Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:00 02.06.2016
„საქართველოში ნაციონალისტური ჯგუფები ცოტა ხნის წინ გამოჩნდა"-„ბერლინერ კურიერი“

ინციდენტი თბილისის ვეგეტარიანულ კაფეში:

უცხოური პრესის გამოხმაურება

უცხოურ პრესაში კვლავ ქვეყნდება მასალები თბილისში ამ რამდენიმე დღის წინათ მომხდარი ინცინდენტის შესახებ, როცა ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი ვეგეტარიანთა კაფეში შეიჭრა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენეს - წინ დაუყარეს ხორცის პროდუქტები და მათი ჭამა დააძალეს.

 

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ კურიერში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ანა დიტმანი, აღწერს რა მომხდარ ინციდენტს, ყურადღებას ამახვილებს ულტრამემარჯვენედ განწყობილი ადამიანების ჯგუფზე, რომლებიც საკუთარ ორგანიზაციას „ბერგმანს“ უწოდებენ. „საქართველოში ნაციონალისტური ჯგუფები ცოტა ხნის წინ გამოჩნდა: დამოუკიდებლობის დღისადმი აღსანიშნავ ზეიმზე ისინი თბილისის ქუჩებში მარშირებდნენ და ხელში ლოზუნგები ეჭირათ წარწერით „საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის“, - ნათქვამია პუბლიკაციაში (წყარო: http://www.berliner-kurier.de/news/panorama/vegane-caf%C3%A9-besucher-traumatisiert-von--wurst-schwingenden-nationalisten--angegriffen-24153648)

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge