Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:15 16.05.2016
"დედამიწა ცხელდება" - NASA შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებს

აპრილმა, ისევე როგორც 2016 წლის გასულმა სამმა თვემ დედამიწაზე ტემპერატურული რეკორდი დაამყარა. პლანეტის საშუალო ტემპერატურული გაზომვების ისტორიაში (მსოფლიომ ამინდზე დაკვირვება 1880 წლიდან დაიწყო) ყველაზე ცხელი აპრილი 2016 წელს დაფიქსირდა, რაც NASA-ს ინფორმაციით, 1% მეტია 1951-1980 წლის საშუალო მაჩვენებლებზე. NASA-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ რეკორდული მაჩვენებლები 2016 წლის სხვა თვეებშიც შენარჩუნდება.

 

აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს ექსპერტები აცხადებენ, რომ ზოგადად საშუალო ტემპერატურამ დედამიწაზე 1880 წლის შემდეგ 25%-ით მოიმატა. ეს გარემოზეც უარყოფიტად მოქმედებს. მაგალითად, NASA-ს მეტეოროლოგის ერიკ ჰოლტჰაუსის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ოკეანეში არსებული მარჯნის რიფების კოლონიის მეოთხედი გაუფერულებას განიცდის, რაც ოკეანეების წყლის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლის ზრდითა და ყინულების დნობითაა გამოწვეული.

 

„ეს შემაშფოთებელია. მე არ ვიცი რა მოხდება შემდეგ... მეცნიერებმა იცოდნენ, რომ „ელ-ნინოს“ (წყნარი ოკეანის ეკვატორიული ნაწილის წყლის ზედაპირის ტემპერატურის ცვალებადობის კოეფიციენტი, რომელიც კლიმატზე გავლენას ახდენს. „ნიუპოსტის“ რედ.) მატება ზემოქმედებას მოახდენდა არსებულ ვითარებაზე, მაგრამ ასეთ რეკორდულ მატებას არ ველოდდით,“ - აცხადებს იგი.

 

ამ ფაქტს მეცნიერები ადამიანის მიერ გარემოზე უხეში ზემოქმედებით ხსნიან და მსოფლიოს საზოგადოებრიობას სასწრაფო ზომების მიღებას სთხოვენ.

ავტორ(ებ)ი : newposts.ge