანსი ხელახლა დავიბრუნოთ ევროპული, ნატო-ს ორიენტაცია", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "მაისის ბოლოს ჩიკაგოს სამიტიდან რას უნდა ველოდოთ?" - პასუხობს:

"არც არაფერს. გვეტყვიან, კარგი ბიჭები ხართ, განაგრძეთ ავღანეთში მოღვაწეობა, რაც მეტს გააგზავნით უკეთესი იქნება, გვჭირდება საზარბაზნე ხორცი ავღანეთშიო. ასევე გვეტყვიან, აუცილებლად გახდებით ნატო-ს წევრი, მაგრამ როდის გავხდებით, არსად არ იქნება დაფიქსირებული". 

"აირაის" და "ენდიაის" რეიტინგებით ხელისუფლება ხალხის ზომბირებას ცდილობს" - საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების ექსპერტი კახი კახიშვილი 

"აირაის" და "ენდიაის" რეიტინგებს არ ვენდობი. როდესაც ავტორებმა ნახეს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილს ამ კვლევებისადმი უნდობლობა აქვს, აღარ უნდა ჩაეტარებინათ. ვფიქრობ, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რისთვის სჭირდებათ კვლევა: იმისთვის რომ მხოლოდ შედეგები დადონ თუ იმისთვის, რომ საზოგადოებას ამ კვლევების მიმართ ნდობა ჰქონდეს. სამწუხაროდ, მეორე ინტერესი აქ არ არსებობს. საარჩევნო წელს, როგორც წესი, ინტენსიური კვლევების შედეგებს ვიღებთ, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობის ზომბირება ხდება. ამ კვლევის ჩატარება ამის კიდევ ერთი მაგალითია", - აცხადებს საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახი კახიშვილი: "აირაის" და "ენდიაის" რეიტინგებით ხელისუფლება ხალხის ზომბირებას ცდილობს / ექსპერტის აზრით, ოპოზიციის მიზანი პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და ხალხისთვის მოტივაციის შექმნა უნდა იყოს.

"დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე კვლევის შედეგებს გაგვაცნობენ. ცდილობენ საზოგადოება მოამზადონ, რომ "ნაციონალებს" სერიოზული მხარდაჭერა აქვთ და რომ ხვალ-ზეგ არ გაგვიკვირდეს, თუკი არჩევნებში გაიმარჯვებენ. მოსახლეობას და ოპოზიციას დოზირებულ ინფორმაციას აწვდიან. აქვეყნებენ იმ მონაცემს, რა მონაცემებიც სურთ, რომ არჩევნებზე დააფიქსირონ. ივანიშვილის წინაზე 10% რომ დაუწერეს, ალბათ თვითონვე იფიქრეს, რომ ეს შედეგი ივანიშვილისთვის ძალიან ცოტაა. ხედავენ მოსახლეობის განწყობას და ამიტომ მომატება არჩიეს. მაგრამ ამასთანავე მაინც თარგამაძის პიროვნული რეიტინგი დააყენეს წინ, რაც აბსურდად მეჩვენება... რაც შეეხება ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ნდობის 87-დან 83 პროცენტამდე დაცემას, გამოდის, რომ ივანიშვილი მოქმედებების გამო მივიღეთ ასეთი შედეგი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი. 

"ივანიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებისთვის რეალური ოპონირების შანსი გაუჩინა, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობისთვის დამაბნეველი განცხადებები კეთდება, ეს კვლავ ხალხის ნიჰილიზმში ჩაგდების წინაპირობას ქმნის - ადამიანს იმის აღარ სჯერა, რისაც მანამდე სჯეროდა. ივანიშვილმა შეცდომები დაუშვა, განცხადებებმა, რომელიც ძირითადად იმ მედიის კრიტიკაზე იყო ორიენტირებული, ვისი მხარდაჭერაც უნდა ჰქონოდა ივანიშვილს, ხალხი დააბნია. ერთი მხრივ, თუ შენ განსხვავებული აზრი გაღიზიანებს, როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას კრიტიკა არ გაგაღიზიანებს?! ამას გარდა, რა შემატა ივანიშვილს პირველივე განცხადებაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების კრიტიკამ? ფაქტობრივად, არაფერი. პირიქით, უფრო დაძაბა მდგომარეობა. როდესაც აცხადებ, რომ მეუღლე იქნება შენი პარტიის თავმჯდომარე, ბოლო წუთს არ უნდა გაგახსენდეს, რომ იგი ტელევიზიის მფლობელია", - მიიჩნევს ექსპერტი.

"არის ნიუანსები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ მართვა ბოლომდე ორგანიზებული არ არია. როდესაც ხედავ, რომ მართვა არ არის ორგანიზებული, რეგიონებში პრობლემაა, კოალიციაში შემავალ პარტიებს დაპირისპირება აქვთ და ცენტრალურ ოფისშიც არაა იდეალურად მდგომარეობა, გარკვეული ეჭვები ჩნდება. სხვათა შორის, ნაციონალებშიც ანალოგიური სიტუაციაა. არიან ძალები, რომლებიც არც კი ელაპარაკებიან ერთმანეთს, მაგრამ როცა საჭიროა, ერთ მუშტად იკვრებიან, კოალიციაში კი ვხედავთ, რომ რამდენიმე პარტია აქტიურობს, ამავდროულად ვხედავთ სუსტ პარტნიორულ რგოლებს. ეს ყველაფერი კი იმის საშიშროებას ქმნის, რომ რეალური პოლიტიკური ოპონირების პირობებში შეიძლება კოალიციას პრობლემები შეექმნას", - განაგრძობს კახი კახიშვილი.

"როდესაც ივანიშვილმა თავმჯდომარედ კობახიძე წარადგინა, პარტიის წევრებმა პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კობახიძე ფორმალური თავმჯდომარეა და მისი თავმჯდომარეობა არაფერს ნიშნავს - პრობლემა ისაა, რომ თუ ივანიშვილის გჯერა და მან თქვა, რომ კობახიძეა თავმჯდომარედ საჭირო, არ უნდა თქვა, რომ ის ფორმალური ლიდერია - ასეთი განცხადებით იუსტიციის სამინსიტროს საფუძველი არ უნდა მისცე, რომ რეგისტრაციის დროს ამის გამო პრობლემები შეგიქმნას - გამოვლენ და იტყვიან, თვითონ ადასტურებდით, რომ პარტიის ყრილობა და თავმჯდომარის არჩევნები ფორმალობა იყო და რეგისტრაციაში როგორ გაგატაროთო. ვფიქრობ პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის პროცენტი დაბალია, მაგრამ უარის თქმის შემთხვევაში რეგისტრაციის გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად, ესეც დაასახელონ. უფრო დიდი პრობლემა კი ის არის, რომ თვითონ კობახიძეს უქმნიან უხერხულ მდგომარეობას. ერთი მხრივ, მის ფორმალურობაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი, პარტიის წესდების თანახმად, ძალია ბევრი უფლებამოსილება აქვს და ასეთი დამოკიდებულებით შეიძლება იმ მდგომარეობამდე მივიდეთ, რომ კობახიძის გადაწყვეტილებების შესრულების დროს პრობლემები შეიქმნას", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "კოალიცია მაისის ბოლოს აქციებს გეგმავს. რამდენად იმოქმედებს ეს მოსახლეობის განწყობაზე?" - პასუხობს:

"ძალიან კარგია, რომ მაისი ბოლოს მოსახლეობის კონსოლიდაცია ხდება. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ დიდ აქციას მიზანი უნდა ჰქონდეს. თუ გავიხსენებტ, მოსახლეობა ნიჰილიზმში სწორედ დაუგეგმავი აქციების გამო ჩავარდა. ქუჩაში ხალხი გამოდიოდა, რამდენიმე დღის მანძილზე "მიშა წადის" ყვიროდა, სააკაშვილი კი არ მიდიოდა. მიტინგში მონაწილეობის გამო ხალხს ხელისუფლებისგან ბევრი პრობლემა ექმნებოდა. ყველა პოლიტიკური პროცესის პარალელურად ხელისუფლებაზე ზემოქმედება მშვიდობიანი აქციების გზითაც უნდა მოხდეს. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მოტივაციის ასამაღლებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. არჩევნებზე ხელისუფლება იგებს იმით, რომ მისი ყველა ამომრჩეველი მიდის უბანზე, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა კი ნიჰილიზმშია ჩავარდნილი. არჩევნების დღეს ან სახლში რჩება ან თუ მიდის, იმდენი პარტია ხვდება, რომ იბნევა. შემდგომში ოპოზიციის ხმებიც იხლიჩება. ამიტომ უნდა იყო მიზანი პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და ხალხისთვის მოტივაციის შექმნა". 

სასჯელაღსრულების მინისტრი არასამთავრობოებს დაემალა

"სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის წევრებმა გუშინ სასჯელარსრულების სამინისტროსთან გამართუულ აქციაზე პატიმარ ზურაბ დელიანიძის და სხვა პატიმრების გარდაცვალების ფაქტები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამ უწყების და პირადად მინისტრი ხათუნა კალმახელიძის მიმართ უამრავი კითხვაა დაგროვილი. ამის გამო მათ მინისტრთან შეხვედრა და მისგან კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს. დაახლოებით 40-წუთიანი ლოდინის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კალმახელიძე მათთან შეხვედრას არ გეგმავდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სასჯელაღსრულების მინისტრი არასამთავრობოებს არ შეხვდა / შორენა შავერდაშვილი: "ჩვენ გვაინტერესებს, რატომ ხდება თითქმის ყოველ მესამე დღეს პატიმრის გარდაცვალება საპყრობილეში".

"მედიის წარმომადგენლები შეხვედრას სამინისტროს ფოიეში ველოდებოდით, ამ დროს კი რეპორტაჟის მოსამზადებლად (მცირედი დაგვიანებით) ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გადამღები ჯგუფიც მოვიდა, თუმცა იგი დაცვამ არ შემოუშვა. "რეზონანსმა" სიტუაციის გარკვევა სცადა და დაცვის თანამშრომელს კითხვით მიმართა თუ რატომ არ უშვებენ "მეცხრე არხს", რომელმაც გვიპასუხა, რომ ასეთი ბრძანება აქვთ. ჩვენს კითხვაზე, მხოლოდ ამ ტელეკომპანისთან მიმართებაში აქვთ ასეთი ბრძანება, დაცვის თანამშრომელი ასე პასუხობს: " არა, ბრძანება მხოლოდ მათზე არ გვაქვს. გვითხრეს, რომ უკვე ბევრი ჟურნალისტია შემოსულიო და აღარავინ შემოუშვათო" აქციის ერთ-ერთი მონაწილე აღშფოთებას ვერ მალავს და პროტესტს აქტიურად გამოხატავს. დაცვის უფროსი მას სთავაზობს, რომ მათი შემოშვების სანაცვლოდ, თვითონ გავიდეს შენობიდან. არასამთავროების 2 წევრი მართლაც გადის და ითხოვენ, რომ სანაცვლოდ "მეცხრე არხის" ჟურნალისტი და ოპერატორი შეუშვან, თუმცა დაცვა პირობას არ ასრულებს. მოგვიანებით ჟურნალისტები კოლეგებს სოლიდარობას ვუცხადებთ. დაცვის უფროსი 2 წუთს ითხოვს და სიტუაციის გარკვევას გვპირდება. ამჯერად იგი პირობას მართლაც ასრულებს და შენობაში "მეცხრე არხის" გადამღებ ჯგუფსაც უშვებს", - წერს რეპორტაჟის ავტორი.

"აქციის მიმდინარეობის დროს"ლიბერალის" მთავარმა რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა განაცხადა, რომ მათ აინტერესებთ, რატომ უთხრეს ოჯახს თავდაპირველად რომ პატიმარი დელიანიძე გულით გარდაიცვალა, შემდეგ კი სამინისტრომ განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა - "ჩვენი მოთხოვნაა, უშუალოდ მინისტრისგან მივიღოთ პასუხი კითხვებზე, რატომ ხდება მსგავსი ფაქტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. მხოლოდ შარშანდელი სტატისტიკით 140 პატიმარია გარდაცვლილი. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ ხდება ასე ხშირად, თითქმის ყოველ მესამე დღეს პატიმრის გარდაცვალება საპყრობილეში?" - კითხულობს შავერდაშვილი. "როგორც მინიმუმ, აქ საუბარი უნდა იყოს პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. პატიმარი მძიმე სნეულებით იყო დაავადებული და ის საჭიროებდა სპეციალურ მკურნალობას. გავრცელებული ფოტომასალა ეჭვს აჩენს, რომ შესაძლოა, ის წამების მსხვერპლი ყოფილიყო - თუმცა რა აზრი აქვს, წამებით მოკლავენ ადამიანს თუ შესაბამისი მკურნალობის გარეშე დატოვებენ და პატიმარი ასე გარდაიცვლება", - ამბობს შორენა შავერდაშვილი. მისივე თქმით. სხვა არაერთი საქმეა, რომელზე პასუხისმგებელიც ეს სამინისტროა - ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, 2011 წელს 40 პატიმარი გახდა წამების მსხვერპლი და ამიტომ სურთ მინისტრთან შეხვედარ და კითხვებზე პასუხის გაცემა", - აღნიშნავს გამოცემა.

"მოვითხოვთ სასჯელაღსრულების მინისტრთან შეხვედრას. ასევე ცნობილია ისიც, რომ საჯარო უწყებები და უმთავრესად კალმახელიძის უწყება, საჯარო ინფორმაციას საზოგადოებას არ აწვდიან. ის მოქალაქეებიც კი ვერ იღებენ ინფორმაციას, რომლებიც მას წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ითხოვენ. გუშინ გავრცელებული ფაქტის შემდეგ, მინისტრთან კითხვები კიდევ დაგვიგროვდა. სწორედ ამ ფაქტები და უმთავრესად გუშინ მომხდარის გათვალლისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ აქცია გაგვემართა და სამინისტროს თანამშრომლებისა და პირდადად მინისტრისთვის გვეთქვა, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. მათ ყვეკლა კითხვაზე პასუხი უნდა გაგვცენ ჩვენც და მედიასაც - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საიას იურისტი თათული თოდუა.

"აქციის შემდეგ ორგანიზატორებმა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. ადმინისტრაციის თანამშრომელმა მათ უთხრა, რომ 2 წუთში ყველაფერს გაარკვევდა და პასუხს შეატყობინებდა, თუმცა ის აღარ გამოჩენილა. თავდაპირველად ტელეფონს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსიც არ პასუხობდა, თუმცა მოგვიანებით თეა სუხიტაშვილმა შორენა შავერდაშვილს უთხრა, რომ მინისტრი მათ ასე ვერ შეხვდებოდა. მან მოუწოდა, რომ კალმახელიძესთან შეხვედრა წერილობითი ფორმით მოეთხოვათ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი სუხიტაშვილმა აღნიშნა, რომ ხათუნა კალმახელიძე სამინისტროში არ იმყოფებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მან ისიც თქვა, რომ მინისტრი ქალაქშიც არ არისო, რაზეც შავერდაშვილმა უპასუხა: "ნახევარი საათის წინ ადმინისტრაციის თანამშრომელმა გვითხრა, რომ სამინისტროშია. გარდა ამისა 40-50 წუთის წინ მასთან ინტერვიუ "პირველმა არხმა" ჩაიწერა და ახლა უკვე ქალაქშიც არ იმყოფება?!" სუხიტაშვილმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტა, რომ მინისტრი ვერ შეგვხვდებათ, მაგრამ ამის შესახებ წერილობით პასუხს მაინც მიიღებთო", - დასძენს რეპორტაჟის ავტორი.
ინტერპრესნიუსი
<< უკან ინფორმაცია წაკითხულია: 476 გავუგზავოთ მეგობარს  გავუგზავოთ მეგობარს საბეჭდი ვერსია  

დატოვეთ კომენატრი
Geotimes TV
The Georgian Times-ის ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან
„ჯორჯიან თაიმსის" ტრადიციული მე-14 ბიზნეს დაჯილდოება
The Georgian Times-ის ექსკლუზიური ინტერვიუ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან
დამოუკიდებლობის დღე
ყველაზე რეიტინგული
კონფლიქტები |
2013.06.18 19:39
„ ჩვენ შეწუხებულები ვართ ცალმხრივი მოქმედებებით, რომელიც კონფლიქტის ზონაში იკვეთება. ეს ქმედებები მიმართულია თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვისკენ. ვფიქრობ, ეს საკითხი მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა გადაწყდეს".
პოლიტიკა |
2013.06.18 19:33
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში ანდრჟეი ტიშკევიჩი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პოლიტიკა |
2013.06.18 19:22
საქართველო-აშშ-ის პარტნიორული სტრატეგიული ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
საზოგადოება |
2013.06.18 19:21
მოქალაქეები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებენ.
საზოგადოება |
2013.06.18 18:49
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საზოგადოება |
2013.06.18 18:37
კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, იუნესკომ ბაგრატი, გელათი და მცხეთა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დატოვა.
სამართალი |
2013.06.18 18:32
„ეს არის ძალიან დიდი ოდენობის ინფორმაცია, რომლის გაცნობის შემდეგ შევთანხმდით, რომ რაც პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს ეხება, ისინი კვირას, 23 ივნისს განადგურდება“, - განაცხადა ტუღუშმა.
ძიება საიტზე
Geotimes TV
The Georgian Times-ის ინტერვიუ სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან
„ჯორჯიან თაიმსის" ტრადიციული მე-14 ბიზნეს დაჯილდოება
The Georgian Times-ის ექსკლუზიური ინტერვიუ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
       1  2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 181920212223
24252627282930

ინისი 2013
დღის ქრონიკა
21:47
19 ივნისის ანონსი
19:30
ტარიელ ფოცხვერიას პატიმრობა შეეფარდა
14:33
ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის გამგებლის მოადგილე დააკავეს
15:42
17 მაისის მოვლენებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დასკვნა მოამზადა
13:04
საგამოცდო ბარათების დარიგება დაიწყო
მთავარი დღეს
ამერიკელი ჯარისკაცის მამის სამძიმრის წერილი საქართველოს
ეკონომიკა
ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე რეგისტრაციის 200-მდე სერტიფიკატია გაცემული
ირაკლი ლექვინაძე: ეკონომიკაში საგანგაშო მდგომარეობას ვერ ვხედავ
საქართველოში აშშ-ს საელჩო და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საზოგადოება
ბაგრატის ტაძარი იუნესკოს ძეგლთა ნუსხიდან ამოიღეს
14 ათასი მოქალაქე ეკა ბესელიას განცხადებას აკრიტიკებს
დავით ნარმანია ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
კომენტარი
ირაკლი ლექვინაძე: ეკონომიკაში საგანგაშო მდგომარეობას ვერ ვხედავ
ნიკა ჩიტაძე: სამალავების თემა ისეთ კატეგორიაზეა გათვლილი, ვისაც დღემდე სწამს, რომ ბენზინის ფასი 1 ლარით შემცირდება
მანანა ნიკოლაიშვილი: რექტორები პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს
მსოფლიოში
ირანი ურანის გამდიდრებას 20%-ით შეამცირებს
3-4 სექტემბერს დიმიტრი მედვედევისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა გაიმართება
ობამა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე იზრუნებს
ტაბლოიდი
სად გაატარა ქრისტინე ძიძიგურმა რამდენიმე დღე დიკაპრიოსთან?
ჯენიფერ ლოპესი: ჩემს თავს ნაკლებად ვაფასებდი
ვინ არის მორცხვი, მორიდებული და თავმდაბალი ადამიანი
The first georgian newspaper in english,
founded in 1993.
2002-2013 Georgian Times Media Holding
All Rights Reserved.
Created By Pro-Service
12 Kikodze St. Tbilisi. Georgia
Georgian Times
Phone: +995 32 93 44 05
Fax: +995 32 93 49 63
editor@geotimes.ge