Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:18 11.05.2016
"ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?"-სტალინის კითხვა ფილიპე მახარაძეს
როგორც ამბობენ, იოსებ სტალინი შიშის ზარს სცემდა შინაურსაც და გარეულსაც, რაზეც  რამდენიმე ამბავიც მეტყველებს.

"მე შენს ასაკში უკეთესად ვისროდი" 

ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებმა, ისევე, როგორც შემდგომმა პერიოდმა, იოსებ ჯუღაშვილს ხასიათს თავისი კვალი დაასვა. ერთხელ, მისმა უფროსმა ვაჟმა, იაკობმა, თავის მოკვლა სცადა, მაგრამ ტყვია შემთხვევით ასცდა გულს. საავადმყოფოში მისულმა სტალინმა შვილს ასეთი რამ უთხრა: "მე შენს ასაკში უკეთესად ვისროდი"  თუ შვილის მიმართ ასეთი მკაცრი და დაუნდობელი იყო, ცხადია, უფრო მეტ დაუნდობლობას გამოავლენდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ. 

რატომ არ ეწინააღმდეგებოდნენ სხდომებზე სტალინს
სტალინს ჰქონდა ადამიანებზე ზემოქმედების უნარი. ერთხელ, უცხოეთში მყოფ ცნობილ ოპოზიციონერს ნიკოლაი ბუხარინს ჰკითხეს პოლიტბიუროს სხდომებზე რომ სხედხართ და ყველაფერზე თავს უქნევთ სტალინს, ხმას რატომ არ იღებთო?.. ბუხარინმა უპასუხა: "როგორც გიურზა მონუსხავს ხოლმე ცხოველებს, ისე გვნუსხავს სტალინი სხდომებზე და ამიტომაც ვდუმვართო".

"ფილიპე, თუ იცი კიდევ ბოზობს დედაჩემი?"

ერთ-ერთ ცნობილ, ქართველ ბოლშევიკს, ფილიპე მახარაძეს, რომელსაც თავი მოჰქონდა თავისი განათლებით, სტალინი საშუალო დონის ლიტერატორს უწოდებდა. არც ფილიპე მახარაძეს უყვარდა სტალინი. ერთხელ მათი ურთიერთობა ფილიპესთვის კინაღამ ცუდად დამთავრდა. მოსკოვში ყრილობაზე მიმავალ ფილიპე მახარაძესთან, სტალინის დედა კეკე მივიდა და უთხრა: - ფილიპე, მე მოვხუცდი, აღარ შემიძლია, ჩემი შვილი ჩამოიყვანე და შენთან რამე სამუშაო მიეცი თბილისშიო. მახარაძემ არაფერი შეიმჩნია და კეკეს დაჰპირდა შვილს ჩამოგიყვანო. ამ დროს ფილიპესთან კაბინეტში სულ ორი თუ სამი ადამიანი იმყოფებოდა. გავიდა თუ არა კეკე, ფილიპემ ჩაილაპარაკა: - ამ ბოზს, ჰგონია, რომ მე სტალინზე დიდი კაცი ვარო. მოსკოვში ყრილობის გახსნის წინ სტალინი საქართველოს დელეგაციასთან მივიდა, რამდენიმე სიტყვით მოიკითხა დელეგაციის წევრები, ხოლო ფილიპე გვერდზე გაიხმო, მაგრამ ისე, რომ დელეგაციის წევრებს გაეგონათ ჰკითხა: "ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?" - ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში
ჩავარდებოდა ძველი ბოლშევიკი.

"ვწუხვარ, რომ ცოლად "დურაკს" გაჰყევი" 
1940 წელს 19 წლის ვასილ სტალინი ლიპეცკში ჩავიდა უმაღლეს საავიაციო კურსებზე გადასამზადებლად. ერთხელ მან საციგურაო მოედანზე შემთხვევით გაიცნო მისი თანატოლი, მოსკოველი სტუდენტი - გალინა ბურდონსკაია. მალე მათ თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. შეყვარებულებმა ლიპეცკშივე იქორწინეს, იმ იმედით, რომ ქორწინების ამბავს საიდუმოდ შეინახავდნენ. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, სტალინმა ყველაფერი მალევე შეიტყო. იოსებ სტალინმა რძალს დეპეშა გამოუგზავნა, რომელშიც ეწერა: "ვწუხვარ, რომ ცოლად "დურაკს" გაჰყევი". ამ ამბის შემდეგ დიდი ბელადი კარგა ხანს აღარ დაინტერესებულა შვილის ცხოვრებით.
ავტორ(ებ)ი : http://guriismoambe.com/