Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:10 02.06.2016
„მემარჯვენე ექსტრემისტებმა ვეგანკაფეს ძეხვებითა და მწვადებით შეუტიეს“ -„ბერლინერ მორგენპოსტი“

ინციდენტი თბილისის ვეგეტარიანულ კაფეში:

უცხოური პრესის გამოხმაურება

 

უცხოურ პრესაში კვლავ ქვეყნდება მასალები თბილისში ამ რამდენიმე დღის წინათ მომხდარი ინცინდენტის შესახებ, როცა ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი ვეგეტარიანთა კაფეში შეიჭრა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენეს - წინ დაუყარეს ხორცის პროდუქტები და მათი ჭამა დააძალეს.

 

„ბერლინერ მორგენპოსტში“ კი სტატია თბილისში მომხდარი ინციდენტის თაობაზე „მემარჯვენე ექსტრემისტებმა ვეგანკაფეს ძეხვებითა და მწვადებით შეუტიეს“ ქვეყნდება რუბრიკით „ნეონაციზმი“ (ავტორი - ჯენიფერ კალიშევსკა). „შესაძლოა ვინმეს ეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ თავდამსხმელები ნეონაცისტებს ჰგავდნენ. ბოლოსდაბოლოს, საქმე მხოლოდ ძეხვზე არაა, რადგან ერთ-ერთმა დანაც იშიშვლა“, - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ფეისბუქის მეშვეობით გავრცელბულმა თვითმხილველთა მოყოლილმა ამბებმა მსოფლიოში ფართო სოლიდარობა გამოიწვია. პუბლიკაციაში, ბრიტანულ გაზეთ „გარდიანზე“ დაყრდნობით, ასევე ნათქვამია, რომ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე თბისისი მოსახლეობა სეშფოთებული იყო ქუჩებში ულტრანაციონალისტური დაჯგუფების მიერ გამართული აქციით (წყარო: http://www.morgenpost.de/vermischtes/article207629121/Rechtsextremisten-attackieren-veganes-Cafe-mit-Grillwuersten.html).

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge