Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:58 07.05.2016
რა დაავადებებს კურნავს სექსი?

კვირაში ერთხელ სექსი რეკომენდებულია მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება და ვისაც უძილობა ტანჯავს. ეს „დატვირთვა“ მოუხდებათ მათაც, ვისაც სწრაფად გახდომა სურთ. სექსის დროს ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონ ოქსიტოცინს, რომელიც არეგულირებს მადას და აწესრიგებს ადამიანის ძილს.


კვირაში ორჯერ სექსი - სასარგებლოა გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადების ეპიდემიის დროს. სწრაფი რიტმი სისხლში იმუნოგლობულინ A-ს რაოდენობას სამჯერ ზრდის, რომელიც, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება ვირუსულ ინფექციებს.


კვირაში სამჯერ სექსი - აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ამ პერიოდულობით სქესობრივი კონტაქტი გულისცემას აუმჯობესებს და ინფარქტისა და ინსულტის რისკს ორჯერ ამცირებს.


კვირაში ოთხჯერ სექსი - აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. საიდუმლო ისაა, რომ სქესობრივი აქტის დროს გამოიყოფა ზრდის ჰორმონი, რომლის დახმარებითაც კანის უჯრედები ახლდება და კანი გაცილებით ელასტიკური და გლუვი ხდება.


კვირაში ხუთჯერ სექსი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც შემოქმედებითი ან ინტელექტუალური სამუშაო აქვს. მსგავსი „დატვირთვა“ აუმჯობესებს მოთმინების უნარს, ყურადღების კონცენტრაციას და ეხმარება ადამიანს შემოქმედებითი პოტენციალის ამაღლებაში.


კვირაში ექვსჯერ სექსი ასტიმულირებს ორგანიზმს, გამოყოს განსაკუთრებული რილიზინგ-ჰორმონები, რომლებიც ინტელექტის დონეს ამაღლებს და არსებითად ეხმარება ადამიანს, სწრაფად და უკეთესად აითვისოს ინფორმაცია.


ყველაზე ამტანებს, ვისაც შეუძლია, შეუსვენებლად და ყოველდღიურად დაკავდეს სექსით, არასოდეს ემუქრებათ დეპრესია. კვირის განმავლობაში გამოყოფილი ენდორფინების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ შფოთვის დონე, ფაქტობრივად, ნულამდე ჩამოდის. აპათიის, ცუდი ხასიათისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღარაფერს ვამბობთ, ამას თავადაც მიხვდებით.

გისურვებთ მშვიდ და ჯანმრთელ ცხოვრებას!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge