Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:15 02.06.2016
"ქართული ეკლესია ძალიან კონსერვატიულად უდგება დასავლეთიდან შემოსულ ახალ მოდას"-ავსტრიული „კურიერი“

ინციდენტი თბილისის ვეგეტარიანულ კაფეში:

უცხოური პრესის გამოხმაურება

 

უცხოურ პრესაში კვლავ ქვეყნდება მასალები თბილისში ამ რამდენიმე დღის წინათ მომხდარი ინცინდენტის შესახებ, როცა ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი ვეგეტარიანთა კაფეში შეიჭრა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენეს - წინ დაუყარეს ხორცის პროდუქტები და მათი ჭამა დააძალეს.

ავსტრიული გაზეთი „კურიერი“ ვრცლად აცნობს მკითხველს „კავკასიურ სახელმწიფო საქარველოში“ მომხდარ ინციდენტს და ცდილობს გაარკვიოს, კონკრეტულად რომელი ორგანიზაცია მონაწილეობდა ვეგანკაფეს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ აქციაში: გაზეთი იმოწმებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას და წერს, რომ „თავდამსხმელები“ ნაციონალისტურად განწყობილი ორგანიზაციის „ქართული ძალის“ წევრები იყვნენ, რომლებიც ამ რამდენიმე დღის წინათ დედაქალაქის ქუჩებში მარშირებდნენ და ხელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნაციონალისტ ზვიად გამსახურდიას დროინდელ ლოზუნგები ეჭირათ - „საქართველო ქართველებისათვის“. „პოსტსაბჭოთა საქართველოში ტურბიზნესი სწრაფად ვითარდება. თბილისში ბევრი ახალი [დასავლური სტილის] ობიექტი იხსნება, მათ შორის ვეგანკაფეებიც, სადაც ვეგეტარიანული კვების მხარდამჭერები იკრიბებიან, იქ არიან ტრანსსექსუალები და მათი მსგავსი ადამიანებიც. ამასთან, საქართველოში მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან კონსერვატიულად უდგება დასავლეთიდან შემოსულ ახალ მოდას“, - აღნიშნულია სტატიაში (წყარო: http://kurier.at/chronik/weltchronik/fleischfanatiker-stuermen-veganes-cafe-in-tiflis/202.110.525).

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge