Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:08 02.06.2016
"ასეთი კაფეების წინააღმდეგნი შეიძლება მხოლოდ ქვის ხანის კომუნისტები ან ისლამისტები იყვნენ"

ინციდენტი თბილისის ვეგეტარიანულ კაფეში:

უცხოური პრესის გამოხმაურება

 

უცხოურ პრესაში კვლავ ქვეყნდება მასალები თბილისში ამ რამდენიმე დღის წინათ მომხდარი ინცინდენტის შესახებ, როცა ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი ვეგეტარიანთა კაფეში შეიჭრა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენეს - წინ დაუყარეს ხორცის პროდუქტები და მათი ჭამა დააძალეს.

გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, ინციდენტის გადმოცემისას, ავტორი ფილიპ ფრიცი მომხდარ ფაქტს ნეგატიურად აფასებს და წერს, რომ ვეგეტარიანელობა - ეს არა მარტო კვების პროდუქტების არჩევანია, არამედ რაღაც იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობითი დამოკიდებულება გარემოს მიმართ. განა ვინმე დააყენებს ეჭვქვეშ ცხოველების დაცვას და საკუთარ ჯანმრთელობას... ასეთი კაფეების წინააღმდეგნი შეიძლება მხოლოდ ქვის ხანის კომუნისტები ან ისლამისტები იყვნენ, რპომლებიც მხოლოდ ხალიფატის შექმნაზე ოცნებობენ. ვეგეტარიანელებს კი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება სურთ (წყარო: http://www.berliner-zeitung.de/panorama/kommentar-warum-vegetarier-und-veganer-falsche-moralisten-sind-24115980).

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge