Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:25 29.03.2016
გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია


ამავე გზის 134-135კმ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება გაჩერება.

 

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ასევე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი-როდიონოვკა 94-110კმ).



ამ დროისათვის, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge